ბლანკა დე ბურბონი (ფრანგ. Blanche de Bourbon, ესპ. Blanca de Borbón; დ. 1339 — გ. 1361) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. ბურბონის ჰერცოგ პიერ I-ისა და იზაბელ დე ვალუას ქალიშვილი. კასტილიისა და ლეონის დედოფალი 1353-61 წლებში როგორც პედრო I მრისხანეს პირველი მეუღლე.

ბლანკა დე ბურბონი
კასტილიისა და ლეონის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 1353
მმართ. დასასრული: 1361
წინამორბედი: მარია პორტუგალიელი
მემკვიდრე: ხუანა მანუელა დე ვილენა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1339
გარდ. თარიღი: 1361
მეუღლე: პედრო I, კასტილიის მეფე
დინასტია: ბურბონები
მამა: პიერ I, ბურბონის ჰერცოგი
დედა: იზაბელ დე ვალუა
რელიგია: კათოლიციზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ბლანკა დაიბადა 1339 წელს საფრანგეთში. იგი იყო ბურბონის ჰერცოგ პიერ I-ისა და მისი მეუღლის, იზაბელ დე ვალუას შუათანა ქალიშვილი. როგორც კი წამოიზარდა, ესპანეთში გათხოვებისათვის დაუწყეს მზადება, რადგან მის მშობლებს სურდათ, მისი გათხოვებით რომელიმე ესპანური სამეფოს მოკავშირეები გამხდარიყვნენ.

1353 წლის 3 ივნისს, ვალიადოლიდში 14 წლის ბლანკა ცოლად შერთეს კასტილიისა და ლეონის მეფე პედრო I-ს. სავარაუდოდ, 1352 წლის 9 ივლისს პრეუილის სააბატოში მათი მარიონეტული ქორწინება შედგა. ეს ამ ქორწინებით შეიქმნა დიდი ალიანსი საფრანგეთსა და კასტილიას შორის. ისტორიკოსები თვლიან, რომ ბლანკამდე პედრო სიყვარულით, მალულად იყო დაქორწინებული მარია დე პადილაზე, თუმცა ვინაიდან არცერთი ისტორიული წყარო და ჩანაწერი არ მიუთითებს ამაზე, ეს უბრალოდ ლამაზ ლეგენდად რჩევა, პედროს პირველ ცოლად კი ბლანკა მიიჩნევა.

ქორწინებიდან სულ რაღაც სამ დღეში, პედრომ ბლანკას მარია დე პილადთან უღალატა აბაზანის მიღებისას. ცნობილია, რომ პედროს მარიასთან ოთხი უკანონო შვილი ჰყავდა.

საბოლოოდ, ბლანკას თავიდან ჩამოსაშორებლად, პედრომ იგი არევალოს ციხესიმაგრეში გამოკეტა. ბლანკას დეიდაშვილმა, საფრანგეთის მეფე ჟან II-მ რომის პაპ ინოკენტი VI-ს დედოფლის განთავისუფლების ბრძანება სთხოვა, რაზეც პაპისგან უარი მიიღო. დედოფალი ციხესიმაგრეში რჩებოდა, ისე, რომ მეფე არც კი ეკარებოდა. სწორედ ამიტომ, ბლანკასა და პედროს შვილები არ ჰყოლიათ.

1361 წლიდან, როდესაც პაპმაც მოსთხოვა მისი განთავისუფლება, პედრომ ბლანკა მედინა-სიდონიის ციხესიმაგრეში გადაიყვანა, პორტუგალიის საზღვართან. ამით მან მის მოკავშირე საფრანგეთს, არაგონსა და რომს მოსწყვიტა.

1361 წელსვე, როდესაც მეფე პედრო ვალენსიის ომიდან დაბრუნდა, იმედოვნებდა, რომ თავისი ყველა მტერი უკვე მოშორებული ჰყავდა, თუმცა მალევე მას თავისზე გადამტერებული დედოფალი გაახსენდა. პედრომ მკვლელი დაიქირავა და მედინა-სიდონიაში ბლანკას მიუგზავნა, რომელმაც დედოფალი მუცელში მრავლობითი ჭრილობის მიყენებით გამოასალმა სიცოცხლეს. ამ დროისათვის ბლანკას მშობლიურ საფრანგეთს უკვე აღარ შესწევდა იმის ძალა, რომ პედროზე შური ეძია. მისი მკვლელობიდან რამდენიმე წელიწადში, პედრო მეორედ დაქორწინდა ხუანა დე კასტროზე.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Hale, Edward Everett, and Susan Hale. The Story of Spain. Story of the nations. New York: G.P. Putnam's Sons, 1886. googlebooks.com Accessed November 16, 2007
  • Espasa-Calpe SA, ed. (1920). Enciclopedia Universal Ilustrada Europeo-Americana. Tomo 42. Rios Rosas. numero 26, Madrid. pp. 1332–1333.
  • Quoted in Pozo, Josef Ledo del (1780). Apologia del rey Don Pedro de Castilla, conforme a la cronica verdadera de Don Pedro Lopez de Ayala. Imprenta de Hernandez, Madrid. pp. 355–356.
  1. https://commons.wikimedia.org/wiki/Category:Blanche_of_Bourbon