მაქაონი (ლათ. Papilio machaon) — დღის პეპელა აფროსნისებრთა ოჯახისა. მაქაონის ფრთების შლილი 9 სმ აღწევს. აქვს ყვითელი სხეული, წამახვილებული წინა ფრთები. უკანა ფრთები ბოლოვდება კუდებით. მატლი მწვანეა, შავი გასწვრივი ზოლები დასდევს და ყვითელი ლაქები აქვს. იკვებება როგორც ველური, ისე კულტურული ჯვაროსნების ფოთლებით. დაფრინავს მაის-ივნისში და აგვისტო-სექტემბერში (მეორე თაობა). მაქაონი გავრცელებულია ევროპაში, აზიის ზომიერ სარტყელში, ჩრდილოეთ აფრიკაში. საქართველოში გვხვდება როგორც ბარში, ისე მთაში. მაღალმთიანეთში ბინადრობს მაქაონი „რუსთაველი“ (Papilio machaon rusthaveli), საქართველოში მაქაონს „მერცხალკუდას“ უწოდებენ.

მაქაონი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  მწერები
რიგი:  ქერცლფრთიანები
ოჯახი:  აფროსნისებრნი
სახეობა:  მაქაონი
ლათინური სახელი
Papilio machaon

ლიტერატურა

რედაქტირება