მატიე ფლამინი
მატიე ფლამინი (ფრანგ. Mathieu Flamini; დ. 7 მარტი 1984, მარსელი, საფრანგეთი) — ფრანგი ნახევარმცველი, რომელიც ამჟამად იტალიურ „მილანში“ გამოდის.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | მატიე ფლამინი | ||
დაბადების თარიღი | 7 მარტი, 1984 | ||
დაბადების ადგილი | მარსელი, საფრანგეთი | ||
სიმაღლე | 178 | ||
სათამაშო პოზიცია | ნახევარმცველი | ||
ნომერი | 16 | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
მილანი | |||
ეროვნული ნაკრები | |||
საფრანგეთი | |||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
მატიემ კარიერა მშობლიურ მარსელში დაიწყო და ადგილობრივი „მარსელის ოლიმპიკის“ ახალგაზრდულ გუნდში ჩაირიცხა. ძირითად გუნდში მისი დებიუტი 2003 წლის 20 დეკემბერს შედგა, იმ მატჩში „მარსელმა“ „ტულუზა“ 1-0 დაამარცხა. ამ სეზონში ფლამინიმ იმდენი მოახერხა, რომ ძირითად გუნდთან ერთად 14 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მან მსოფლიო ყურადღება უეფას თასის ნახევარფინალში მიიქცია, როდესაც მისმა გუნდმა „ნიუკასლ იუნაიტედი“ დაამარცხა და ფინალში გავიდა. მატიემ გადამწყვეტ მატჩშიც კარგად ითამაშა, მაგრამ ეს არასაკმარისი აღმოჩნდა და „მარსელი“ „ვალენსიასთან“ დამარცხდა, ანგარიშით 0-2. ის საკმაოდ ახალგაზრდა იყო, ამიტომ გუნდმა არ შესთავაზა მას ხანგრძლივი კონტრაქტი.
არსენალი
რედაქტირება2004 წლის 23 ივლისს მატიეს პროფესიონალური კონტრაქტი პრემიერ-ლიგის დიდი ოთხეულის წევრმა, „არსენალმა“, გაუფორმა. მისი დებიუტი იმავე წლის 15 აგვისტოს შედგა, როდესაც „მეთოფეებმა“ „ევერტონი“ გაანადგურეს 4-1. იმ სეზონში ფლამინიმ ძირითადში მატჩი 9-ჯერ დაიწყო, 12-ჯერ კი შეცვლაზე შევიდა.
მომდევნო სეზონში დიდი ტრავმიანობის (გუნდს გამოაკლდნენ: ეშლი კოული, გაელ კლიშე, პასკალ ციგანი, ლორენი და კერეა გილბერტი) გამო დაცვითი სტილის ნახევარმცველ ფლამინის მარჯვენა მცველად მოუწია თამაში. მან იმ წლის ყველაზე მნიშვნელოვან მატჩშიც მიიღო მონაწილეობა. ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ბარსელონას“ წინააღმდეგ ის 76-ე წუთზე შევიდა მინდორზე.
მომავალი სეზონიც საკმაოდ წარმატებული გამოვიდა მისთვის, მან ძალიან კარგი დუეტი შექმნა სესკ ფაბრეგასთან. მაგრამ ეს წელი ბოლო გამოდგა მის ლონდონურ კარიერაში. მისი ბოლო ინგლისური სიტყვები კი ასეთი იყო: „არსენალი ჩემს გულშია და ის მუდამ იქ დარჩება! მე ყოველთვის არსენალის დიდ ფანატად დავრჩები და წასვლა ადვილი ნამდვილად არაა“.
მილანი
რედაქტირება„მილანში“ ფლამინი 2008 წლის 5 მაისს გადავიდა და „არსენალი“ მის სანაცვლოდ 4 წლის განმავლობაში 5.6 მილიონს იღებდა. მატიემ 84 ნომერი აირჩია. სერია A-ში მისი დებიუტი 2008 წლის 30 აგვისტოს შედგა და როსონერიმ ის მატჩი „ბოლონიასთან“ დათმო 1-2. სეზონის პირველი ნახევარი არცთუ ისე წარმატებული გამოდგა მატიესთვის, მაგრამ მეორე ნახევარში მას ისევ ტრავმიანობამ უშველა, „მილანს“ მარცხენა ფლანგზე აღარავინ დარჩა, ამიტომაც ჯანლუკა ძამბროტამ მარცხნივ გადაინაცვლა, მარჯვენა ფლანგი კი ფლამინის ჩააბარა.
2009-2010 წლების სეზონში მან ნომერი შეიცვალა და გუნდიდან წასულ ემერსონს 5-ნომრიანი მაისური ჩამოართვა.
სანაკრებო კარიერა
რედაქტირებაფლამინი ნაკრებში პირველად რაიმონ დომენეკმა მიიწვია ამხანაგური მატჩისთვის არგენიტინის წინააღმდეგ. მისი სანაკრებო დებიუტი კი 2007 წლის 16 ნოემბერს შედგა ამხანაგურ მატჩში მაროკოს წინააღმდეგ.