ნემსიწვერა (ლათ. Geranium) — მცენარეთა გვარი ნემსიწვერასებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი, იშვიათად ერთწლოვანი ბალახებია.

ნემსიწვერა
Geranium pratense
Geranium pratense
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  Geraniales
ოჯახი:  ნემსიწვერასებრნი
გვარი:  ნემსიწვერა
ლათინური სახელი
Geranium

ცნობილია 400-მდე სახეობა, რომელიც გავრცელებულია ყველგან, ძირითადად კი ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ ზონაში. საქართველოში 27 სახეობაა, მათგან 3 კავკასიის ენდემია; სახეობათა უმრავლესობა იზრდება ტყისა და სუბალპურ სარტყელში; ლათ. Geranium silvaticum ფიჭვნარებსა და ნათელ ტყეებში, ლათ. Geranium gymnocaulon ქმნის მაღალმთის ფორმაციას, ლათ. Geranium renardii სუბალპურ მდელოთა ერთ-ერთი ედიფიკატორია. მცირე ნაწილი გვხვდება ველებისა და ნახევრად უდაბნოების სარტყელშიც (ლათ. Geranium dissectum, Geranium molle). ნემსიწვერას ზოგიერთ დეკორატიულ სახეობას ამრავლებენ.

ლიტერატურა

რედაქტირება