მერიკჰიპუსი
მერიკჰიპუსი (ლათ. Merychippus) — ამომწყდარი ცხენების გვარი. მისი ნაშთები ცნობილია შუა და ზედა მიოცენური ნალექებიდან.[1][2] გავრცელებული იყო 15,97–5,33 მილიონი წლის წინ[3] ჩრდილოეთ ამერიკაში. წარმოშობილია ადრეულ გვარ პარაჰიპუსიდან[2] ან მიოჰიპუსიდან.[1] ცხოვრობდნენ ჯგუფებად. სიმაღლეში 89 სმ-ს აღწევდა,[4] იწონიდა საშუალოდ 71-დან 100 კგ-მდე.[5] ჰქონდა 3-თითიანი კიდურები.[1] მიოცენის პერიოდში ბუნებამ მკვეთრი ცვლილებები განიცადა, ტყის მასივები ბალახოვან ვაკეებად გადაიქცა. ამან გამოიწვია ცხენისებრთა ჩლიქებისა და კბილების ევოლუცია.[6] შუა თითი გადაიქცა ჩლიქად, ქვევიდან ბალიში გაუქრა. ზოგიერთ სახეობას გვერდითი თითები გრძელი ჰქონდა, მაგრამ სხვებისა ზომაში შემცირდა და მიწას მხოლოდ სირბილის დროს ეხებოდა. ბალახის სიმრავლე ნიშნავდა ფიტოლითით მდიდარ უფრო მეტ საკვებს. შესაბამისად, მერიკჰიპუსის კბილებმაც ევოლუცია განიცადა ადრინდელ წარმომადგენლებთან შედარებით: კბილის გვირგვინი ამაღლდა, დაიფარა უფრო მეტი ცემენტით, მიიღო მრუდე ფორმა, რითაც მერიკჰიპუსი დაემსგავსა ბალახისმძოველ ცხოველებს.[7]
მერიკჰიპუსი | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ჩონჩხი | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Merychippus (Leidy, 1856) | |||||||||||||
ტიპური სახეობა | |||||||||||||
| |||||||||||||
|
სახეობები
რედაქტირება- M. brevidontus Bode 1935
- M. calamarius Cope 1875
- M. californicus Merriam 1915
- M. coalingensis Clark 1921
- M. coloradense Osborn 1918
- M. eohipparion Osborn 1918
- M. eoplacidus Osborn 1918
- M. gunteri Simpson 1930
- M. insignis Leidy 1856 typus
- M. labrosus Cope 1874
- M. missouriensis Douglass 1908
- M. patrusus Osborn 1918
- M. primus Osborn 1918
- M. proparvulus Osborn 1918
- M. quartus Stirton 1940
- M. quintus Kelly and Lander 1988
- M. relictus Cope 1889
- M. republicanus Osborn 1918
- M. secundus Abel 1928
- M. sejunctus Cope 1874
- M. seversus Cope 1878
- M. stevensi Dougherty 1940
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 Мерикгиппус // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 16 — М., 1974.
- ↑ 2.0 2.1 Merychippus. Encyclopædia Britannica. britannica.com (2017-04-28). ციტირების თარიღი: 21 სექტემბერი, 2020.
- ↑ Merychippus. Fossilworks. fossilworks.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-09. ციტირების თარიღი: 21 სექტემბერი, 2020.
- ↑ (1999) რედ. Palmer, D.: The Marshall Illustrated Encyclopedia of Dinosaurs and Prehistoric Animals. London: Marshall Editions, გვ. 256–257. ISBN 1-84028-152-9.
- ↑ MacFadden, B. J. (1986). „Fossil horses from “Eohippus” (Hyracotherium) to Equus: scaling, Cope's Law, and the evolution of body size“. Paleobiology. 12: 355–369.
- ↑ MacFadden, B. J. (1992) Fossil Horses: Systematics, Paleobiology, and Evolution of the Family Equidae. Cambridge: Cambridge University Press.
- ↑ Matthew, W. D. (1926). „The Evolution of the Horse: A Record and Its Interpretation“. The Quarterly Review of Biology. 1: 139–185.