მედგარა
მედგარა (ლათ. Pulsatilla) — მცენარეთა გვარი ბაიასებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი ბალახებია. აქვთ გრძელყუნწიანი ფრთისებრ ან თათისებრ განკვეთილი ფევთანური ფოთლები (ღეროსეული ფოთლები მჯდომარეა და ჩხროსებრ, შეკრებილი). მარტოული, მეტწილად იისფერი, პირისფერი ან ყვითელი ყვავილები. მრავალი თესლურისაგან შემდგარი ნაყოფი.
მედგარა | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Pulsatilla vernalis) | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Pulsatilla | ||||||||||||
|
35-მდე სახეობა უმთავრესად გავრცელებულია ზომიერ, სუბტროპიკულ და ნაწილობრივ ცივ სარტყელში. საქართველოში 4 სახეობაა, მათგან ერთი ლათ. Pulsatilla georgica — ენდემია.
იზრდება მთის შუა სარტყლის კლდოვან და ღორღიან ადგილებში, დანარჩენი 3 სახეობა — სუბალპურ და ალპურ მდელოებსა და კლდეებზე. ყველა სახეობა დეკორატიულია.
ლიტერატურა
რედაქტირება- ლაჩაშვილი ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 537.