მეგი (ინგლ. The Meg) — 2018 წლის სამეცნიერო ფანტასტიკური ჟანრის ფილმი, რომელიც დაფუძნებულია სტივ ალტენის 1997 წლის რომანზე. მთავარ როლებს ჯეისონ სტეითემი, ლი ბინგბინგი, რაინ უილსონი, რუბი როუზი, უინსტონ ჩაო და კლიფ კერტისი ასრულებენ. სიუჟეტი ასახავს მეცნიერთა ჯგუფს, რომელიც წყნარი ოკეანის ფსკერზე სამაშველო მისიის შესრულებისას ხვდება 75 სიგრძის მეგალოდონს.

„მეგი“
The Meg
ჟანრი სამეცნიერო ფანტასტიკა
სამოქმედო
რეჟისორი ჯონ ტურტელტაბი
პროდიუსერი ლორენცო დი ბონავენტურა
ბელ ავერი
კოლინ უილსონი
სცენარის ავტორი დინ გორგარისი
ჯონ ჰობერი
ერიქ ჰობერი
ეფუძნება სტივ ალტენის Meg: A Novel of Deep Terror
როლებში ჯეისონ სტეითემი
ლი ბინგბინგი
რეინ უილსონი
რუბი როუზი
უინსტონ ჩაო
კლიფ კერტისი
მუსიკა ჰარი გრეგსონ-უილიამსი
დისტრიბუტორი Warner Bros. Pictures
გამოსვლის თარიღი 2018 წლის 10 აგვისტო (აშშ)
ხანგრძლივობა 113[1]
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $ 130-178 მლნ[2]
შემოსავალი $ 529.2 მლნ[2]

ფილმის პრემიერა, შეერთებულ შტატებში, 2018 წლის 10 აგვისტოს შედგა. ფილმმა კრიტიკოსებისაგან არაერთგვაროვანი შეფასებები მიიღო, მიუხედავად ამისა, მისმა შემოსავალმა 530 მილიონ დოლარს გადააჭარბა მსოფლიოს მასშტაბით, რაც ბევრად აღემატება მის წარმოების ბიუჯეტს (130-178 მილიონი დოლარი). გაგრძელება, მეგი 2 (Meg 2: The Trench), 2023 წელს გამოვიდა.

ჯონას ტეილორი მყვინთავია, რომელიც დაზიანებული ატომური წყალქვეშა ნავის ეკიპაჟის გადარჩენას ცდილობს. წყალქვეშა ნავის კორპუსს ამოუცნობი არსება შეეჯახა. ჯონასი იძულებულია გაიქცეს და ეკიპაჟის ორი წევრი მიატოვოს, ვინაიდან მათი გადარჩენის მცდელობა დანარჩენ ეკიპაჟს საფრთხის ქვეშ დააყენებდა. მის მონაყოლს უარყოფს მის მიერ გადარჩენილი დოქტორი ჰელერი, რომელიც გმობს ჯონასის საქციელს და მას შეშლილად მიიჩნევს.

ხუთი წლის შემდეგ, მილიარდერი ჯეკ მორისი დოქტორ მინუეი ჟენგს შეხვდება „Mana One“-ის წყალქვეშა კვლევით დაწესებულებაში. ჟენგი და მისი ოკეანეთმცოდნე ქალიშვილი სუინი მარიანას ღრმულის უფრო ღრმა მონაკვეთის შესასწავლ მისიას ხელმძღვანელობენ. წყალქვეშა ნავებს იაპონელი მეცნიერი ტოში, ამერიკელი მეცნიერი მეტსახელად „კედელი“ და ჯონასის ყოფილი მეუღლე, ლორი მართავენ. უეცრად, მეცნიერებს უზარმაზარი არსება დაესხმება თავს.

ჟენგისა და ჯონასის ძველი მეგობარი და „Mana One“-ის ოპერაციების მენეჯერი, ჯეიმს „მაკ“ მაკრეიდსი, ტაილანდში გაემგზავრებიან, რათა ჯონასს დახმარება სთხოვონ. სუინი მეცნიერთა ეკიპაჟის გადარჩენას ცდილობს, მაგრამ მას თავს დაესხმება გიგანტური კალმარი, რომელსაც შემდგომში უზარმაზარი ზვიგენი მოკლავს. ჯონასი ეკიპაჟის გადასარჩენად წყალქვეშ ეშვება. ტოში თავს სწირავს ზვიგენს, რითაც სხვების გაქცევას უზრუნველყოფს.

„Mana One“-ის ეკიპაჟი აღმოაჩენს, რომ გიგანტური ზვიგენი არის მეგალოდონი, ზვიგენის პრეისტორიული სახეობა, რომელიც გადაშენებულად ითვლებოდა. ეკიპაჟი მეგის მოკვლას გადაწყვეტს, ვინაიდან ეს უძველესი არსება ზედმეტად დიდ საფრთხეს წარმოადგენდა თანამედროვე ადამიანებისთვის. ჯონასი ზვიგენს ტრეკერით მონიშნავს, სუინი კი ზვიგენების გამძლე გალიაში შედის და მეგალოდონს მოწამლულ ტყვიას ესვრის, რის შედეგადაც ზვიგენი მოკვდება.

ტრიუმფის მომენტში წყლიდან ამოხტება მეორე, უფრო დიდი მეგი, რომელიც „კედელსა“ და მკვდარ მეგალოდონს შეჭამს. ახალი მეგალოდონის თავდასხმის შედეგად გემი ჩაიძირება, დოქტორი ჟენგი სასიკვდილოდ დაიჭრება და დოქტორ ჰელერს ეკიპაჟის გადასარჩენად თავის გაწირვა მოუწევს.

სადგურზე დაბრუნებული მორისი ირწმუნება, რომ მან ყველა ახლომყოფ მთავრობას შეატყობინა მეგის შესახებ, სინამდვილეში კი მორისს თავად სურს მეგის მოკვლა, ამისთვის იგი გუნდს დაიქირავებს, მაგრამ მორისის გუნდი ვერ გაუმკლავდება მეგს და დამარცხდება, თვითონ მორისს კი მეგალოდონი შეჭამს. „Mana One“-ის ეკიპაჟი გაიგებს მორისის სიცრუის შესახებ, ამიტომ მის დასახმარებლად არავინ მიდის. ეკიპაჟი თავად გადაწყვეტს მეგის მოკვლას.

მეგი თავს ესხმის სანიას ყურეში მდებარე ხალხმრავალ სანაპიროს. ჯონასი წყალქვეშა ნავის საშუალებით ძლიერ დაჭრის მეგალოდონს და მას თვალს დაუზიანებს. მისი სისხლი უამრავ თანამედროვე სახეობის ზვიგენს იზიდავს, რომლებიც ერთად შეჭამენ მომაკვდავ მეგს.

მსახიობები

რედაქტირება

წარმოება

რედაქტირება

თავდაპირველად, 1996 წელს, დისნეის Hollywood Pictures-მა რომანის საავტორო უფლებები შეიძინა[3]. დაახლოებით ამ პერიოდში, ტომ უილერი რომანის კინოეკრანიზაციის შესაქმნელად დაიქირავეს, მაგრამ დისნეის უილერის სცენარი არ მოეწონა, ამიტომ სტუდიამ ახალი სცენარისტი, ჯეფრი ბოამი დაიქირავა, რომელიც მალევე გაათავისუფლეს იმავე მიზეზის გამო[4]. 1999 წლისთვის პროექტზე მუშაობა შეჩერდა, საავტორო უფლებები კი სტივ ალტენს დაუბრუნდა.[3]

2005 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პროექტზე მუშაობდა New Line Cinema. ფილმის სავარაუდო ბიუჯეტი 75 მილიონი აშშ დოლარი უნდა ყოფილიყო, პრემიერა 2006 წლის ზაფხულში უნდა შემდგარიყო[5]. სამწუხაროდ, მოგვიანებით New Line-მა გააუქმა პროექტი არასაკმარისი ბიუჯეტის გამო. საავტორო უფლებები ისევ ალტენს დაუბრუნდა.[5]

2015 წელს გამოცხადდა, რომ ახლა, ფილმზე Warner Bros. მუშაობდა, სცენარისტი კი დინ გორგარისი იყო[6]. იმავე წლის ივნისში, სტუდია მოლაპარაკებებს აწარმოებდა ელი როტთან[7], რომელსაც რეჟისორის პოზიცია უნდა დაეკავა, მაგრამ შემოქმედებითი უთანხმოების გამო, 2016 წლის დასაწყისში როტი შეცვალა ჯონ ტურტელტაბმა[8]. ჯეისონ სტეითემი და მსახიობთა დიდი ნაწილი შემოქმედებით გუნდს 2016 წლის აგვისტოსა და სექტემბერში შეუერთდნენ.[9]

ფილმის ძირითადი გადაღება 2016 წლის 13 ოქტომბერს დაიწყო, დასავლეთ ოკლენდში, ახალ ზელანდიაში[10][11]. გადაღებები დასრულდა 2017 წლის 4 იანვარს, ჩინეთის ქალაქ ჰაინანში[12]. ფილმი Legend3D-მ აქცია სამ განზომილებიანად პოსტ-პროდუქციაში.[13]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. The Meg (12A) (July 4, 2018). ციტირების თარიღი: July 19, 2024
  2. 2.0 2.1 The Meg (2018). ციტირების თარიღი: December 22, 2017
  3. 3.0 3.1 Raftery, Brian. (August 9, 2018) The 20-Year Journey of 'The Meg'—the Movie the Internet Wouldn't Let Die. ციტირების თარიღი: August 20, 2018
  4. Turek, Ryan. (July 12, 2007) The Details of Meg's Demise. Mandatory. ციტირების თარიღი: August 20, 2018
  5. 5.0 5.1 Welkos, Robert W. (April 13, 2008). „Trapped down in the depths“. Los Angeles Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 18, 2021. ციტირების თარიღი: April 20, 2021.
  6. Allen, Clark. (June 3, 2015) Long-Awaited Giant Shark Thriller 'Meg' Swims To Warner Bros.. ციტირების თარიღი: September 17, 2017
  7. Kroll, Justin (June 16, 2015). „Eli Roth to Direct Giant Shark Thriller 'Meg' for Warner Bros“. Variety. ციტირების თარიღი: September 17, 2017.
  8. Chitwood, Adam. (March 6, 2016) Eli Roth Exits Giant Shark Movie 'Meg'. Complex Media. ციტირების თარიღი: August 10, 2018
  9. Foutch, Haleigh. (April 14, 2016) Jason Statham Is Going to Fight a Giant Dinosaur Shark in 'Meg'. Complex Media. ციტირების თარიღი: August 20, 2018
  10. Butler, Karen. (October 15, 2016) Jason Statham, Jon Turteltaub start shooting shark tale 'Meg' in New Zealand. ციტირების თარიღი: September 17, 2017
  11. Chitwood, Adam. (October 13, 2016) Meg: Filming Begins on Giant Shark Movie with Jason Statham. Complex Media. ციტირების თარიღი: September 17, 2017
  12. 李冰冰杰森斯坦森联袂《巨齿鲨》杀青后期制作一年2018年上映 zh (January 13, 2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 6, 2017. ციტირების თარიღი: August 13, 2018
  13. The Meg - SynchronStage Vienna. ციტირების თარიღი: 2023-02-08