ჯონათან რის მეიერსი

ჯონათან რის მეიერსი (ინგლ. Jonathan Rhys Meyers), დაბადების სახელია ჯონათან მაიკლ ფრენსის ო’კიფი[1] (ინგლ. Jonathan Michael Francis O'Keeffe; დ. 27 ივლისი, 1977, დუბლინი, ირლანდია) — ირლანდიელი მსახიობი, მოდელი და მუსიკოსი. ცნობილი გახდა ისეთ ფილმებსა და სერიალებში მონაწილეობისათვის, როგორებიცაა: „ლომი ზამთარში“ (2003), „ელვისი“ (2005), „ტიუდორები“ (2007-2010), „დრაკულა“ (2013-2014) და „ვიკინგები“ (2013). ამ როლებისათვის მან მოიგო ოქროს გლობუსი და ასევე რამდენჯერმე იყო ნომინირებული ემის ჯილდოზე.

ჯონათან რის მეიერსი
დაბადების თარიღი 27 ივლისი, 1977 (1977-07-27) (47 წლის)
დუბლინი, ირლანდია
ეროვნება ირლანდიელი
განათლება ჩრდილოეთის მონასტრის ქრისტიანი ძმების სკოლა
პროფესია მსახიობი, მომღერალი, მუსიკოსი და მოდელი
აქტიური 1994-დღემდე
რელიგია კათოლიციზმი
მეუღლე(ები) მარა ლეინი
(ქ. 2016)
შვილ(ებ)ი 1
მშობლები მამა: ჯონ ო’კიფი
დედა: ჯერალდინა მიერსი

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

მეიერსი დაიბადა 1977 წლის 27 ივლისს დუბლინში, ირლანდიაში. იგი არის ჯერალდინა მიერსის (1957-2007) და მისი ქმრის, ფოლკლორისტ ჯონ ო’კიფის ვაჟი[1]. აღმსარებლობით მთელი მისი ოჯახი კათოლიკეა[2]. მისი სამივე ძმა პროფესიონალი მუსიკოსია[3]. იგი ჩრდილოეთის მონასტრის ქრისტიანი ძმების სკოლაში დადიოდა[4].

ოჯახის ფინანსური არასტაბილურობის გამო მას სკოლისათვის თავის დანებება და მუშაობის დაწყება მოუხდა. ამიტომაც იგი მუშაობას დიდ დროს უთმობდა, თავისუფალ დროს კი აუზზე დადიოდა. კასტინგის აგენტებმა, რომლებიც ირლანდიელ ბიჭებს ეძებდნენ ფილმში „ღილების ომი“ გადასაღებად, იგი სწორედ აუზზე იპოვეს და მიიწვიეს გასაუბრებაზე[5]. ფილმის გადაღებების დასრულების შემდეგ, ფილმის აგენტებმა მას სამსახიობო კარიერის გაგრძელებისაკენ მოუწოდეს[1].

1994 წლის შემდეგ იგი მრავალ ფილმში მონაწილეობდა ეპიზოდურ როლებში. 1998 წელს ფილმში „ტომი“ შეასრულა ადამის როლი. 2003 წელს იგი ფილმში „ლომი ზამთარში“ დაამტკიცეს საფრანგეთის მეფე ფილიპ II ოგიუსტის როლზე. 2004 წელს ოლივერ სტოუნის ფილმში „ალექსანდრე“ ჰქონდა კასანდრეს როლი[6].

 
ჯონათანი ჰენრი VIII-ის როლში (მარჯვნივ) ფრანსუა I-ის როლის შემსრულებელ ემანუელ ლეკომტთან ერთად, კადრი სერიალიდან „ტიუდორები“.

2005 წელს ბიოგრაფიულ მინისერიალში „ელვისი“ დაამტკიცეს მთავარ, ელვის პრესლის როლზე. ამას მოჰყვა 2007 წელს სერიალში „ტიუდორები“ კიდევ ერთი მთავარ, ინგლისის მეფე ჰენრი VIII-ის როლზე დამტკიცება, რომელსაც იგი ბოლომდე, 2010 წლამდე ასრულებდა. ჰენრის როლი მისთვის განსაკუთრებული პოპულარობისა და წარმატების მომტანი აღმოჩნდა. ამისათვის იგი არაერთ პრესტიჟულ სამსახიობო ჯილდოზე იყო ნომინირებული[7].

2013 წელს ფილმში „სასიკვდილო იარაღები: ძვლების ქალაქი“ ასრულებდა ვალენტინ მორგენსტერნის როლს. ამავე წელს მინისერიალში „დრაკულა“ მიიღო მთავარი, გრაფი დრაკულას როლი, რომელსაც იგი 2014 წლამდე ასრულებდა.

ამას მოჰყვა ისეთ ფილმებში მონაწილეობა, როგორებიცაა: „მეორე მე“ (2014), „ქვის კედელი“ (2015), „აღზევება“ (2016), „ქალაქი ლონდონი“ (2016), „ჩრდილის ეფექტი“ (2017), „შავი პეპელა“ (2017), „ღვთის მიწები“ (2017) და „მეთორმეტე კაცი“ (2017).

2017-2018 წლებში სერიალში „ვიკინგები“ ასრულებდა ეპისკოპოს ჰეჰმუნდის როლს.

 
ჯონათანი ნატალია ვოდიანოვასთან ერთად 2013 წელს

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

2004-2012 წლებში მეიერსი ურთიერთობაში იყო რინა ჰამერთან, მაკიაჟის არტისტ რუბი ჰამერის ქალიშვილთან[8][9].

2007 წელს მისმა პირადმა აგენტმა ჟურნალისტებს ინტერვიუში დაუდასტურა, რომ ჯონათანმა ალკოჰოლზე დამოკიდებულებისაგან გასათავისუფლებლად რეაბილიტაცია გაიარა[10]. 2010 წელს აგენტმა დაადასტურა, რომ მეიერსი რეაბილიტაციას მეორედ გადიოდა[11]. 2011 წლის ნოემბერში საფრანგეთის სასამართლომ იგი 1000 ევროთი დააჯარიმა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის[12].

2009 წელს ჯონათან რის მეიერსი პარიზში საფრანგეთის პოლიციამ დააკავა ნასვამ მდგომარეობაში აეროპორტის თანამშრომელზე თავდასხმისთვის[13].

2010 წელს მსგავსი ინციდენტი კვლავ გამეორდა. ამჯერად მან ჯონ კენედის საერთაშორისო აეროპორტში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ჯერ პერსონალის თანამშრომელს, რომელიც ადგილის დაკავებისკენ მოუწოდებდა, შემდეგ კი ოფიციალურ პირს. ეს შემთხვევა დილის 7 საათზე მოხდა, თვითმფრინავის პირველი კლასის დარბაზში, რა დროსაც მას სავარაუდოდ არაყი ჰქონდა დალეული[13]. 2018 წელს გაკეთებულ ინტერვიუში ლერი კინგმა პირდაპირ მეიერსს მიმართა და განუცხადა, რომ მსგავსი ქმედებები მას არ შეეფერებოდა[14].

2007 წლის 20 ნოემბერს დედამისი მერსის საუნივერსიტეტო საავადმყოფოში მოულოდნელად გარდაიცვალა, 51 წლის ასაკში[15].

2016 წელს ჯონათანი მარა ლეინზე დაქორწინდა[16], რომელთანაც იმავე წლის დეკემბერში ვაჟი შეეძინა, სახელად უოლფ რის მეიერსი[17]. 2017 წლის სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ ისინი მეორე ბავშვს ელოდებოდნენ, თუმცა მარას მუცელი მოეშალა[18].

  1. 1.0 1.1 1.2 "Jonathan Rhys Meyers". Yahoo! Movies. Archived from the original on 29 June 2011. Retrieved 31 July 2010. Grew up in Cork, Ireland
  2. Waxman, Sharon (6 November 2005). "At Home in Oliver's Macedonia and Woody's London". The New York Times. Retrieved 8 January 2011.
  3. "Jersey – Entertainment – the OKs". BBC. 30 August 2005. Archived from the original on 8 January 2016.
  4. Roche, Barry (7 April 2011). "Council celebrates 200th anniversary of North Monastery school's founding" დაარქივებული 2016-03-06 საიტზე Wayback Machine. . The Irish Times. Archived from the original on 6 March 2016. Retrieved 24 August 2011.
  5. "Comment:a chameleon from Cork who can pass for the King"[მკვდარი ბმული]. The Sunday Times. 22 January 2006. Retrieved 24 August 2011.
  6. Tartaglione, Nancy "Alexander (2004)", IMDB, 24 November 2004; Retrieved 29 January 2019.
  7. "2008 Golden Globe Awards Nominations & Winners", HFPA, January 2008; Retrieved 14 April 2008.
  8. Eden, Richard (21 November 2009). "Marriage to Jonathan Rhys Meyers 'would be lovely', says Reena Hammer". The Telegraph. London, England: Telegraph Media group. Retrieved 1 May 2012.
  9. Walker, Tim (18 January 2013). "Jonathan Rhys Meyer's former girlfriend finds a man she can bank on". The Telegraph. London, England: telegraph Media Group. Retrieved 15 February 2013.
  10. McDonald, Ray (30 April 2007). "Actor Jonathan Rhys-Meyers Enters Rehab". VOA News. Washington DC: Voice of America. Archived from the original on 19 November 2008. Retrieved 25 December 2008.
  11. "Jonathan Rhys Meyers Returns to Rehab". People. 18 May 2010. Retrieved 26 May 2015.
  12. "Jonathan Rhys Meyers fined for threatening To kill French policemen". MSN. 17 November 2011. Archived from the original on 9 July 2009. Retrieved 26 December 2011.
  13. 13.0 13.1 "Airline grounds Rhys Meyers over drunken racist rant"l. Irish Examiner. Retrieved 24 July 2018.
  14. Lonergan, Aidan. "'I shouldn't drink, it doesn't suit me': Irish actor Jonathan Rhys Meyers breaks silence after drunken outburst at LAX". The Irish Post. Retrieved 3 May 2020.
  15. "Rhys Meyers's mother dies in hospital" დაარქივებული 2020-04-11 საიტზე Wayback Machine. . www.irishexaminer.com. 21 November 2007. Retrieved 11 April 2020.
  16. Schnurr, Samantha (11 September 2017). "Jonathan Rhys Meyers Publicly Relapsed After Wife Mara Lane Suffered a Miscarriage". E! News. NBCUniversal. Retrieved 11 September 2017.
  17. Fisher, Kendall; Passalaqua, Holly (4 January 2017). "Exclusive! Jonathan Rhys Meyers and Fiancée Mara Lane Welcome a Baby Boy: Find Out His Unique Name". E! News. NBCUniversal. Retrieved 24 January 2017.
  18. Rhys Meyers, Mara Lane (9 September 2017). "With much sadness..." Mara Lane Rhys Meyers Instagram page. Retrieved 11 September 2017. J and I lost our second child, who was baking in the oven.