მეგობრობა (სტადიონი)
საფეხბურთო სტადიონი ოზურგეთში
მეგობრობა — საფეხბურთო სტადიონი საქართველოს ქალაქ ოზურგეთში. ძირითადად გამოიყენება საფეხბურთო მატჩებისათვის. არის საფეხბურთო კლუბ „მერცხალის“ საშინაო მოედანი. იტევს 3500 მაყურებელს[1].
მდებარეობა | ოზურგეთი, საქართველო. |
---|---|
აშენდა | 1967 |
გაიხსნა | 11 ივნისი, 1968 |
მესაკუთრე | ქალაქი ოზურგეთი |
ოპერატორი | საფეხბურთო კლუბი „მერცხალი“ |
ტევადობა | 3500 |
გუნდები | |
„მერცხალი“ |
სტადიონი „მეგობრობა“ 1967 წელს აშენდა[2]. 1977 წლისთვის იტევდა 10500 მაყურებელს. XX საუკუნის 80-იან წლებში „მეგობრობა“ ერთ-ერთი იშვიათი სტადიონი იყო, რომლის სტადიონი ინდივიდუალური სკამებით იყო აღჭურვილი. მცირე რემონტი სტადიონს 2003 წლის ზაფხულში ჩაუტარდა და დასავლეთ ტრიბუნაზე ხის საერთო სკამები დამონტაჟდა. 2015 წელს სტადიონზე ხის საერთ სკამების ნაცვლად ინდივიდუალური სკამები დამონტაჟდა.