New Line Productions Inc., საქმიანობას ახორციელებს New Line Cinema-ს სახელწოდების ქვეშ — ამერიკული კინომწარმოებელი სტუდია, რომელსაც ფლობს Warner Bros.

New Line Productions Inc.
ტიპი შვილობილი
დარგი კინოწარმოება
დაფუძნდა 1967; 57 წლის წინ (1967)
დამაარსებელი რობერტ შაიე
სათავო ოფისი ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ
პროდუქცია
მფლობელი Warner Bros. Pictures Group (Warner Bros. Entertainment)
საიტი warnerbros.com

დააარსა რობერტ შაიმ 1967 წელს როგორც დამოუკიდებელი კინოფილმების დისტრიბუტორი კომპანია, რომელიც მოგვიანებით იქცა კინოსტუდიად. 1994 წელს იგი შეიძინა Turner Broadcasting System-მა.[1] მოგვიანებით, 1996 წელს Turner შეერწყა Time Warner-ს (დღეს WarnerMedia), ხოლო 2008 წელს New Line Cinema შეერწყა Warner Bros. Pictures.[2] დღესდღეობით მის ფილმებს დისტრიბუციას უწევს Warner Bros. Pictures.

კომპანიას მონაწილეობა აქვს მიღებული ისეთი ცნობილი პროექტების გამოშვებაში როგორებიცაა კინოტრილოგიები „ბეჭდების მბრძანებელი“ და „ჰობიტი“, ფილმების სერია „ბლეიდი“, „დანიშნულების ადგილი“, „ჩლუნგი და ჩლუნგზე უფრო ჩლუნგი, „საშინელება თელების ქუჩაზე“, „ძაღლის კუდის ქიცინი“, „სასიკვდილო ბრძოლა“, „პიკის საათი“ და სხვა.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Steve Neale: Contemporary Hollywood Cinema. Routledge, London 1998, ISBN 0-415-17010-9.
  • Kristin Thompson: The Frodo Franchise: The Lord of the Rings and Modern Hollywood. University of California Press, Berkeley 2007, ISBN 978-0-520-24774-1.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. "New Line to Join Ted Turner Empire Today : Film: With more money, the company is likely to add a few big movies to its annual production schedule". Los Angeles Times. წაკითხვის თარიღი 9 აგვისტო, 2012.
  2. History of New Line Cinema, Inc. – FundingUniverse. ციტირების თარიღი: 17 იანვარი, 2016.