სულორი ვანი (საფეხბურთო კლუბი)

(გადამისამართდა გვერდიდან სულორი (საფეხბურთო კლუბი))
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სულორი.

სულორი ვანისაქართველოს საფეხბურთო კლუბი ქალაქ ვანიდან. თამაშობს „გრიგოლ ნიკოლეიშვილის“ სტადიონზე.

სულორი ვანი
სრული სახელი საფეხბურთო კლუბი სულორი ვანი
მეტსახელი ვანი სულორი
დაარსდა 1956
სტადიონი გრიგოლ ნიკოლეიშვილის სტადიონი
ვანი, საქართველო
(ტევადობა: 3 000)
მწვრთნელი საქართველოს დროშა გიგა ნიკოლეიშვილი
ლიგა პირველი ლიგა

XX საუკუნის დასაწყისიდანვე, საქართველოში ფეხბურთის პოპულარიზაცია დაიწყო, განსაკუთრებით ინტენსიური ხასიათი ამან საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში მიიღო, დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა დასახლებებს გამოჰყავდათ არაპროფესიონალური ნაკრები გუნდები, რომლებიც ერთმანეთში ამხანაგურ მატჩებს მართავდნენ. ვანში 1932 წლიდან არსებობდა საფეხბურთო კლუბის პირველადი ჩანასახი, რომელიც ისევე როგორც სრულიად საქართველოს საფეხბურთო კლუბები ვერ ვითარდებოდნენ სამამულო ომისა და სხვადასხვა სახის სიდუხჭირის გამო.

1953 წელს კლუბი საქართველოს ჩემპიონატში სპარტაკის სახელით გამოდიოდა.[1] 1956 წლიდან კლუბს ამჟამინდელი სახელი ეწოდა, საქართველოს ჩემპიონატში კი განსაკუთრებული შედეგების გარეშე აგრძელებდა ასპარეზობას. 1969 წელს სულორმა პირველად მოიპოვა საქართველოს სსრ ჩემპიონის ტიტული და 1970 წელს ასპარეზობა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის მეორე ლიგაში განაგრძო, თუმცა გუნდმა 18 გუნდში მეათე ადგილი დაიკავა, რაც ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად საკმარისი არ აღმოჩნდა და შემდეგი სეზონი კვლავ ადგილობრივ ჩემპიონატში დაიწყო.[2]

გუნდის პერიოდში საუკეთესო ხანად ითვლება 80-იანი წლების დასაწყისი, როდესაც გუნდში მრავალი გამორჩეული მოთამაშე ირიცხებოდა და საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი იყო, თუმცა მიუხედავად ამისა გუნდს ფატალური უიღბლობა სდევდა თან, ამ პერიოდის გუნდმა სამჯერ დაიკავა მეორე (1980, 1983, 1984) და ერთხელ მესამე ადგილი (1981), ჩემპიონობის მოპოვებამდე კი ყოველთვის ერთი ნაბიჯი აკლდებოდათ, შესაბამისად გუნდმა ვერც საბჭოთა კავშირის ლიგაში მოახერხა გადასვლა.

სამაგიეროდ მშვენივრად გამოიყურებოდა ამ პერიოდის სულორი რესპუბლიკის თასზე, პირველად თავის არსებობის ისტორიაში ამ ტურნირის მოგება გუნდმა 1980 წელს მოახერხა, როდესაც გათამაშების ფინალურ მატჩში თელავის კახეთს სძლია 2:0.[3] ეს მატჩი 24 აგვისტოს დინამოს, იმ დროს ლენინის სახელობის სტადიონზე გაიმართა. გუნდმა წარმატება 1981 წელსაც გაიმეორა და კვლავ მოიპოვა საქართველოს თასი, ამჯერად სულორმა მახარაძის მერცხალი დაამარცხა ანგარიშით 1:0.[4]

კარგად გამოიყურებოდა გუნდი 80-იანი წლების მეორე ნახევარშიც, 1988 წელს გუნდმა კვლავ დაიკავა ჩემპიონატში მეორე ადგილი,[5] 1990 წლიდან კი უკვე დამოუკიდებელი საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატი პირველ ლიგაში ჩაება, რომელიც პირველივე წელს ადვილად მოიგო[6] და უმაღლეს ლიგაში აღზევდა, სადაც ორი სეზონი იასპარეზა და 1994 წელს პირველ ლიგაში დაქვეითდა. მას შემდეგ გუნდი მეტნაკლები წარმატებით ასპარეზობდა ქვეყნის პირველ და მეორე ლიგებში, იყო პერიოდები როდესაც გუნდი ახლოს იყო უმაღლეს ლიგაში გადმოსვლასთან, თუმცა ფინანსური და სხვა პრობლემების გამო დასახული მიზნის მიღწევა ვეღარ მოხერხდა.

ტიტულები

რედაქტირება

სეზონები

რედაქტირება
 
ნიკოლეიშვილის სტადიონის აღმოსავლეთ ტრიბუნა
სეზონი ლიგა ადგ. თ. გტ გშ თასი ევროპა შენიშვნა მწვრთნელი
2009-10 მეორე ლიგა დასავლეთი 13 28 7 5 16 34 50 26 ?
2010-11 მეორე ლიგა დასავლეთი A 2 ? აღზევდა გიზო ბრეგვაძე
2011-12 პირველი ლიგა ჯგუფი B 9 18 2 6 10 11 35 12 1/8 რაუნდი გადათამაშება დარჩენისთვის
პირველი ლიგა დასარჩენი ჯგუფი 7 20 4 1 15 18 45 13
2012-13 პირველი ლიგა ჯგუფი A 11 33 7 4 22 30 72 25 ?
2013-14 პირველი ლიგა ჯგუფი B 14 26 2 3 21 14 59 9 1/16 რაუნდი დაქვეითდა გიგა კუტივაძე
2014-15 მეორე ლიგა დასავლეთი 2 28 24 3 1 87 10 75 ?
2015-16 მეორე ლიგა დასავლეთი 1 26 23 3 0 77 13 72 ? აღზევდა გიგა ნიკოლეიშვილი
2016 პირველი ლიგა ჯგუფი A 5 16 7 3 6 20 21 21 1/4 რაუნდი დაქვეითდა გადათამაშების შემდეგ გიგა ნიკოლეიშვილი
2017 ლიგა 3 წითელი ჯგუფი 6 18 7 3 8 20 19 24 1/64 რაუნდი გადათამაშება დარჩენისთვის
ლიგა 3 დასარჩენი ჯგუფი 4 18 9 3 6 20 21 30

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება