მელიქ-შაჰ II
მელიქ-შაჰ II (თურქ. Mu'izz ad-Din Malik Shah II; დ. უცნობია – გ. 1106) – სელჩუკთა იმპერიის ნომინალური სულთანი 1105-1106 წლებში, ბერქიაროქის ვაჟი, მალიქ-შაჰის შვილიშვილი.
მელიქ-შაჰ II | |
---|---|
Mu'izz ad-Din Malik Shah II | |
სელჩუკთა იმპერიის მე-6 სულთანი | |
მმართ. დასაწყისი: | 1105 |
მმართ. დასასრული: | 1106 |
წინამორბედი: | ბერქიაროქი |
მემკვიდრე: | მაჰმედ I |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | უცნობია |
გარდ. თარიღი: | 1106 |
დინასტია: | სელჩუკები |
მამა: | ბერქიაროქი |
რელიგია: | ისლამი, სუნიზმი |
ტახტზე მამამისის გარდაცვალების შემდეგ, მცირეწლოვანი ავიდა. მისი ძალაუფლება იმდროისთვის ბაღდადის ფარგლებს არ სცდებოდა. მელიქ-შაჰ II-ის დროს სახელმწიფოს საქმეებს მისი ბიძები განაგებდნენ. აჰმედ სენჯერი მართავდა ხორასანს, ხოლო მაჰმედ I – ანატოლიისა და კავკასიის ტერიტორიებს. სელჩუკთა სახელმწიფო კი საგრძნობლად იყო დასუსტებული. გამეფებიდან მალევე, 1106 წელს, ამბოხებულმა ბიძამისმა, მაჰმედ I-მა ტახტიდან ჩამოაგდო და სიკვდილით დასაჯა.