მარცვლოვანი ცისტოდერმა

მარცვლოვანი ცისტოდერმა (ლათ. Cystoderma granulosum) — სოკოს სახეობა ცისტოდერმას გვარისა, რომლის გავრცელების არეალი ევრაზია, ჩრდილოეთ ამერიკასა და ჩრდილოეთ აფრიკაში.

მარცვლოვანი ცისტოდერმა

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Cystoderma granulosum (Batsch) Fayod, 1889

პირობითად საჭმელი სოკოა. გამოიყენება ახალი. ზოგიერთი წყარო მას არასაჭმელ სოკოდ მოიხსენიებს. იზრდება წიწვიან და შერეულ ტყეებში, ზაფხულიდან შემოდგომამდე.

სოკო პირველად აღწერა გერმანელმა მიკოლოგმა ავგუსტ ბაჩმა 1783 წელს როგორც Agaricus granulosus.[1] მიმდინარე ბინომინალური სახელწოდება მისცა შვეიცარიელმა მიკოლოგმა ვიქტორ ფაიომ 1889 წელს.[2]

სამეცნიერო სინონიმები

ქუდის დიამეტრი — 1-5 სმ, ნორჩობაში — კვერცხისებრი, ამოზნექილი, მარცლოვანი ზედაპირით, ფოჩისებრი კიდეებით. ზრდასრულ ეგზემპლარებს — ბრტყლად ამოზნექილი ან გაშლილი; ზედაპირი მშრალი, წვრილმარცვლოვანი, ზოგჯერ, დანაოჭებული, მოწითალო ან ჟანგმიწისფერ-მურა, ზოგჯერ ნარინჯისფერი ელფერით, გახუნებადი.[3]

ჰიმენოფორი — ფირფიტებიანი, ფირფიტები სუსტად შეზრდილი, ხშირი, კრემისფერი ან მოყვითალო-თეთრი. ახასიათებს შუალედური ფირფიტები.

ფეხის სიგრძე — 2-6 სმ, სისქე — 0,5-0,9 სმ, ცილინდრული ან ძირისკენ გაფართოებული, ფუყე, მშრალი, ქუდის ფერია ან იასამნისფერი, ფეხი წინდასავით აქვს[4] და ზემოთ გლუვია, უფრო ღია, ქვემოთ — მარცვლოვანი, ქერცლოვანი. ახასიათებს დროებითი საყელო, ხშირად საყელოს გარეშე.

რბილობი — მოთეთრო ან მოყვითალო, განსაკუთრებული სუნისა და გემოს გარეშე. გაჭრისას ფერს არ იცვლის.

სპორების მტვერი — თეთრი, სპორები — 3,5-5×2-3 მკმ, ელიფსისებური, გლუვი, გამჭირვალე, არაამილოიდური, ცისტიდების გარეშე.

ეკოლოგია და გავრცელება

რედაქტირება

საპროტროფია.[5] იზრდება წიწვიან და შერეულ ტყეებში ნიადაგზე ან ხავსზე, ერთეულებად ან ჯგუფებად, აგვისტოდან ოქტომბრამდე.[6]

გავრცელების არეალი მოიცავს ევროპას, აზიას, ჩრდილოეთ ამერიკასა და ჩრდილოეთ აფრიკას. მინიჭებული აქვს R-სტატუსი, როგორც პოტენციურად გადაშენების პირას მყოფი სახეობა.[7]

კვებითი ღირებულება

რედაქტირება

პირობითად საჭმელი სოკოა. იხმარება ახალი. ზოგიერთი წყარო მას არასაჭმელ სოკოდ მიიჩნევს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Batsch, A.J.G.K., Elenchus fungorum, Apud Joannem J. Gebauer in Halae Magdeburgicae, 1783. — გვ. 183.
  2. Fayod, M.V. (1889). „Prodrome d'une histoire naturelle des Agaricinés“. VII. Paris: Annales des Sciences Naturelles, Botanique: 351. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-11-08. ციტირების თარიღი: 2021-09-02. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  3. Kuo, M.. Cystoderma granulosum. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-12. ციტირების თარიღი: 2011-06-22.
  4. ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 157, ISBN 99940-856-1-1.
  5. Grzybland. Ziarnóweczka gruzełkowata. ციტირების თარიღი: 2013-04-14.
  6. Cystoderma granulosum. Roger’s Mushrooms. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-11-07. ციტირების თარიღი: 2011-06-22.
  7. Zbigniew Mirek (2006). Red list of plants and fungi in Poland = Czerwona lista roślin i grzybów Polski. Kraków: W. Szafer Institute of Botany. Polish Academy of Sciences. ISBN 83-89648-38-5.