რობერ კლერმონელი (ფრანგ. Robert de Clermont; დ. 1256 — გ. 7 თებერვალი, 1317) — კაპეტინგების დინასტიის წარმომადგენელი და ბურბონთა დინასტიის დამაარსებელი. საფრანგეთის მეფე ლუი IX-ისა და დედოფალ მარგარიტა პროვანსელის უმცროსი ვაჟი. კლერმონის გრაფი და ბურბონის ჰერცოგი.

რობერ კლერმონელი
დაბადების თარიღი 1256
გარდაცვალების თარიღი 7 თებერვალი, 1317, (60-61 წლის)
ეროვნება ფრანგები
წოდება კლერმონისა და ბურბონის გრაფი
რელიგია კათოლიციზმი
მეუღლე(ები) ბეატრის ბურგუნდიელი
შვილ(ებ)ი ლუი I, ბურბონის ჰერცოგი
ბლანში, ოვერნის გრაფინია
ჟანი
მარი, პუასუს აბატისა
პიერი, პარიზის არქიდიაკვანი
მარგარიტა, ანდრიის გრაფინია
მშობლები მამა: ლუი IX, საფრანგეთის მეფე
დედა: მარგარიტა პროვანსელი

ქორწინება და შვილები

რედაქტირება

რობერი დაიბადა 1256 წელს. იგი იყო საფრანგეთის მეფე ლუი IX-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ მარგარიტა პროვანსელის შუათანა ვაჟი. ვინაიდან მას უკვე ჰყავდა უფროსი ძმები და ტახტზე ასვლის შანსები არ ჰქონდა, მას ჯერ კლერმონის გრაფობა, ცოტა მოგვიანებით კი ბურბონის ჰერცოგობა უბოძეს. ამის გამო, მან დააარსა საკუთარი ბურბონთა დინასტია, რომელიც საუკუნეების მანძილზე მართავდა საფრანგეთს, ესპანეთს, სიცილიას, ნეაპოლს, ნავარას, ლუქსემბურგსა და პარმას.

1272 წელს რობერი დაქორწინდა შაროლუას გრაფ ჟანის ასულ ბეატრის ბურგუნდიელზე, რომელთანაც შეეძინა ექვსი შვილი:

  1. ლუი I (1279-1342), ბურბონის ჰერცოგი, ცოლად შეირთო მარი ავესნისი, რომელთანაც შეეძინა რვა შვილი;
  2. ბლანში (1281-1304), ცოლად გაჰყვა ოვერნისა და ბულონის გრაფ რობერ VII-ს. იგი იყო ბებია, საფრანგეთის დედოფალ ჟანა I ოვერნელისა;
  3. ჟანი (1283-1316), შაროლუას ბარონი, ცოლად შეირთო უგო სუასონელის ასული ჟანა დ'არგესი, რომელთანაც შეეძინა ორი შვილი;
  4. მარი (1285-1372), მონაზონი და პუასუს აბატისა;
  5. პიერი (1287-1330), პარიზის არქიდიაკვანი;
  6. მარგარიტა (1289-1309), პირველად ცოლად გაჰყვა ანდრიის გრაფ რაიმონ ბერენგარს, მისი გარდაცვალების შემდეგ კი იქორწინა ნემურის მარკიზ ჟან I-ზე.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Keen, Maurice (1984). "The Rise of the Tournament". Chivalry. Yale University Press. p. 87. ISBN 0-300-03360-5.