მერსად ბერბერი
მერსად ბერბერი (ბოსნ. Mersad Berber; დ. 1 იანვარი 1940, ბოსანსკი პეტროვაცი, იუგოსლავიის სამეფო[1] — გ. 7 ოქტომბერი 2012, ზაგრები, ხორვატია) — ბოსნიელი მხატვარი.[2]
მერსად ბერბერი | |
---|---|
Mersad Berber | |
დაიბადა | 1 იანვარი 1940 |
დაბადების ადგილი |
ბოსანსკი პეტროვაცი, იუგოსლავია |
გარდაიცვალა | 7 ოქტომბერი 2012 |
გარდაცვალების ადგილი |
ზაგრები, ხორვატია |
ეროვნება | ბოსნიელი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაბერბერი დაიბადა ბოსანსკი პეტროვაცში, 1940 წლის 1 იანვარს. იგი ლუბლიანის ხელოვნებათა აკადემიას ამთავრებს, 1978 წლიდან კი მასწავლებელია სარაევო ხელოვნებათა აკადემიაში.[3] ბოსნიის ომის დაწყების შემდეგ ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ხორვატიის ტერიტორიაზე – ზაგრებსა და დუბროვნიკში.
ჯილდოები
რედაქტირება1966 წლიდან მოყოლებული ბერბერმა ორმოცდაათზე მეტი ჯილდო მიიღო, მათ შორის:
- ოქროს მედალი და საპატიო სიგელი ტრიესტის გრაფიკული ხელოვნების პირველი საერთაშორისო გამოფენიდან.
- პირველი ადგილი სან-პაულოს მე-11 საერთაშორისო ბიენალეზე.
- ტოკიოს მე-10 საერთაშორისო ბიენალეს საპატიო პრიზი.
- პირველი ადგილი მე-7 ხმელთაშუაზღვის საერთაშორისო ბიენალეზე (ალექსანდრია).
- ICOMის ჯილდო მონტე კარლოში.
- კრაკოვის ჯილდო გრაფიკული ხელოვნების მე-4 საერთაშორისო ბიენალეზე.
- ლალით კალას აკადემიის გრან-პრი მე-5 ინდურ ტრიენალეზე (დელი).
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Eleanor Ettinger Gallery - Mersad Berber. Eegallery.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-15. ციტირების თარიღი: 19/05/2015.
- ↑ Mersad Berber: Inspirirala ga je mistika Bosne, a crtao je zadivljujućom vještinom - mJutarnji. Jutarnji.hr. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-02-03. ციტირების თარიღი: 19/05/2015.
- ↑ Mersad Berber - Albemarle Gallery London. Albemarlegallery.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-03-24. ციტირების თარიღი: 19/05/2015.