მელია (ბოტანიკა)
მელია (ლათ. Melia) — მცენარეთა გვარი მელიისებრთა ოჯახისა. ფოთოლმცვივანი ან ნახევრად მარადმწვანე ხეები და ბუჩქებია.
მელია | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Melia azedarach | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Melia | |||||||||||||
|
25-მდე სახეობა გავრცელებულია სამხრეთ აზიასა და ავსტრალიაში. ყოფილ სსრკ-ში ბუნებრივად არ იზრდება, კულტურაში უფრო ხშირად გვხვდება ლათ. Melia azedarach; საკმაოდ ლამაზი, გაშლილვარჯიანი ხეა, რომლის სიმაღლე 12-18 მ აღწევს. მეჩხერ საგველა ყვავილედში თავმოყრილი წვრილი იასამნისფერი სურნელოვანი ყვავილები და ყვითელი მომრგვალო ნაყოფი აქვს.
დეკორატიულია. მოშენებულია ყირიმის, კავკასიასა და შუა აზიის ბაღ-პარკებში. კარგად ხარობს საქართველოშიც. ფოთოლსა და ფესვს იყენებენ მედიცინაში. ნაყოფი შხამიანია, მისგან იღებენ ინსექტიციდებს. მოწითალო მერქანს სადურგლო საქმეში ხმარობენ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 557.