რიჩარდ II
(გადამისამართდა გვერდიდან რიჩარდ II (ინგლისი))
რიჩარდ II (ინგლ. Richard II; დ. 6 იანვარი, 1367, ბორდო — გ. 14 თებერვალი, 1400, პონტეკრაფტი, იორკშირი) — ინგლისის მეფე 1377–1399 წლებში. პლანტაგენეტების დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი, ედუარდ III-ის შვილიშვილი. მისი მცირეწლოვნობის დროს ქვეყანას მართავდა საბჭო, რომელსაც მისი ბიძა ლანკასტერის ჰერცოგი ჯონ გონტი ედგა სათავეში. უშუალოდ მონაწილეობდა უოტ ტაილერის აჯანყების (1381 წ.) ჩახშობაში. 1397 წლიდან ერთპიროვნულად მართავდა, რამაც მსხვილი ფეოდალური აჯანყება გამოიწვია. 1399 წლის 30 სექტემბერს ტახტიდან ჩამოაგდეს. უილიამ შექსპირმა უძღვნა მას ისტორიული დრამა „რიჩარდ II“.
რიჩარდ II | |
---|---|
![]() | |
ინგლისის მეფე | |
კორონაცია: | 16 ივლისი, 1377 |
მმართ. დასაწყისი: | 21 ივნისი, 1377 |
მმართ. დასასრული: | 29 სექტემბერი, 1399 |
წინამორბედი: | ედუარდ III |
მემკვიდრე: | ჰენრი IV |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 6 იანვარი, 1367 |
დაბ. ადგილი: | ბორდო, საფრანგეთი |
გარდ. თარიღი: | 14 თებერვალი, 1400 (33 წლის) |
გარდ. ადგილი: | პონტეფრაქტი, ინგლისი |
დაკრძ. ადგილი: | უესტმინსტერის სააბატო, ლონდონი, ინგლისი |
მეუღლე: |
ანა ბოჰემიელი (ქ. 1382 - გარდ. 1394) ისაბელ დე ვალუა (ქ. 1396) |
დინასტია: | პლანტაგენეტები |
მამა: | ედუარდი, უელსის პრინცი |
დედა: | ჯოან კენტელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 399.