მერი გარეტი
მერი ელიზაბეტ გარეტი (ინგლ. Mary Elizabeth Garrett; დ. 5 მარტი, 1854 – გ. 3 აპრილი, 1915) — ამერიკელი სუფრაჟისტი და ფილანტროპი. ქველმოქმედის და ბალტიმორისა და ოჰაიოს რკინიგზის პრეზიდენტის, ჯონ ვ. გარეტის ერთადერთი ქალიშვილი.[1] 1893 წელს ჯონ ჰოპკინზის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის დასაარსებლად მან საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხა გაიღო, თუმცა იმ პირობით, რომ უნივერსიტეტი ქალებსა და კაცებსაც ერთი პრინციპით მიიღებდა. დააარსა Bryn Mawr School, ბალტიმორის მოსამზადებელი სკოლა გოგონებისთვის, თუმცა მოგვიანებით სკოლა გადასცა ბრაიან მორის კოლეჯს, იმ პირობით, რომ მის მეგობარს მართა თომასს სკოლის პრეზიდენტად დანიშნავდნენ. მეცხრამეტე საუკუნის მრავალი სხვა სუფრაჟისტის მსგავსად, გარეტმა არჩია, რომ არ დაქორწინებულიყო; მთელი ცხოვრების განმავლობაში მეგობრობდა მართა თომასთან. ბოლო წლებში იგი თანამშრომლობდა თავის ძველ მეგობრებთან, სიუზან ბ. ენტონისთან და ანა ჰოვარდ შოუსთან, რათა ეცადა შტატებში ქალთა საარჩევნო უფლებების უზრუნველყოფა.
მერი გარეტი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
5 მარტი, 1854 ბალტიმორი, მერილენდი, აშშ |
გარდაცვალების თარიღი |
3 აპრილი, 1915 (61 წლის) პენსილვანია, აშშ |
ეროვნება | ამერიკელი |
საქმიანობა | სუფრაჟისტი, ქველმოქმედი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაბავშვობა
რედაქტირებამერი ელიზაბეტ გარეტი დაიბადა ბალტიმორში, მერილენდში, 1854 წლის 5 მარტს. მერის ორივე მშობელი, ჯონ ვ. გარეტი და რეიჩელ ენ ჰარისონი, წარმოშობით ცნობილი და მდიდარი ბალტიმორის ოჯახებიდან იყვნენ. მერი იყო ჯონ ვ. გარეტის ერთადერთი ქალიშვილი და უმცროსი შვილი. ის ოჯახის საყვარელი შვილი იყო და მამამისი ხშირად ამბობდა: „ნეტავ მერი ბიჭად დაბადებულიყო!“ სავარაუდოდ იმიტომ, რომ გრძნობდა, რომ მერის პოტენციალი დაითრგუნდებოდა იმ დროის სოციალური ბარიერებით.[2]
მერი გარეტი მდიდარ ოჯახში გაიზარდა. მას შემდეგ, რაც მისი მამა აირჩიეს B&O Railroad-ის პრეზიდენტად, გარეტები საცხოვრებლად გადავიდნენ მთა ვერნონზე. მიუხედავად იმისა, რომ ბალტიმორის ყველაზე აყვავებულ ნაწილში და მდიდრულ სახლში ცხოვრობდა, გარეტს მარტოსული და უბედური ბავშვბობა ჰქონდა. მისი უმცროსი ძმა მასზე 5 წლით უფროსი იყო და ასაკობრივი სხვაობა ძმებთან ურთიერთობას ართულებდა.
იგი პატარა იყო, როდესაც საქველმოქმედო საქმიანობის შესახებ გაიგო. მისი მშობლები და ბებია-ბაბუა ქველმოქმედებით იყვნენ დაკავებულნი. ხშირად უსმენდა მამამისისა და ცნობილი პოლიტიკოსების საუბარს სახლში. მასზე ასევე დიდი გავლენა მოახდინა მერილენდის სხვა ქალებმა, რომლებმაც მნიშვნელოვანი დახმარება შესთავაზეს ჯარისკაცებს ამერიკის სამოქალაქო ომის დროს. მათ წყლის, გამაგრილებელი სასმლისა და საექთნო მუშაობის შესრულება შეეძლოთ.[3]
სკოლა და თვითშემეცნება
რედაქტირება12 წლის ასაკში დაიწყო კუმერის სკოლაში სწავლა. სკოლაში მან გაიცნო ჯულია რებეკა როჯერსი, მეტსახელად „დოლი“ და ელიზაბეტ კინგი, მეტსახელად „ბესი“, რომლებთან ურთიერთობაც ცხოვრების ბოლომდე განაგრძო. ორივე დოლი და ბესი ცნობილი ოჯახებიდან იყვნენ. ბესი, ცნობილი კვაკერების ოჯახიდან და მერის მამის თანამოაზრის ქალიშვილი იყო. მერი თავდაპირველად აღფრთოვანებული იყო სასკოლო ცხოვრებით და სიამოვნებდა იქ ყოფნა, მაგრამ თანდათან მობეზრდა სკოლის კონსერვატიული დამოკიდებულება გოგონების განათლებასთან დაკავშირებით. სკოლის დირექტორს, რომელსაც ოდესღაც ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა მერისთან, სჯეროდა „კულტივირებისა და არა კოლეჯის“. ასევე, სკოლის ადმინისტრაციამ გოგონებისთვის მეცნიერების სწავლა აკრძალა. სკოლის შემზღუდავი პოლიტიკის საპასუხოდ, სამმა გოგონამ შექმნეს საკუთარი სასწავლო ჯგუფი ბიოლოგიური მეცნიერების შესასწავლად. სასკოლო განათლებით იმედგაცრუებულმა მერიმ ჩვიდმეტი წლის ასაკში მიატოვა სკოლაში სიარული და შემდეგ წლებში აღარც დაბრუნებულა სასწავლად. ამჯობინა სახლში ესწავლა და ლიტერატურული კლასიკა წაეკითხა. მან დამოუკიდებლად შეძლო იტალიურის და ფრანგულის, გერმანულის და ბერძნულის სწავლა.
მოზარდობა
რედაქტირებაგარეტმა მოზარდობის პერიოდში დიდი ინტერესი გამოხატა ბიზნესის მიმართ. კვირაში ხუთიდან ათ დოლარამდე აძლევდნენ და ყველა ხარჯს დღიურში იწერდა. გარდა ამისა, ინახავდა ნათესავებისა და მეგობრების წერილებს, მათ შორის ჯულიას და ელიზაბეთის გამოგზავნილებს.
გარეტი ასევე ინახავდა დღიურს, რომელიც აჩუქა ქველმოქმედმა და გარეტის ოჯახის დიდი ხნის მეგობარმა, ჯორჯ პიბოდიმ, ბალტიმორის პიბოდის ინსტიტუტისა და ჯორჯ პიბოდის ბიბლიოთეკის პატივსაცემმა დამფუძნებელმა.
სკოლის დატოვების შემდეგ, გარეტმა კომერციის და რკინიგზის კომპანიის ფუნქციონირების შესახებ მამამისისგან ბევრი რამ ისწავლა, მოგვიანებით კი მის მდივნადაც მუშაობდა.
სრულწლოვნობამდე
რედაქტირებაგარეტი და მისი მეგობრები, მათ შორის მართა თომასი, მემი გუინი, ელიზაბეთ ბესი კინგი და ჯულია როჯერსი ყოველი კვირის პარასკევს საღამოობით იკრიბებოდნენ. „პარასკევის საღამო“,[4] თავდაპირველად წიგნის კლუბი და სასწავლო ჯგუფი, მიზნად ისახავდა გოგონების განათლების გაუმჯობესებას, კლუბი აქტიური იყო 1895 წლამდე[5]. კლუბის წევრებმა მოგვიანებით გახსნეს „ბრაინ მაურის გოგონების სკოლა“ ბალტიმორში, 1885 წელს. გარეტი იყო ახალი სკოლის მთავარი ფინანსური მხარდამჭერი.[6]
მოგვიანებით, გარეტმა ყურადღება გადაიტანა სამედიცინო განათლებაზე. 22 წლის ასაკში მან ჯონს ჰოპკინზის უნივერსიტეტის პირველ პრეზიდენტს დანიელ კოიტ გილმანს სთხოვა სპეციალური ნებართვა ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში ჩარიცხვისთვის, მაგრამ უარი უთხრეს ჩარიცხვაზე, რაც მისი გენდერით იყო განპირობებული. თუმცა, როდესაც ჯონს ჰოპკინსის მედიცინის სკოლის მშენებლობა მიმდინარეობდა მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს, სკოლის საბჭოს ამოეწურა ფინანსები. გარეტმა და მისმა მეგობრებმა დააარსეს ქალთა სამედიცინო სკოლის ფონდის კომიტეტი და ფულად ანაზღაურებას დაჰპირდნენ, იმ პირობით, რომ ქალებს მიიღებდნენ „იგივე პირობებით, როგორც მამაკაცებს იღებდნენ“. ეს პირობა სკოლის საბჭომ მიიღო და მას შემდეგ სამედიცინო განათლება სულ უფრო და უფრო ხელმისაწვდომი გახდა ქალებისთვის. გარეტი ასევე ჩართული იყო ქალთა საარჩევნო უფლებების მოძრაობაში, მუშაობდა თავის მეგობრებთან ანა ჰოვარდ შოუსთან, ჯულია უარდ ჰოუი და სიუზენ ენტონისთან ერთად და იყო მოძრაობის მთავარი ქველმოქმედს.
გარეტმა ბოლო წლები გაატარა ბრაინ მავრის კოლეჯში, მართა თომასთან ერთად.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- მერი გარეტი — Find a Grave-ზე
- მერი გარეტი დაარქივებული 2016-03-12 საიტზე Wayback Machine.
- მერი გარეტის ცხოვრების მნიშვნელოვანი თარიღებისა და მოვლენების ქრონოლოგია დაარქივებული 2016-07-31 საიტზე Wayback Machine.
- მერი გარეტი, ბრაიან მორის კოლეჯის ბიბლიოთეკა დაარქივებული 2022-02-19 საიტზე Wayback Machine.
- მერი გარეტის საჩუქრის პირობები: პირველი გვერდი დაარქივებული 2010-06-10 საიტზე Wayback Machine. , მეორე გვერდი დაარქივებული 2010-06-10 საიტზე Wayback Machine. , მესამე გვერდი დაარქივებული 2010-06-10 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Sander, Kathleen (2008). Mary Elizabeth Garrett: Society and Philanthropy in the Gilded Age. Baltimore: The Johns Hopkins University Press. ISBN 978-0-8018-8870-0.
- ↑ Mukau, Leslie (2012). "Johns Hopkins and the Feminist Legacy: How a Group of Baltimore Women Shaped American Graduate Medical Education" (PDF). American Journal of Clinical Medicine. 9: 118–127 – via American Association of Physician Specialists.
- ↑ Echoeberlein, Robert. A Fair to Remember: Maryland Women in Aid of the Union. ციტირების თარიღი: April 30, 2017
- ↑ A Biographical Sketch of Mary Elizabeth Garrett" დაარქივებული 2015-02-21 საიტზე Wayback Machine. . The Johns Hopkins University School of Medicine.
- ↑ "Mary Elizabeth Garrett". Find a Grave.
- ↑ McCarthy, Kathleen (2009). "Mary Elizabeth Garrett: Society and Philanthropy in the Gilded Age by Kathleen Waters Sander". The American Historical Review. 114: 775–776 – via Oxford Journals.