მარინა ფაილოძე

ქართველი მეცნიერი, ექიმი-პათოლოგანატომი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

მარინა ფაილოძე (დ. 1954) — ქართველი მეცნიერი, ექიმი-პათოლოგანატომი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (2006).

მარინა ფაილოძე
დაბ. თარიღი 1954
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა ექიმი და მეცნიერი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

1977 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი.

1977–2015 წლებში იყო ჩაჩავას კლინიკის მორფოლოგიური ლაბორატორიის მორფოლოგი. 2008 წლიდან სადაზღვევო კომპანიების „მედიჰელფის“, „გიდმედისა“ და „გერმანული კლინიკის“ ციტოლოგი. 2008 წლიდან იყო საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმეს და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის მორფოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი. 2015 წლიდან ღუდუშაურის ეროვნული სამედიცინო ცენტრის მორფოლოგი. 2018 წლიდან იყო თბილისის კლინიკური პათოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის მორფოლოგი. 2012 წლიდან მუშაობს ქირურგიის ეროვნულ ცენტრში გინეკოლოგიური მორფოლოგიის (ოპერაციული, ბიოფსიური, ციტოლოგიური), პლაცენტის პათოლოგიის და აბორტული (22 კვირამდე ვადით ნაყოფებში) ნაყოფების კვლევის მიმართულებით. არის 50–მდე სამეცნიერო შრომის ავტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — „დროული ნაყოფის თირკმელზედა ჯირკვლების და პლაცენტის მორფო-ფუნქციური ცვლილებების კორელაციური კავშირი მწვავე და ქრონიკული ჰიპოქსიის პირობებში“, დაიცვა 1989 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა — „საკვერცხის ფოლიკულური აპარატის და ყვითელი სხეულის დისგენეზია საშვილოსნოს პროლიფერაციული მიომებით დაავადებულ რეპროდუქციული პერიოდის ქალებში“, დაიცვა 2006 წელს.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება