ლუი I (ბურბონის ჰერცოგი)

ლუი I დე ბურბონი (ფრანგ. Louis I de Bourbon; დ. 1279 — გ. 22 იანვარი, 1341) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. კლერმონის გრაფ რობერ კლერმონელისა და ბეატრის ბურგუნდიელის ვაჟი. ბურბონის ჰერცოგი, კლერმონისა და ლა მარშის გრაფი.

ლუი I დე ბურბონი
დაბადების თარიღი 1279
გარდაცვალების თარიღი 22 იანვარი, 1341, (61-62 წლის)
ეროვნება ფრანგები
წოდება კლერმონისა და ლა მარშის გრაფი, ბურბონის ჰერცოგი
რელიგია კათოლიციზმი
მეუღლე(ები) მარი ავესნისი
შვილ(ებ)ი პიერ I, ბურბონის ჰერცოგი
ჟანა, ფორეს გრაფინია
მარგარიტა
მარი, ლათინთა იმპერატრიცა
ფილიპი
ჟაკი
ჟაკ I, ლა მარშის გრაფი
ბეატრისი, ბოჰემიის დედოფალი
მშობლები მამა: რობერი, კლერმონის გრაფი
დედა: ბეატრის ბურგუნდიელი

ოჯახი და შვილები

რედაქტირება

1310 წელს ლუი დაქორწინდა ჰოლანდიისა და ენოს გრაფ იოჰან II-ისა და ფილიპა ლუქსემბურგელის ასულ მარი ავესნისზე, რომელთანაც რვა შვილი შეეძინა:

  1. პიერ I (1311-1356), ბურბონის ჰერცოგი, ცოლად შეირთო იზაბელ დე ვალუა, რომელთანაც შეეძინა რვა შვილი. იგი დაიღუპა პუატიეს ბრძოლაში;
  2. ჟანა (1312-1402), ცოლად გაჰყვა ფორეს გრაფ გაი VII-ს;
  3. მარგარიტა (1313-1362), ცოლად გაჰყვა სალის გრაფ ჟან II-ს;
  4. მარი (1315-1387), ცოლად გაჰყვა გალილეს პრინც გაი ლუზინიანს, მისი გარდაცვალების შემდეგ კი იქორწინა ლათინთა იმპერატორ რობერ ტარანტოელზე, თუმცა შვილები მხოლოდ პირველი ქმრისგან ეყოლა;
  5. ფილიპი (1316-1327), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  6. ჟაკი (1318), გარდაიცვალა ჩვილი;
  7. ჟაკ I (1319-1362), ლა მარშის გრაფი, ცოლად შეირთო ჟანა დე შატილონი, მოკლეს ბრინუას ბრძოლაში;
  8. ბეატრისი (1320-1383), პირველად ცოლად გაჰყვა ბოჰემიის მეფე იოჰან ლუქსემბურგელს, მისი დაღუპვის შემდეგ კი იქორწინა ოდე II გრანსეიზე.

ცნობილია, რომ ლუის წლების მანძილზე ჰქონდა რომანი კლისის გრაფინია ჟანა დე ლანსთან, რომელთანაც მას ოთხი უკანონო შვილი შეეძინა:

  1. ჟანი (1297-1375), ბელენავეს სენიორი, ცოლად შეირთო აგნეს დე შალე, აქტიურად იბრძვოდა ასწლიან ომში ინგლისელთა წინააღმდეგ;
  2. სახელი და დაბადება-გარდაცვალების თარიღი უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ გოგონა იყო და 1317 წელს ცოლად შერთეს ბაზუას გრაფ ჟერარდ დე შატილონს;
  3. გაი (1299-1349), შადერონის სენიორი, ცოლად შეირთო იზაბელ დე შასტელპერონი;
  4. ჟანეტი (?-?), 1310 წელს ცოლად გაჰყვა ჟერარდ დე შატელუას.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Boehm, Barbara Drake; Fajt, Jiri, eds. (2005). Prague: The Crown of Bohemia, 1347-1437. Yale University Press.
  • The Encyclopedia Americana: a library of universal knowledge, Vol.4, J.D.Lyon Company:Albany, New York, 1919.