მასიმო ოდო
მასიმო ოდო (დ. 14 ივნისი, 1976) — იტალიელი ფეხბურთელი, იტალიის ნაკრებისა და მილანის მცველი. მსოფლიო ჩემპიონი და ჩემპიონთა ლიგის მფლობელი.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | მასიმო ოდო | ||
დაბადების თარიღი | 14 ივნისი, 1976 | ||
დაბადების ადგილი |
ჩიტა-სანტ-ანჯელო იტალია | ||
სიმაღლე | 182 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | მცველი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1992–1993 | ანგოლანა | ||
1993–1995 | მილანი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1992–1993 | ანგოლანა | 3 | (0) |
1993–1999 | მილანი | 0 | (0) |
1995–1996 | → ფიორენცუოლა | 19 | (0) |
1996 | → მონცა | 4 | (0) |
1996–1997 | → პრატო | 16 | (0) |
1997–1998 | → ლეკო | 20 | (1) |
1998–1999 | → მონცა | 30 | (5) |
1999–2000 | ნაპოლი | 36 | (1) |
2000–2002 | ვერონა | 64 | (9) |
2002–2007 | ლაციო | 135 | (17) |
2007–2012 | მილანი | 56 | (2) |
2008–2009 | → ბაიერნი | 18 | (0) |
2011–2012 | → ლეჩე | 27 | (1) |
სულ | 428 | (36) | |
ეროვნული ნაკრები | |||
2002–2008 | იტალია | 34 | (2) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
2015–2017 | პესკარა | ||
2017– | უდინეზე | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
საკლუბო კარიერა
რედაქტირებამასიმო ოდომ საფეხბურთო კარიერა ანგოლანაში დაიწყო, 1993 წელს გადავიდა მილანის ახალგაზრდულ გუნდ პრიმავერაში, თუმცა ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა ვერ მოახერხა და 2 წლის შემდეგ სერია ც-ს კლუბ ფიორენცოლაში გაანათხოვრეს. ოდოს იმედი ჰქონდა, რომ ამ კლუბში უფრო მეტი სათამაშო პრაქტიკა ექნებოდა. 1998 წელს სერია ბ-ს კლუბ მონცაში გადავიდა, სადაც ერთი სეზონი გაატარა, რის შემდეგაც საკუთარი თავის დამკვიდრება ნაპოლიში სცადა. სერია ა-ში დებიუტი მოგვიანებით, 2000 წელს შედგა. მაშინ ვერონამ მილანისგან საბოლოოდ გამოიხსნა ახლაგაზრდა მცველი. სწორედ ვერონას მაისურით ჩაატარა პირველი შეხვედრა იტალიიის უმაღლეს ლიგაში. ორი წარმატებული სეზონის შემდეგ ოდო ლაციოში გადავიდა. აქ მას შესაძლებლობა მიეცა ჩემპიონთა ლიგაზე ეთამაშა. 2003-2004 წლების სეზონში მისი გამოსვლა ლიგაზე დადებითად შეფასდა. ერთი წლით ადრე მასიმოს დებიუტი ჰქონდა უეფას თასზე, მაშინ ოდოს გუნდი ნახვერფინალიდან გამოეთიშა ტურნირს. 2004-2005 წლების სეზონში კიდევ ერთხელ ითამაშა ამავე თასზე, თუმცა იგივე შედეგის გამეორება ლაციომ ვეღარ მოახერხა. საერთო ჯამში ოდომ სამი სეზონი გაატარა რომაულ კლუბში, ამ ხნის განმავლობაში მოიგო იტალიის თასი. მას შემდეგ, რაც ფაბიო ლივერანი ფიორენტინაში გადავიდა, ლაციოს კაპიტნის სამკლაური სწორედ ოდომ ჩაიბარა.
მილანი
რედაქტირება2007 წელს ცნობილი გახდა, რომ მასიმო ოდო მილანში გადავიდა. მოლაპარაკებები ამ ტრანსფერის შესახებ დიდი ხნის განმავლობაში მიდიოდა, საბოლოოდ კლუბებმა შეთანხმებას მიაღწიეს. როსონერის ხელმძღვანელობას მცველის შეძენა 12 მილიონი ევრო დაუჯდა. ოდოს გადასვლა იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც მილანმა ბევრისთვის მოულოდნელად ყველა ევროპული ტიტული მოიგო. მასიმო ოდო როსონერის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი იყო და დიდი წვლილი მიუძღვის კლუბის წარმატებაში. კარიერაში პირველად მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერ თასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი. მომდევნო 2008-2009 წლების სეზონში ყველასათვის მოულოდნელად ოდო მიუნხენის ბაიერნში განათხოვრეს. გერმანიაში გატარებული პერიოდი წარმატებული არ ყოფილა არც კლუბისთვის და არც ოდოსთვის. სეზონის ბოლოს გერმანელებმა უარი თქვეს იტალიელი მცველის გამოსყიდვაზე და მასიმოც მილანში დაბრუნდა. სამშობლოში დაბრუნებულს კლუბის მწვრთნელი შეცვლილი დახვდა. როსონერის ახლა წვრთნის ლეონარდო, რომელიც ოდოს არ სწყალობს. 2009-2010 წლების სეზონში მასიმომ ძირითად შემადგენლობაში ადგილი ვეღარ დაიბრუნა. უფრო მეტიც, ხშირად განაცხადშიც ვეღარ ხვდება.
სანაკრებო კარიერა
რედაქტირებამასიმო ოდოს დებიუტი ეროვნულ ნაკრებში 2002 წელს შედგა. მსოფლიო ჩემპიონატზე წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ ნაკრების ხელმძღვანელობამ სკუდრა აძურას შემადგენლობის გადახალისება გადაწყვიტა. სწორედ მაშინ გამოიძახეს ოდო ნაკრებში. უკვე ევრო 2004 საკვალიფიკაციო მატჩებში მასიმო ოდო ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი იყო. პორტუგალიაში შეცვლაზე შევიდა ბულგარეთის წინააღმდეგ და დიდი წვლილი შეიტანა მატჩის მოგებაში. მარჩელო ლიპიმ მასიმო ოდო გერმანიაში წასაყვან ფეხბურთელთა სიაში შეიყვანა. თავად მუნდიალზე მხოლოდ 23 წუთი გაატარა ნახევარფინალში უკრაინელების წინააღმდეგ. თუმცა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მანაც მიიღო. მასიმო ოდომ ეროვნული ნაკრების მაისურით პირველი გოლი 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩში უკრაინის ნაკრებს 2006 წელს გაუტანა.
ტიტულები
რედაქტირებასაკლუბო
რედაქტირებალაციო იტალიის თასი: 2003-2004
მილანი ჩემპიონთა ლიგა: 2007
უეფას სუპერ თასი: 2007
მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი: 2007
სანაკრებო
რედაქტირებამსოფლიოს ჩემპიონი: 2006
სტატისტიკა
რედაქტირებაპირადი ცხოვრება
რედაქტირებაოდოს მამა ფრანსისკო ყოფილი ფეხბურთელია. მასიმომ სკოლის დამთავრების შემდეგ უნივერსიტეტში იუტიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა. თუმცა არ დაუმთავრებია. სწვლის გაგრძელება მოგვიანებით 2007 წელს გადაწყვიტა, ფაკულტეტი შეიცვალა და ახლა სპორტის მენეჯმენტზე სწავლობს. ოდომ ცოლად მოუყვანა კლაუდია კრიველი. წყვილს ორი შვილი ჰყავს. დავიდე რომელიც 2003 წელს დაიბადა და ფრანჩესკო, რომელიც 2008 წელს მოევლინა ქვეყანას.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოდოს ოფიციალური საიტი დაარქივებული 2017-05-16 საიტზე Wayback Machine.
- Profile at UEFA.com
- National team Statistics at FIGC official site დაარქივებული 2011-05-24 საიტზე Wayback Machine. (იტალიური)
- Career statistics at fussballdaten.de {{de icon