მარკოზის სახარება
მარკოზის სახარება (ბერძ. Κατά Μαρκον Ευαγγέλιον) — ახალი აღთქმის მეორე წიგნი და ოთხი კანონიკური სახარებიდან ერთ–ერთი. უმოკლესი ოთხი სახარებიდან. ახალ აღთქმაში მოსდევს მათეს სახარებას და დგას ლუკას სახარებისა და იოანეს სახარების წინ.
შინაარსი და კომპოზიცია
რედაქტირებასახარების მთავარი თემა იესო ქრისტეს, ძე ღვთისას ცხოვრება და ქადაგებაა. მარკოზის სახარება ყველა დანარჩენ ოთხთაგან უმოკლესი სახარებაა. მრავალი ფრაგმენტით ის ახლოს დგას მათეს სახარებასთან, მაგრამ იესოს ცხოვრების ზოგიერთ მოვლენას უფრო მოკლედ გადმოგვცემს და სხვადასხვა მიზნით. მათეს სახარებასთან შედარებით, აქ ნაკლებად არის გადმოცემული ებრაული საბაჟოს წესები და პალესტინის გეოგრაფია. ასევე, უფრო იშვიათად არის მითითებული წიგნში ძველი აღთქმა. მხოლოდ მარკოზთან გვხვდება ეპიზოდი უცნობი ახალგაზრდა კაცის შესახებ, რომელიც შეიპყრეს. მან კი ტილო შეატოვა ჯარისკაცებს და შიშველი გაიქცა. ( 14:51-52 ). გადმოცემის მიხედვით, ეს ახალგაზრდა კაცი თავად მარკოზ მახარებელი იყო.
ამ სახარების გამორჩეული თვისებებია არსებითი სიცხადე და არარსებობა რაიმე ძნელად გასაგებისა. ამასთან, მოცემული მახარებელი თითქმის ემთხვევა მათეს, გარდა იმისა, რომ მათეს მიერ დასაწყისში მოხსენიებულია ქრისტეს ხორციელი შობის შესახებ. მარკოზ მოციქულმა წინასწარმეტყველ იოანეთი დაიწყო. აქედან ზოგიერთნი, არც თუ უსაფუძვლოდ, ხედავენ შემდეგ მინიშნებას მახარებელში. უფალმა, მჯდომარემ ქერუბიმთა ზედა, რომელთაც წმინდა წერილი ოთხსახოვნად წარმოგვიდგინეს (ეზეკ. 1, 11), ოთხგვარი სახარება მოგვცეს, რომელიც ერთი სულითაა შთაბერილი. ამგვარად, თითოეული ქერუბიმის ერთი სახელწოდება ლომის მსგავსად, მეორე - ადამიანის მსგავსადაა, მესამე - არწივისა, ხოლო მეოთხე - ხბოსი; ასეა სახარების ქადაგების საქმეშიც. მარკოზის სახარება შედარებულია არწივთან, რადგან იგი იწყება წინასწარმეტყველებით იოანეზე: ხოლო ნიჭი წინასწარმეტყველების მადლისა, ისევე როგორც მახვილი მზერისა და შორეული მომავლის ჭვრეტისა, შეიძლება არწივს შევადაროთ, რომლის შესახებაც ამბობენ, რომ იგი დაჯილდოებულია ყველაზე მახვილი მზერით, ისე, როგორც ერთადერთი ყველა სულდგმულს შორის, თვალმოუჭუტავად უმზერს მზეს.
მარკოზის სახარება შედგება 16 თავისგან. თითოეული თავში გადმოცემულია სხვადასხვა ხასიათის საკითხები. კერძოდ,
- მარკოზი 1 (იოანე ნათლისმცემლის ქადაგება. იესოს ნათლისღება. გამოცდა. ქადაგება გალილეაში. მეთევზეთა მოხმობა. უწმიდური სულით შეპყრობილის განკურნება. მრავალთა განკურნება. საქადაგებლად გამოსვლა. კეთროვნის განკურნება.)
- მარკოზი 2 (დამბლადაცებულის განკურნება. ლევის მოხმობა. კითხვა მარხვაზე. თავთავების მოწყვეტა შაბათ დღეს.)
- მარკოზი 3 (ხელშემხმარის განკურნება. მრავალნი ზღვის ნაპირთან. თორმეტის ამორჩევა. იესო და ბელზებული. იესოს დედა და ძმები.)
- მარკოზი 4. (იგავი მთესველზე. იგავების მიზანი. მთესველის იგავის ახსნა. სანთელი — სასანთლეზე. იგავი თესლის ზრდაზე. იგავი მდოგვის მარცვალზე. იგავების გამოყენება. ქარიშხლის დაცხრობა.)
- მარკოზი 5. (გერესანელი ეშმაკისეულის განკურნება. მთავრის ასული და სისხლმდინარე ქალი.)
- მარკოზი 6. (იესოს უარყოფა ნაზარეთში. თორმეტის მისია. იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა. ხუთი ათასი კაცის გაძღება. ფეხით სიარული წყალზე. კურნებანი გენესარეთის მხარეში.)
- მარკოზი 7. (უხუცესთა გადმოცემა. სირო-ფინიკიელი ქალის რწმენა. ყრუ-მუნჯის განკურნება.)
- მარკოზი 8. (ოთხი ათასი კაცის გაძღება. ნიშნის მოთხოვნა. ფარისეველთა და ჰეროდეს საფუარი. ბრმის განკურნება ბეთსაიდასთან. პეტრეს განცხადება იესოზე. იესო — თავის სიკვდილსა და აღდგომაზე.)
- მარკოზი 9. (ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ. ფერისცვალება. ეშმაკეულის განკურნება. იესო მეორედ ლაპარაკობს თავის სიკვდილსა და აღდგომაზე. ვინ არის უდიდესი. ვინ არის ჩვენსკენ. ცოდვის საცდურები.)
- მარკოზი 10. (სწავლება გაყრილობაზე. ბავშვების კურთხევა. მდიდარი კაცი. იესო მესამედ ლაპარაკობს თავის სიკვდილსა და აღდგომაზე. ზებედეს ძეთა თხოვნა. ბარტიმაიოსის განკურნება.)
- მარკოზი 11. (ზეიმით შესვლა იერუსალიმში. ლეღვის ხის დაწყევლა. ტაძრის გაწმედა. გამხმარი ლეღვის ხის გაკვეთილი. რომელი ხელმწიფებით?.)
- მარკოზი 12. (იგავი ვენახზე და მიწისმუშაკზე. კეისრისა კეისარს. კითხვა მკვდართა აღდგომის შესახებ. უდიდესი მცნება. კითხვა დავითის ძეზე. მწიგნობართა მხილება. ქვრივი ქალის შენაწირი.)
- მარკოზი 13. (წინასწარმეტყველება ტაძრის დანგრევაზე. ვაებათა დასაწყისი. დიდი სატანჯველი. კაცის ძის მოსვლა. ლეღვის ხის გაკვეთილი. უცნობი დღე და ჟამი.)
- მარკოზი 14. (შეთქმულება იესოს მოსაკლავად. იესოს ცხება ბეთანიაში. გარიგება იესოს გაცემაზე. პასექის დაყენება მოწაფეებთან ერთად. ზიარების დაწესება. გაფრთხილება პეტრეს უარყოფაზე. ლოცვა გეთსემანიაში. იესოს გაცემა და შეპყრობა. ჭაბუკის გაქცევა. იესო სინედრიონის წინაშე. პეტრეს უარყოფა.)
- მარკოზი 15. (იესო პილატეს წინაშე. სასიკვდილო განაჩენი. იესოს დაცინვა. ჯვარცმა. იესოს სიკვდილი. იესოს დაკრძალვა.)
- მარკოზი 16. (იესოს მკვდრეთით აღდგომა. იესო ეცხადება მარიამ მაგდალელს. იესო ეცხადება ორ მოწაფეს. მოიარეთ მთელი სოფელი. იესოს ამაღლება.)
ავტორობა
რედაქტირებაავტორის შესახებ ტექსტში მითითება არ არსებობს. საეკლესიო გადმოცემა თვლის, რომ სახარების ამ ნაწილის ავტორია მარკოზი, რომელიც იყო მოწაფე და მიმდევარი პეტრე მოციქულისა. პეტრე მას თავის შვილსაც კი უწოდებს. ასევე იწოდებოდა ის იოანე ღვთისმეტყველის მიერაც; იგი იყო ბარნაბა მოციქულის ძმისწული და პავლე მოციქულის თანამგზავრი. მარკოზი უმეტესად იმყოფებოდა პეტრესთან, რომელთან ერთადაც იყო რომში. ამიტომაც მორწმუნენი რომში სთხოვდნენ არა მხოლოდ ექადაგა მათთვის, არამედ გადმოეცა კიდეც მათთვის ქრისტეს საქმეები და ცხოვრება წმინდა წერილით: იგი დათანხმდა ამაზე და დაწერა კიდევაც წიგნი. ამასობაში პეტრეს ღმერთმა გამოუცხადა, რომ მარკოზმა დაწერა სახარება. განიხილა რა მან ეს სახარება, პეტრემ დაამოწმა, რომ იგი ჭეშმარიტია. შემდეგ გააგზავნა მარკოზი ეპისკოპოსად ეგვიპტეში, სადაც მან თავისი ქადაგებით დააფუძნა ალექსანდრიის ეკლესია და განანათლა ყველა „შუადღის ქვეყნის“ მცხოვრებნი.
შექმნის დრო და ადგილი
რედაქტირებასაეკლესიო გადმოცემის თანახმად, მარკოზის წმინდა სახარება დაიწერა რომში, ქრისტეს ამაღლებიდან ათი წლის შემდეგ, ახ.წ. 43 წელს. მარკოზი უმეტესად იმყოფებოდა პეტრე მოციქულთან ერთად რომში და მან რომაელ მორწმუნეთა თხოვნით აღწერა ქრისტეს საქმეები და ცხოვრება წმინდა წერილით.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- მარკოზის სახარება. გოგი ხარაბაძის აუდიოვერსია
- სახარების ოთხთავის სრული ვერსია. კითხულობს გოგი ხარაბაძე
- მარკოზის სახარება. აუდიოვერსია
- ინსცენირებული ახალი აღთქმა - მარკოზის სახარება
- მარკოზის სახარება - (1,2,3,4,5,6,7,8,9,10,11,12 თავი)
- ახალი აღთქმა. მარკოზის სახარება
- მარკოზის სახარება
- ბიბლია ღვთის სიტყვა. მარკოზის სახარება
- მარკოზის სახარების განმარტება
- მარკოზის სახარების განმარტება
- მარკოზის სახარების განმარტება
- მარკოზის სახარება
- ბიბლიის გვერდი
- ონლაინ–ბიბლია
- ქრისტიანული მწერლობა
- მარკოზის სახარების რესურსები
- კომენტარები ბერძნულ ტექსტებზე დაარქივებული 2008-06-08 საიტზე Wayback Machine.
- კათოლიკური განმარტებანი დაარქივებული 2017-04-13 საიტზე Wayback Machine.
- აუდიო–ვერსია