პიერ I (ბურბონის ჰერცოგი)

პიერ I დე ბურბონი (ფრანგ. Pierre Ier de Bourbon; დ. 1311 — გ. 19 სექტემბერი, 1356) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. ბურბონის ჰერცოგ ლუი I-ისა და მარი ავესნისის ვაჟი. ბურბონის ჰერცოგი 1341-56 წლებში. პიერი მოკლეს 1356 წელს პუატიეს ბრძოლაში.

პიერ I დე ბურბონი
ბურბონის ჰერცოგი
მმართ. დასაწყისი: 22 იანვარი, 1341
მმართ. დასასრული: 19 სექტემბერი, 1356
წინამორბედი: ლუი I
მემკვიდრე: ლუი II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1311
გარდ. თარიღი: 19 სექტემბერი, 1356
მეუღლე: იზაბელ დე ვალუა
შვილები: ლუი II, ბურბონის ჰერცოგი
ჟანა, საფრანგეთის დედოფალი
ბლანკა, კასტილიის დედოფალი
ბონა, სავოიის გრაფინია
კატრინი, არკუნტის ბარონესა
მარგარიტა, ტარტას ვიკონტესა
იზაბელი
მარი, პუასუს აბატისა
დინასტია: ბურბონები
მამა: ლუი I, ბურბონის ჰერცოგი
დედა: მარი ავესნისი
რელიგია: კათოლიციზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

პიერი დაიბადა 1311 წელს. იგი იყო ბურბონის ჰერცოგ ლუი I-ისა და მისი მეუღლის, მარი ავესნისის უფროსი ვაჟი. 1336 წელს ცოლად შეირთო იზაბელ დე ვალუა, 1341 წელს კი მამის გარდაცვალების შემდეგ იგი ბურბონის ჰერცოგი ხდება, მისი უმცროსი ძმა, ჟაკ I კი ლა მარშის გრაფი. ამის შემდეგ, პიერი აქტიურად ერეოდა საფრანგეთ-ინგლისს შორის მიმდინარე ასწლიან ომში. 1351 წელს, მეფე ჟან II-ის ბრძანებით იგი ბრძოლაში წავიდა, როგორც საფრანგეთის ჯარების მთავარსარდალი. მან სასტიკად დაამარცხა ინგლისელები და დაიბრუნა მათ მიერ ოკუპირებული ნორმანდია. 1346 წელს თავი გამოიჩინა კრესის ბრძოლაში. 1355 წელს იბრძოდა ლანგედოკშიც, 1356 წელს კი პუატიეს ბრძოლაში ინგლისელებმა მოჰკლეს იგი.

ქორწინება და შვილები

რედაქტირება

1336 წლის 5 იანვარს პიერმა ცოლად შეირთო ვალუას გრაფ შარლისა და მისი მესამე ცოლის, მაუტ შატილონის ასული იზაბელ დე ვალუა, რომელთანაც შეეძინა ერთი ვაჟი და შვიდი გოგონა:

  1. ლუი II (1337-1410), ბურბონის ჰერცოგი, ცოლად შეირთო ანა ოვერნელი, რომელთანაც შეეძინა ორი ვაჟი და ორი ქალიშვილი;
  2. ჟანა (1338-1378), ცოლად გაჰყვა საფრანგეთის მეფე შარლ V-ს, რომელთანაც შეეძინა მომავალი მეფე შარლ VI და ორლეანის ჰერცოგი ლუი I;
  3. ბლანკა (1339-1361), ცოლად გაჰყვა კასტილიისა და ლეონის მეფე პედრო I-ს, თუმცა მათ საერთო შვილები არ ჰყოლიათ;
  4. ბონა (1341-1402), ცოლად გაჰყვა სავოიისა და პიემონტის გრაფ ამადეო VI-ს, რომელთანაც შეეძინა მომავალი ჰერცოგი ამადეო VII;
  5. კატრინი (1342-1427), ცოლად გაჰყვა ჟან VI დე არკუნტს, რომელთანაც შეეძინა ათი შვილი;
  6. მარგარიტა (1344-1416), ცოლად გაჰყვა ტარტას ვიკონტსა და ალბრეს ლორდ არნოლდ ამინეუს, რომელთანაც მხოლოდ ერთი ვაჟი შეეძინა;
  7. იზაბელი (1345), გარდაიცვალა ჩვილი;
  8. მარი (1347-1401), მონაზონი და პუასუს აბატისა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Sumption, Jonathan, The Hundred Years War I: Trial by Battle, University of Pennsylvania Press, September 1999, ISBN 0-8122-1655-5
  • Sumption, Jonathan, The Hundred Years War II: Trial by Fire, University of Pennsylvania Press, October 2001, ISBN 0-8122-1801-9