ევსები კესარიელი
ევსები კესარიელი, ევსები პამფილიელი (დ. 263 — გ. 340) — რომაელი საეკლესიო მწერალი, ისტორიკოსი, პალესტინის კესარიის ეპისკოპოსი 311 წლიდან. მსოფლიო-ისტორიული პროცესის ბიბლიურ-ქრისტიანული კონცეფციის ავტორი. მის კალამს ეკუთვნის სხვადასხვა ხასიათის საღვთისმეტყველო თხზულება, ისტორიული შრომები. თავის „ქრონიკაში“ მოგვითხრობს კაცობრიობის ისტორიას სამყაროს შექმნიდან 325 წლამდე. ავტორია ასევე ბიზანტიურ ისტორიოგრაფიაში „საეკლესიო ისტორიის“ პირველი ვრცელი თხზულებისა. გვაქვს ცნობა რომ ევსები კესარიელის „საეკლესიო ისტორია“ ქართულად ძველად ყოფილა თარგმნილი, რაც მოხსენიებულია ექვთიმე ათონელის ერთ წერილში. ევსები კესარიელის ზოგიერთი შრომა კორნელი კეკელიძის აზრით:
ევსები კესარიელი | |
---|---|
![]() | |
დაბ. თარიღი | 265[1] [2] [2] [3] [4] [5] [6] |
დაბ. ადგილი | კესარია, რომის იმპერია |
გარდ. თარიღი | 340[7] |
გარდ. ადგილი | კესარია, რომის იმპერია |
მოქალაქეობა | ძველი რომი |
საქმიანობა | თეოლოგი, მღვდელი, მწერალი[8] [9] [10] და ისტორიკოსი |
![]() |
„თუ მთლიანი სახით არა, ფრაგმენტულად მაინც შემონახულა ძველ ქართულ მწერლობაში.“
|
ევსები კესარიელს აქვს ცნობები არგონავტების, მედეას, ტიბარენების, სანიგებისა და ტრაპეზუნტის შესახებ.
ლიტერატურა რედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 44.
სქოლიო რედაქტირება
- ↑ http://lexikon.katolikus.hu/C/Caesareai%20Eusz%C3%A9biosz.html
- ↑ 2.0 2.1 Biblioteca Virtual Miguel de Cervantes — 1999.
- ↑ AlKindi
- ↑ Documenta Catholica Omnia
- ↑ CONOR.SR
- ↑ Sapere.it — De Agostini Editore, 2001.
- ↑ Большая российская энциклопедия. Электронная версия — Большая российская энциклопедия, 2016.
- ↑ Mirabile: Digital Archives for Medieval Culture — SISMEL – Edizioni del Galluzzo.
- ↑ BeWeB
- ↑ Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.