გიორგი ჭყონდიდელი

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მეუფე გიორგი.

გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი — საქართველოს სამეფო კარის ვაზირი დაახლ. 1104–18, მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის სახელოს პირველი მფლობელი, რუის-ურბნისის საეკლესიო კრების (1104) აქტიური მონაწილე და მეფის პოლიტიკის გამტარებელი. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე 25 სექტემბერი [ძვ. სტ. 12 სექტემბერი].

გიორგი ჭყონდიდელი
დაიბადა XI საუკუნე
საქართველოს სამეფო
გარდაიცვალა 1118
ხსენების დღე 12 სექტემბერი
მოღვაწეობა მღვდელი

ცხოვრება

რედაქტირება

„კაცი სრული ყოვლითა სიკეთითა სულისა და ხორცთასა, სავსე სიბრძნითა და გონიერებითა, განმჭრიახი, სვიანი და ფრთხილი“ დაიბადა XI საუკუნის პირველ ნახევარში. როგორც ვარაუდობენ, გიორგი, სამეგრელოს მთავართა გვარიდან იყო. 1104 წელს მოწვეული რუის-ურბნისის საეკლესიო კრების „ძეგლისწერა“ წმინდა გიორგი ჭყონდიდელს „კრების თვალს“ უწოდებს და კურთხევით იხსენიებს მის მეუფებას: „ღირსისა მეუფისა ჩვენისა და თუალად წმიდისა ამის კრების ცნობილისა გიორგი მონოზონისა და მწიგნობართა უხეცესისა მარავლმცა არიან წელნი“. ქმედით მონაწილეობას იღებდა ქვეყნის მართვა-გამგებლობაში. მისი მცდელობითა და ხელმძღვანელობით სამეფოს შემოუერთეს სამშვილდე (1110) და რუსთავი (1115). გიორგი ჭყონდიდელი საქართველოში ყივჩაყთა ჩამოსახლების ერთ-ერთი მოთავე იყო. ამ მისიით იგი დავით აღმაშენებელთან ერთად ჩრდილოეთ კავკასიაში გაემგზავრა, სადაც გარდაიცვალა. ვარაუდობენ, რომ დაკრძალულია გელათში, მეფეთა საძვალეში.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • მეტრეველი რ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 33.
  • ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ.,1955.
  • ბერძენიშვილი ნ., სავაზირო ფეოდალურ საქართველოში, მის წგ.: საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 3, თბ., 1966;
  • მეტრეველი რ., დავით IV აღმაშენებელი, მეფე თამარი, თბ., 2002;
  • მეტრეველი რ., 2004 წელი – რუის-ურბნისის 900 წლისთავი, თბ., 2002;
  • ჯავახიშვილი ივ., ქართული სამართლის ისტორია, წგ. 2, ნაკვ. 1, ტფ., 1928.
  • „ქართველ წმიდათა ცხოვრებანი“, თბილისი, 2007 წ.