მბწყინავი ნემსიწვერა
მბწყინავი ნემსიწვერა (ლათ. Geranium lucidum) — ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სიმაღლე – 8-30 სმ, პრიალა ბეწვით შემოსილი. ღერო სუსტია, წამოწეული, დატოტვილი, ზედა ნაწილში ცალმხრივად გაბნეულბეწვიანი. ფოთლის ფირფიტა ნახევრამდე დაყოფილია ფართო, უკუკვერცხისებურ, მობლაგვო 5-7 სეგმენტად. საყვავილე ღერძი იღლიურია. გვირგვინის ფურცლები ვარდისფერია. იზრდება ველებსა და ტყისპირებში. საქართველოში გავრცელებულია იმერეთში, მესხეთ-ჯავახეთში, თრიალეთის ქედზე, ქვემო ქართლსა და კახეთში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, შუა აზიას, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპას, ირანს.
მბწყინავი ნემსიწვერა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Geranium lucidum L. | |||||||||||||||
|
გალერეა
რედაქტირება-
ყვავილი
-
ფოთლები
-
თესლები
-
ილუსტრაცია
ლიტერატურა
რედაქტირება- სუხიტაშვილი კ., საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ., 2018, გვ. 354.