მელქისედეკი (გელათელი)

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.
ტერმინს „მელქისედეკი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ მელქისედეკი.

მელქისედეკი (საყვარელიძე), პირველი გელათელი — გელათის ეპისკოპოსი მიტროპოლიტის წოდებით. მელქისედეკი იყო იმერეთის მეფის ბაგრატ III-ის (1510-1565) პოლიტიკური თანამებრძოლი დასავლეთ საქართველოს ერთ სამეფოდ გაერთიანებისათვის. მელქისედეკმა თავისი სახსრებით გააკეთებინა გელათის ღვთისმშობლის ეკლესიაში ქვის კანკელი, საკურთხეველში მღვდელმთავართა საჯდომი — „საყდარი“ და სამკვეთლოში ქვის მაგიდა — „ტრაპეზი“. ამ ტაძრის კედლებზე შემონახულია მელქისედეკის მოღვაწეობის ამსახველი წარწერები და მისი პორტრეტული გამოსახულება.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ლომინაძე ბ., ქსე, ტ.6 , გვ. 561, თბ., 1983