მატჩ-პოინტი (ფილმი)

მატჩ-პოინტი (ინგლ. Match Point) — ვუდი ალენის 2005 წლის დრამატული თრილერი.

„მატჩ-პოინტი“
ჟანრი თრილერი
დამდგმელი რეჟისორი ვუდი ალენი
პროდიუსერი ლეტი არონსონი, გარეთ უილი
სცენარის ავტორი ვუდი ალენი
როლებში ჯონათან რის მეიერსი
სკარლეტ იოჰანსონი
ოპერატორი რემი ადეფარასინი
მონტაჟი ალისა ლეპსელტერი
სტუდია BBC Films, The Montecito Picture Company, UK Film Council
დისტრიბუტორი DreamWorks Pictures, Icon Productions
გამოსვლის თარიღი 12 მაისი 2005
ხანგრძლივობა 124 წთ.[1]
ქვეყანა გაერთიანებული სამეფო, ლუქსემბურგი
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 15 მილიონი აშშ დოლარი
შემოსავალი $85.3 მილიონი აშშ დოლარი[2]
ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

უცნობი ჩოგბურთელი კრის უილტონი ცხოვრების მოწყობის მიზნით მდიდარ ოჯახს დაუახლოვდება და კლოის, ამ ოჯახის წევრს, ცოლად შეირთავს. მაგრამ კრისს ნოლა შეუყვარდება, ნოლა კლოის ძმის, ტომის საცოლე. ნოლასთან ურთიერთობა კრისის თავსატეხად იქცევა. კრისი კლავს ნოლას, მაგრამ ბედნიერი შემთხვევის წყალობით გადაურჩება მართლმსაჯულებას.

ფილმი თემატურად ეხმიანება ვუდი ალენისვე ადრეულ ფილმს „დანაშაულებები და ცუდი საქციელები“ (1989). ამ ფილმში განხილულია სამყაროში სამართლიანობის არსებობის თემა.

ფილმში უილტონი კითხულობს ფიოდორ დოსტოევსკის რომანს „დანაშაული და სასჯელი“. ამ რომანის მთავარი გმირი, რასკოლნიკოვი, კლავს მოხუც მევახშეს, რადგან მიაჩნია, რომ თავად განსაკუთრებული არსებაა და ამის უფლება აქვს. რასკოლნიკოვი კვალის დაფარვის მიზნით ძარცვავს მევახშეს. რომანში რასკოლნიკოვი თავდაპირველად ემალება მართლმსაჯულებას, მაგრამ შემდგომ გრძნობს დანაშაულს, აღიარებს მას, იხდის სასჯელს აღმოაჩენს ღმერთს ღარიბი გოგონას სიყვარულის სახით. ფილმის გმირი კრის უილტონი კლავს ახალგაზრდა გოგოს, რათა შეინარჩუნოს საკუთარი მდგომარეობა საზოგადოებაში. სიუჟეტებში არის მსგავსებები: რასკოლნიკოვისა და უილტონიც საკუთარ მკვლელობას შენიღბავენ ძარცვით, ორთავეს გამოიჭერს კიბეებზე შემთხვევით გამოჩენილი მღებავი, ორთავე კატა-თაგვობანას ეთამაშება გამოძიებას. ალენი, დოსტოევსკისგან განსხვავებით აჩვენებს, რომ არის დანაშაული, მაგრამ არ არის არც სასჯელი, არც ღმერთი და არც სიყვარული.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Match Point (12A). British Board of Film Classification (6 September 2005). ციტირების თარიღი: 15 May 2013
  2. Match Point (2005). ციტირების თარიღი: 11 November 2010