მარიკა ჯიქია

ქართველი ენათმეცნიერი, მეცნიერი, პედაგოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მარიკა ჯიქია (დ. 1948) — ქართველი ენათმეცნიერი, მეცნიერი, პედაგოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

მარიკა ჯიქია
დაბ. თარიღი 1948
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა ენათმეცნიერი და პედაგოგი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1969 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი, სპეციალობა — თურქული ენა და ლიტერატურა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. ასევე 1971 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტი, სპეციალობა — მუსიკათმცოდნე, 1972 წელს ასპირანტურის კურსი სტრუქტურული და გამოყენებითი ლინგვისტიკის კათედრაზე.

1973-1976 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ზოგადი ენათმეცნიერების კათედრასთან არსებული ექსპერიმენტული ფონეტიკის ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1997-2004 წლებში იყო ამავე უნივერსიტეტის თურქოლოგიის კათედრის პროფესორი. 2004-2006 წლებში თურქოლოგიის კათედრის გამგე. 2006 წლიდან იყო ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის თურქოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და პროფესორი. 1976-1995 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკად. გიორგი წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ტიპოლოგიის განყოფილების უმცროსი, უფროსი და წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი. 1996-2006 წლებში ამავე ინსტიტუტის ტიპოლოგიის განყოფილების გამგეა. 2006-2011 წლებში იყო ტიპოლოგიის განყოფილების მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი. 2011-2017 წლებში საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის „თესაურუსის“ კომიტეტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი. 1996-2011 წლებში იყო აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრი. 1996-2006 წლებში აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტთან არსებული სადისერტაციო საბჭოს წევრი. 2004 წელს იყო საერთაშორისო ფორუმის, გლობალიზაცია და ცივილიზაციათა დიალოგის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი. 2006-2011 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭოს წევრი. 2006 წლიდან კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს წევრი. არის სამეცნიერო კონფერენციების მონაწილე, სამეცნიერო შრომების ავტორი. იყო გრაფინია მ. დოენჰოფის (გერმანია) სტიპენდიატი (1999), 2009 — შოთა რუსთაველის სახელობის სტიპენდიატი (2009). თურქული სამყაროს კვლევაში განსაკუთრებული დამსახურებისათვის მიღებული აქვს თურქი მწერლებისა და ხელოვანთა ასოციაციის ჯილდო (1999).

სადოქტორო დისერტაციის თემა — „თურქიზმები ქართველურ ანთროპონიმიკონში“, დაიცვა 1995 წელს.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • დიალექტოლოგიური ძიებანი = Ağiz araştirmalari = Dialectological studies: თურქულ-ქართულ დიალექტთა ურთიერთმიმართების საკითხები, თბ., ქართული აკადემირი წიგნი, 2016, გვ. 192 ISBN 9789941946578
  • თურქული ნასესხობები ქართულ სალიტერატურო ენაში = Turkish borrowings in the georgian literary language = Gurcu edebi dilindeki turkce odunclemeler: მონოგრაფია, თბ., „მწიგნობარის“ გამ-ბა, 2013, გვ. 110 ISBN 9789941424823
  • თურქიზმები ქართველურ ანთროპონიმიაში: მონოგრაფია, თბ., სიტყვა, 2008, გვ. 208 ISBN 9789941012907

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006, ირინა ჯაფარიძე, თბ., 2012, გვ. 513

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მარიკა_ჯიქია“-დან