მელიტონ რუსია
მელიტონ რუსია (დ. 1878, ლანჩხუთი — გ. აგვისტო, 1951) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს ეროვნული საბჭოსა და საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი.
მელიტონ რუსია | |
---|---|
დაბადების თარიღი | 1878 |
დაბადების ადგილი | ლანჩხუთი, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი | აგვისტო, 1951 |
მოქალაქეობა | რუსეთის იმპერია |
განათლება | კიევის უნივერსიტეტი |
ეროვნება | ქართველი |
პარტია | საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია |
ძირითადი იდეები | სოციალ-დემოკრატია |
საქმიანობა | პოლიტიკოსი, იურისტი |
მამა | ივანე რუსია |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა გლეხის ოჯახში, განათლება მიიღო ლანჩხუთის სამოქალაქო სასწავლებელში. შემდგომ წლებში კერძო გაკვეთილებით ირჩენდა თავს და ემზადებოდა საშუალო სასწავლებელში შესასვლელად. სწავლა განაგრძო ჯერ სამეურნეო სასწავლებელში, შემდეგ კი ხარკოვის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში, საიდანაც 1903 წელს სტუდენტურ გამოსვლებში მონაწილეობისთვის გარიცხეს და აუკრძალეს რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა. მაინც მოახერხა სწავლის გაგრძელება კიევის უნივერსიტეტში, სადაც დაამთავრა იურიდიული ფაკულტეტი, ნაფიცი ვექილის პროფესიით. იყო რსდმპ წევრი, მუშაობდა მენშევიკების ფრაქციაში. 1904-1905 წლებში აქტიურად მონაწილეობდა რევოლუციურ მოძრაობაში, მუშაობდა პროპაგანდისტად. ამის გამო რამდენჯერმე დააპატიმრეს და 1905 წელს გადაასახლეს უფის გუბერნიაში.
გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ მუშაობდა თვითმმართველობებსა და საერობო ინიციატივებში. 1917 წლის თებერვალში იყო თბილისის საქალაქო საბჭოს ხმოსანი. იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი და ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს. 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად. იყო თვითმმართველობის კომისიის თავმჯდომარე. 1921 წლიდან ემიგრაციაშია, ცხოვრობდა საფრანგეთში. გარდაიცვალა 1951 წელს, დაკრძალეს ლევილის სასაფლაოზე.
ლიტერატურა
რედაქტირება- ხვადაგიანი ი. „საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919“ გვ. 347-348 — საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია. თბილისი, 2016 ISBN 978-9941-0-9318-0