მარი ავესნისი
მარი ავესნისი (ფრანგ. Marie d'Avesnes; დ. 1280 — გ. 1354) — ჰოლანდიის გრაფ იოჰან II-ისა და ფილიპა ლუქსემბურგელის ასული. ბურბონის ჰერცოგინია როგორც ლუი I-ის მეუღლე.
მარი ავესნისი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 1280 |
გარდაცვალების თარიღი | 1354 |
წოდება | ბურბონის ჰერცოგინია, ლა მარშისა და კლერმონის გრაფინია |
რელიგია | კათოლიციზმი |
მეუღლე(ები) | ლუი I, ბურბონის ჰერცოგი |
შვილ(ებ)ი |
პიერ I, ბურბონის ჰერცოგი ჟანა, ფორეს გრაფინია მარგარიტა მარი, ლათინთა იმპერატრიცა ფილიპი ჟაკი ჟაკ I, ლა მარშის გრაფი ბეატრისი, ბოჰემიის დედოფალი |
მშობლები |
მამა: იოჰან II, ჰოლანდიის გრაფი დედა: ფილიპა ლუქსემბურგელი |
ოჯახი
რედაქტირებამარი იყო ჰოლანდიისა და ენოს გრაფ იოჰან II-ისა და მისი მეუღლის, ფილიპა ენოელის ასული. მისი ძმა, ვილჰელმი შემდგომში ასევე ჰოლანდიისა და ენოს გრაფი გახდა, რომლის მხრიდანაც, მარის ძმის შვილებად ერგებოდნენ საღვთო რომის იმპერატორ ლუდვიგ IV-ის ცოლი მარგარიტა ენოელი და ინგლისის მეფე ედუარდ III-ის მეუღლე ფილიპა ენოელი. ფილიპას შვილები იყვნენ უელსის "შავი პრინცი" ედუარდი, მეფე რიჩარდ II და ლანკასტერთა დინასტიის დამაარსებელი ჯონი, რომელიც იყო მამა მეფე ჰენრი IV-ისა.
1310 წელს მარი ცოლად შერთეს ბურბონის ჰერცოგ რობერ კლერმონელისა და ბეატრის ბურგუნდიელის უფროს ვაჟს, ჰერცოგ ლუი I-ს, რომელთანაც რვა შვილი შეეძინა:
- პიერ I (1311-1356), ბურბონის ჰერცოგი, ცოლად შეირთო იზაბელ დე ვალუა, რომელთანაც შეეძინა რვა შვილი. იგი დაიღუპა პუატიეს ბრძოლაში;
- ჟანა (1312-1402), ცოლად გაჰყვა ფორეს გრაფ გაი VII-ს;
- მარგარიტა (1313-1362), ცოლად გაჰყვა სალის გრაფ ჟან II-ს;
- მარი (1315-1387), ცოლად გაჰყვა გალილეს პრინც გაი ლუზინიანს, მისი გარდაცვალების შემდეგ კი იქორწინა ლათინთა იმპერატორ რობერ ტარანტოელზე, თუმცა შვილები მხოლოდ პირველი ქმრისგან ეყოლა;
- ფილიპი (1316-1327), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
- ჟაკი (1318), გარდაიცვალა ჩვილი;
- ჟაკ I (1319-1362), ლა მარშის გრაფი, ცოლად შეირთო ჟანა დე შატილონი, მოკლეს ბრინუას ბრძოლაში;
- ბეატრისი (1320-1383), პირველად ცოლად გაჰყვა ბოჰემიის მეფე იოჰან ლუქსემბურგელს, მისი დაღუპვის შემდეგ კი იქორწინა ოდე II გრანსეიზე.
ლიტერატურა
რედაქტირება- Goeij, Hana de (23 November 2016). "A Breakthrough in C-Section History: Beatrice of Bourbon's Survival in 1337". New York Times. p. A17. Retrieved 24 November 2016.