მელინდა გეიტსი
მელინდა გეიტსი (დ. 15 აგვისტო, 1964)[1] — ამერიკელი ქველმოქმედი და Microsoft[2]-ის ყოფილი გენერალური მენეჯერი. 2000 წელს მელინდამ თავის მეუღლესთან, ბილ გეიტსთან, ერთად „ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი“ დააფუძნა. მელინდას და ბილის საქველმოქმედო ორგანიზაცია 2015 წლის მონაცემებით მსოფლიოს უმსხვილეს კერძო საქველმოქმედო ორგანიზაცია იყო. Forbes-მა მელინდა გეიტსი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ქალად დაასახალა.[3]
მელინდა გეიტსი | |
---|---|
მელინდა გეიტსი | |
დაბადების თარიღი | 15 აგვისტო, 1964 |
მოქალაქეობა | აშშ |
განათლება | დიუკის უნივერსიტეტი |
საქმიანობა | ბიზნესმენი, ფილანთროპი |
ორგანიზაცია | Bill & Melinda Gates Foundation |
მეუღლე(ები) | ბილ გეიტსი |
შვილ(ებ)ი | 3 |
ადრეული ცხოვრება
რედაქტირებამელინდა გეიტსი 1964 წლის 15 აგვისტოს დალასში, ტეხასის შტატში, დაიბადა.[4][5] მელინდას ყავს ორი უმცროსი და ერთი უფროსი ძმა.[6] მამამისი, ჯოზეფ ფრენჩ უმცროსი, კოსმოსური ინჟინერი იყო, დედა - ელენ აგნეს ამერლენდი კი დიასახლისი[7].
მელინდა არის კათოლიკე.[8][9][10][11] დაამთავრა წმინდა მონიკას კათოლიკური სკოლა და იყო სკოლის საუკეთესო მოსწავლე.[12]14 წლის ასაკში მელინდას მამამ apple II-ის კომპიუტერი აჩუქა, რამაც მოგვიანებით გოგოს პროგრამირებისადმი ინტერესი გაუჩინა. მელინდამ შეისწავლა პროგრამირების ენა Basic და დაიწყო კომპიუტერული თამაშების შექმნა.[13]
1986 წელს, დიუკის უნივერსიტეტში სწავლის შემდეგ, ბაკალავრის ხარისხი კომპიუტერულ მეცნიერების და ეკონომიკის დარგში მოიპოვა.
ქორწინება
რედაქტირებამელინდას ურთიერთობა Microsoft-ის აღმასრულებელ დირექტორ ბილ გეიტსთან 1987 წელს დაიწყო.[14] წყვილი ერთმანეთს ნიუ-იორკის სავაჭრო ბაზრობაზე შეხვდა. მელინდა და ბილ გეიტსები 1994 წელს დაქორწინდნენ. ქორწილი ლანაიში (ჰავაი) ჩატარდა. მათ სამი შვილი ყავთ.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: მელინდა გეიტსი
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Harris, Paul. (November 25, 2006) A woman of substance. ციტატა: „Melinda Ann French was born in Dallas on 15 August 1964.“ ციტირების თარიღი: February 10, 2020
- ↑ Melinda Gates. Gates Foundation. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 15, 2021. ციტირების თარიღი: March 13, 2019.
- ↑ Power Women. Forbes. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 28, 2018. ციტირების თარიღი: March 13, 2019.
- ↑ Office romance: how Bill met Melinda. The Independent (June 27, 2008).
- ↑ Melinda Gates biography. A&E Television Networks (March 15, 2018). ციტირების თარიღი: October 24, 2018.
- ↑ "Melinda Gates goes public (pg. 2)" დაარქივებული May 1, 2012, საიტზე Wayback Machine. , cnn.com, January 7, 2008.
- ↑ Melinda Gates biography. A&E Television Networks (March 15, 2018). ციტირების თარიღი: October 24, 2018.
- ↑ Let's put birth control back on the agenda. April 2012. http://www.ted.com/talks/melinda_gates_let_s_put_birth_control_back_on_the_agenda. წაკითხვის თარიღი: June 29, 2013.
- ↑ "Melinda Gates: 'I'm a Catholic, but women need access to contraceptives'", Guardian.co.uk; retrieved June 29, 2013.
- ↑ "Catholic Melinda Gates defies the Vatican over birth control funds", independent.co.uk; retrieved June 29, 2013.
- ↑ Goodell, Jeff. (March 13, 2014) Bill Gates: The Rolling Stone Interview. Rolling Stone. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 17, 2014. ციტირების თარიღი: April 23, 2016.
- ↑ Jeanne M. Lesinski (2009). Bill Gates: Entrepreneur and Philanthropist. Twenty First Century Books. ISBN 9781580135702. ციტირების თარიღი: March 10, 2011. „Melinda, a devout Catholic, wanted a religious wedding“
- ↑ Office romance: how Bill met Melinda en (2008-06-27). ციტირების თარიღი: 2019-03-13.
- ↑ „Profile: Bill Gates“. BBC News. January 26, 2004.