ედუარდი (შავი პრინცი)

ედუარდ ვუდსტოკი, უელსის პრინცი, კორნუოლის ჰერცოგი, აკვიტანიის პრინცი (დ. 15 ივნისი, 1330 — გ. 8 ივნისი, 1376) — ინგლისის მეფის, ედუარდ III-ის უფროსი ვაჟი და რიჩარდ II-ის მამა.

ედუარდი, უელსის პრინცი წვივსახვევის ორდენის რაინდი (1453)

სახელი ვუდსტოკი ედუარდმა დაბადების ადგილის მიხედვით მიიღო, თუმცა XVI საუკუნიდან მას შავი პრინცის სახელით იცნობენ. ასწლიანი ომის განმავლობაში მან თავი გამოიჩინა კრესისა და პუატიეს ბრძოლებში, რითიც სამშობლოში დიდი პოპულარობა მოიპოვა. 1348 წელს ის გახდა წვივსახვევის ორდენის ერთ-ერთი დამაარსებელი რაინდი.

ედუარდი მამამისზე ერთი წლით ადრე გარდაიცვალა და არის პირველი ინგლისელი უელსის პრინცი, რომელიც ინგლისის მეფე არ გამხდარა. ტახტი ედუარდ III-ის სიკვდილის შემდეგ მის მცირეწლოვან ვაჟს, რიჩარდ II-ს გადაეცა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება