მათეს სახარება
მათეს სახარება (ძვ. ბერძნულად „Εὐαγγέλιον κατὰ Μαθθαίον“ ან „Ματθαίον“) — ახალი აღთქმის პირველი წიგნი და პირველი ოთხი კანონიკური სახარებიდან. მას ტრადიციულად მოსდევს მარკოზის სახარება, ლუკას სახარება და იოანეს სახარება.
შინაარსი და კომპოზიცია
რედაქტირებასახარების ძირითადი თემაა — იესო ქრისტეს ცხოვრება და მოღვაწეობა, მისი ქადაგებები. წიგნის განსაკუთრებულობა იქიდან გამომდინარეობს, რომ იგი განკუთვნილია ებრაელი აუდიტორიისათვის — სახარების ნაწილები აგებულია ძველი აღთქმის მესიანისტურ გზავნილებზე, რომელიც უნდა აღსრულდეს იესო ქრისტეს მიერ.
სახარება იწყება იესო ქრისტეს გენეალოგიით, რომელიც აღმავალი ხაზით მიემართება აბრაამიდან იოსებ დამწინდველამდე ღვთისმშობელ მარიამის ქმრამდე. მსგავსი გენეალოგია არსებობს ლუკას სახარებაშიც. მათი განსხვავებების ძებნა იყო მრავალსრიცხოვანი ბიბლიის და ისტორიის მკვლევართა საგანი.
მეხუთედან მეშვიდე თავამდე ნაწილი წარმოგვიდგენს იესოს მთაზე ქადაგების ყველაზე უფრო სრულყოფილ სურათს, რომელზეც დაეფუძნა ქრისტიანული სწავლება, მათ შორის, თვთისმსახურება (5:2—11) და ლოცვა „მამაო ჩვენო“ (6:9—13).
მახარებელი მხსნელის სიტყვებსა და ქადაგებებს წარმოადგენს სამ ნაწილად, მესიის სამმხრივი მსახურების შესაბამისად: როგორც წინასწარმეტყველის და კანონმდებლის (თ. 5 — 7), როგორც ხილული და უხილავი სამყაროს მეფის(თ. 8 — 25) და როგორც ყველა ადამიანის ცოდვათა ამღების და საკუთარი თავის მსხვერპლად შემწირველი პირველი მღვდელმთავრის (თ. 26 — 27).
მხოლოდ მათეს სახარებაში მოიხსენება იგავები:
- ორი ბრმის განკურნებაზე (9:27—31)
- ვენახში მომუშავეებზე (20:1)
- ორ ვაჟიშვილზე (21:28)
- საქორწინო ნადიმზე (22:2)
- ათ ქალწულზე (25:1)
- ტალანტებზე (25:31)
- და სხვ.
მათეს სახარება შედგება 28 თავისაგან. თითოეული თავი კი თავის მხრივ შედგება რამდენიმე ტექსტისგან. კერძოდ,
- თავი 1. იესოს წარმოშობა. იესოს შობა.
- თავი 2. მოგვები აღმოსავლეთიდან. ეგვიპტეში გაქცევა. ყრმათა ამოჟლეტა. ეგვიპტიდან დაბრუნება.
- თავი 3. იოანე ნათლისმცემლის ქადაგება. ნათლისღება.
- თავი 4. იესოს გამოცდა უდაბნოში. სიმონის, ანდრიას, იაკობისა და იოანეს მოწოდება. ქადაგება და კურნება გალილეაში.
- თავი 5. ქადაგება მთაზე. თქვენ ხართ მარილი. თქვენ ხართ ნათელი. მრისხანებაზე და მკვლელობაზე. გულისთქმით შეხედვა. გაყრისათვის. თვალი თვალისა წილ. მეორე ლოყაც. შეიყვარეთ თქვენი მტრები.
- თავი 6. სწავლება მოწყალებისათვის. ლოცვისათვის. მამაო ჩვენო. მარხვისათვის. თვალი სანთელია. ორი ბატონის სამსახური.
- თავი 7. წველი და დირე. ეძებეთ და იპოვით. როგორც ვიწრო გზა სიცოცხლისაკენ. ცრუწინასწარმეტყველი ნაყოფით იცნობა. არა ყველა, რომელიც მეუბნება: „უფალო, უფალო!“. გონიერი და უგუნური მშენებლები. როგორც ხელმწიფების მქონე.
- თავი 8. კეთროვნის განკურნება. ასისთავის მსახურის განკურნება. პეტრეს სიდედრის განკურნება. ზღვის დაწყნარება. ორი ეშმაკეულის განკურნება.
- თავი 9. დავრდომილის განკურნება. მკურნალი სნეულებს სჭირდებათ. მარხვისათვის. სისხლდენით გატანჯული ქალი. ორი ბრმის განკურნება. მუნჯის ალაპარაკება. სამკალი ბევრია.
- თავი 10. თორმეტის არჩევა. თორმეტის მივლინება. ცხვრები მგლებს შორის. ნუ გეშინიათ მათი. ქრისტეს აღიარება და უარყოფა. ვინც მე მღებულობს.
- თავი 11. იოანე ნათლისმცემლის შეკითხვა. იოანეს შეფასება იესოს მიერ. ვაი, შენ, ქორაზინო, ბეთსაიდავ და კაპერნაუმო. ბრძენთა და გონიერთათვის დაფარული, ჩვილებისათვის გაცხადებული.
- თავი 12. თავთავების წყვეტა შაბათ დღეს. ესაიას წინასწარმეტყველების აღსრულება. ფარისეველების მიერ იესოს შეურაცხყოფა. იესო ამხილებს ფარისევლებს. ხე ნაყოფით იცნობა. იონას სასწაული. არაწმიდა სული და დასუფთავებული სახლი. იესოს დედა და ძმები.
- თავი 13. იგავი მთესველზე. იგავის განმარტება. იგავი ხორბლისა და ღვარძლისა. მდოგვის მარცვალზე. საფუარზე. ყანის და ღვარძლის იგავის განმარტება. მინდორში დაფარული განძი. ზღვაში გადაგდებული ბადე. წინასწარმეტყველის უპატივცემულობა.
- თავი 14. ნათლისმცემლის თავისმოკვეთა. ხუთი ათასი კაცის გაძღება. წყალზე სიარული. გენესარეთის ქვეყანაში სნეულთა განკურნება.
- თავი 15. უხუცესთა ჩვეულება და ღვთის სიტყვა. გულიდან ამოდის. ქანაანელი ასულის განკურნება. ბევრის განკურნება და ოთხი ათასი კაცის გაძღება.
- თავი 16. დროის და ნიშნის გამოცნობა. ფარისეველთა საფუარი. ქრისტე - ცოცხალი ღვთის ძე. იესო მოუწოდებს თავის მიმდევრებს.
- თავი 17. ფერისცვალება. მთვარეულის განკურნება. სატაძრო ხარკისათვის.
- თავი 18. როგორც ბავშვები. გზააბნეული ცხვარი. შემცოდე ძმა. სადაც ორი ან სამი შეიკრიბება ჩემი სახელით. მოწყალე მეფე და უმოწყალო მონა.
- თავი 19. საბაბი გაყრისათვის. იესო ლოცავს ბავშვებს. საუკუნო სიცოცხლე. მდიდარი ჭაბუკი.
- თავი 20. იგავი ვენახის მუშაკებზე. იესოს წინასწარმეტყველება თავის სიკვდილზე. ორი ბრმის განკურნება.
- თავი 21. იესოს შესვლა იერუსალიმში. ტაძრის გაწმედა. ბრმებისა და კოჭლების განკურნება. ლეღვის ხის გახმობა. რომელი ხელმწიფებით. იგავი ორ ძეზე. იგავი ბოროტ მიწისმუშაკებზე.
- თავი 22. საქორწილო ნადიმი. კეისარს - კეისრისა და ღმერთს - ღვთისა. მკვდრეთით აღდგომაზე. უდიდეს მცნებაზე. იესო ეკითხება ფარისევლებს.
- თავი 23. იესო ამხილებს ფარისევლებს. შვიდგზის „ვაი თქვენ!“. წინასწარმეტყველთა დევნა. საყვედური იერუსალიმს.
- თავი 24. იესოს წინასწარმეტყველება ტაძრის დანგრევაზე. კაცის ძის მოსვლა.
- თავი 25. იგავი ათ ქალწულზე. ტალანტებზე. ხალხთა განკითხვაზე.
- თავი 26. იესო იუწყება თავის სიკვდილს. იესოს ცხება ნელსაცხებლით ბეთანიაში. გაცემა. პასექის მომზადება. ბოლო სერობა. პეტრეს მიერ უარყოფაზე. გეთსიმანია. იესოს გაცემა და შეპყრობა. სინედრიონის სამსჯავროზე. უარყოფა პეტრეს მიერ.
- თავი 27. იუდას აღსასრული. პილატეს სამსჯავრო. ჯვარცმა. იესოს დაცინვა. შეძახილი ჯვრიდან. სიკვდილი. შეძახილი ჯვრიდან. სიკვდილი. სამარხის დაცვა.
- თავი 28. ანგელოზი უმჟღავნებს მარიამს იესოს აღდგომას. იესოს შეხვედრა დედაკაცებთან. მცველების მოსყიდვა. იესო ევლინება თერთმეტს. „წადით და ასწავლეთ ყველა ხალხს!“.
ავტორობა
რედაქტირებათუმცა მთელი სახარება (და საქმეები) წარმოადგენს ანონიმურ ტექსტებს, ძველი საეკლესიო ტრადიცია წმინდა მოციქულ მათეს მიიჩნევს ერთ–ერთ ავტორად როგორც თვითმხილველსა და იესო ქრისტეს თანამიმდევარს (9:9, 10:3). ეს ტრადიცია დამოწმებულია IV საუკუნის საეკლესიო ისტორიკოსის ევსევი კესარიელის მიერ.
იერონიმე სტრიდონელი, აგრეთვე, ამტკიცებს, რომ მას საშუალება ჰქონდა ენახა მოწამე პამფილეს მიერ შეგროვილი და კესარიის ბიბლიოთეკაში არსებული ძველებრაულ ენაზე შესრულებული მათეს ორიგინალური სახარება.
მათეს სახარების ენა
რედაქტირებათუ დავუჯერებთ მამათა საეკლესიო გადმოცემებს, მათეს სახარება ახალი აღთქმის ერთადერთი წიგნია რომლის ორიგინალი დაწერილია არა ბერძნულ ენაზე. თუმცა მოგვიანებით ებრაული (არამეული) ორიგინალი დაიკარგა და კანონში ჩართულია სახარების ძველბერძნული თარგმანი.
ენის თავისებურებები მიგვითითებს, რომ ავტორი წარმომავლობით პალესტინელი ებრაელი უნდა იყოს. უხვად არის გადმოცემული ებრაული ბრუნვა და სიტყვათწყობა. ავტორი საჭიროდ მიიჩნევს აგრეთვე მკითხველს გააცნოს ადგილობრივი გარემო პირობები და ებრაული ტრადიციები.
შექმნის დრო
რედაქტირებაშექმნის ზუსტი პერიოდის დადგენა შეუძლებელია. ზოგიერთი ავტორი თვლის, რომ მათეს სახარება შეიქმნა რიგით პირველი, ზოგი კი თვლის, რომ ის შეიქმნა რიგით მეორე მარკოზის სახარების შემდეგ. ეჭვს არ იწვევს ის გარემოება, რომ ის დაწერილია ლუკას და იოანეს სახარებებზე უფრო ადრე. წიგნის შექმნის დათარიღების მიხედვით ტრადიციულად ის უნდა დაწერილიყო ახ. წ. 41-55 წლებში.
XVIII საუკუნის დასაწყისიდან თეოლოგთა მნიშვნელოვანი ნაწილი (გორნაკი, ბულტმანი, როიტერი), თვლის, რომ მათეს სახარება დაიწერა 70-80 წლებს შორის.
მათეს სახარება ისტორიასა და კულტურაში
რედაქტირება"მათეს სახარების" მოტივებზე არსებობს სხვადასხვა ავტორის რამდენიმე მუსიკალური ნაწარმოები " წმინდა მათეს ვნებანი " მისივე ტექსტის ფრაგემენტების გამოყენებით, რომელთა შორის ყველაზე ცნობილია 1727—1729 წლებში შექმნილი ი. ს. ბახის ნაწარმოები ორი გუნდის, ორი ორკესტრისა და სოლისტებისათვის.
1964 წელს იტალიელმა რეჟისორმა პიერ პაოლო პაზოლინმა "მათეს სახარების" მიხედვით გადაიღო ფილმი.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- მათეს სახარება (თანამედროვე ქართულ ენაზე) დაარქივებული 2016-03-06 საიტზე Wayback Machine.
- მათეს სახარება
- მათეს სახარება
- მათეს სახარება (აუდიობიბლია)
- მათეს სახარება (თანამედროვე და ძველ ქართულ ენაზე) დაარქივებული 2014-03-27 საიტზე Wayback Machine.
- მათეს სახარება
- მათეს სახარება იუთუბში
- ინსცენირებული ახალი აღთქმა - მათეს სახარება
- მათეს სახარება დაარქივებული 2007-07-10 საიტზე Wayback Machine.
- ბიბლიის ჭიშკარი
- მათეს სახარება (ინგლისური ვარიანტი) დაარქივებული 2005-04-13 საიტზე Wayback Machine.
- მათეს სახარება
- მათეს სახარება 1913 წლის კათოლიკური ენციკლოპედია
- მათე – მეფე ჯეიმზის ვერსია
- აუდიო–ვერსია