ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მარიგო პოსიო (ალბ. Marigo Posio; 1882-1932) —ალბანელი სოციალური აქტივისტი, ალბანეთის ნაციონალური მოძრაობის აქტივისტი, ალბანეთში ქალთა უფლებებისთვის მებრძოლი.[1]

მარიგო პოსიო
მშობლიური სახელი Marigo Posio
დაბადების სახელი Marigo Poçi
დაბადების თარიღი 2 თებერვალი, 1882
კორჩა, ოსმალეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 23 თებერვალი, 1932 (50 წლის)
ვლორა, ალბანეთი
დაკრძალულია ვლორა, ზვრნეცის მონასტრის სასაფლაო
მოქალაქეობა ალბანეთის დროშა ალბანეთი
ქვეშევრდომობა ოსმალეთის დროშა ოსმალეთის იმპერია
საქმიანობა პოლიტიკოსი, ჟურნალისტი, სოციალური აქტივისტი, ქალთა უფლებების დამცველი
მეუღლე(ები) იოვან პასიო

ბიოგრაფია

რედაქტირება

მარიგო პოსიო დაიბადა 1882 წლის 2 თებერვალს ოსმალეთის იმპერიის ქალაქ კორჩაში, პაპა კოსტა პოჩისა და ლენკა ბალაურის ოჯახში. მისი და ურანი დაქორწინებული იყო ალბანელ პოლიტიკოსსა და დრამატურგზე კრისტო ფლოკიზე, ხოლო ძმები — ნიკო და კრისტო, ემიგრაციაში წავიდნ ამერიკის შეერთებულ შტატებში: ნიკო ცხოვრობდა ნატიკში (მასაჩუსეტსის შტატი); კრისტო — სოლტ ლეიკ სიტიში (იუტას შტატი).

მარიგომ განათლება კორჩას First Albanian School-ში მიიღო. საკმაოდ ადრეულ ასაკში ის ცოლად გაჰყვა იოვან პოსიოს. წყვილი 1904 წელს სამხრეთ ალბანეთში საპორტო ქალაქ ვლორაში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მათი სახლი ალბანელი პატრიოტი მოღვაწეების შეხვედრის ადგილი გახდა. მარიგო  პატრიოტული კლუბის Laberia-ს წევრი იყო, რომელიც  ქალაქში 1908 წელს დაარსდა. მისი ინიციატივით 1909 წელს შეიქმნა ალბანური სკოლა.[2]

 
მარიგო პოსიოს ბიუსტი

როდესაც 1912 წლის 28 ნოემბერვლორაში ალბანეთის დამოუკიდებლობის დეკლარაცია გამოცხადდა, ქალაქში თავად მარიგო პოსიოს მიერ შეკერილი დროშა აღმართეს. როგორც ავტორიტეტული ალბანელი პოლიტიკოსი ლეფ ნოსი იტყობინებოდა, რომ შავი არწივი ატლასისგან გამოჭრეს და წითელ ქსოვილს დააკერეს. მარიგომ საკუთარი ხარჯებით დაამზადა დროშის რამდენიმე ეგზემპლარი ვლორას სხვადასხვა საჯარო დაწესებულებისთვის.[3]

მარიგო 1914 წლის 13 მაისს დაარსებული ალბანელ ქალთა ორგანიზაციის ლიდერი იყო.  რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, ეხმარებოდა ალბანეთსა და საბერძნეთში სასაზღვრო ომის დაჭრილ ჯარისკაცებს. ორგანიზაციის  წევრები იყვნენ იმ დროის გამოჩენილი ალბანელი მოღვაწეების, მათ შორის სირჯა ვლორას და მეჰმედ ფაშას ცოლები.[4]

1921 წლის თებერვალში მან დაიწყო თავისი წიგნის Shpresa shqiptare („ალბანური იმედი“) გამოცემა, რომელიც შედგებოდა ექვსი ნაწილისგან (ექვსი გამოშვება).

მოგვიანებით ოჯახს მთელი რიგი უსიამოვნება დაატყდა თავს. ჯერ ბავშვებთან დაკავშირებით, შემდეგ თავად მარიგო პოსიოს შეერყა ჯანმრთელობა: იგი ტუბერკულოზით დაავადდა. პოლიტიკოსმა და დრამატურგმა კრისტო ფლოკიმ 1928 წლის 9 დეკემბერს ხმა აიმაღლა  და ალბანეთის ხელისუფლება დაადანაშაულა ალბანეთის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი  მარიგო პოსიოს წვლილის  დავიწყებაში.  მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მარიგო პოსიოს არ მიუღია ვეტერანის სტატუსი, ისევე როგორც 1912 წლის მოვლენების ბევრ სხვა მონაწილეს.[5]

ალბანელი პატრიოტი მივიწყებული გარდაიცვალა 1932 წლის 23 თებერვალს ქალაქ ვლორაში და დაკრძალეს ზვრნეცის მონასტრის სასაფლაოზე.

მარიგო პოსიოს სახელი მიანიჭეს ერთ-ერთ სკოლას ალბანეთის ქალაქ ვლორაში.[6][7]

  1. Genuario Belmonte, Salvatore Moscatello (2008), Thalassia Salentina, vol. 31, Stazione di Biologia Marina del Salento, p. 24
  2. Ferit Vokopola (2009), Botohet per here te pare ditari i nje prej firmetareve te aktit te Pavaresise[მკვდარი ბმული] (ალბან.), shqiperia.com, ...emrin e Marigo Posios, me origjinë nga Korça...
  3. Robert Elsie (2010), Historical Dictionary of Albania, Historical Dionaries of Europe, vol. 75 (2 ed.), Scarecrow Press, p. 483, ISBN 978-0810861886
  4. Ferit Vokopola (2009), Botohet per here te pare ditari i nje prej firmetareve te aktit te Pavaresise (ალბან.), shqiperia.com, ...emrin e Marigo Posios, me origjinë nga Korça...
  5. Aleks Buda, ed. (1985), Fjalor enciklopedik shqiptar, Akademia e Shkencave e RPS të Shqipërisë, p. 375, OCLC 15296028
  6. Korce, commemoration of Marigo Posio, Top-Channel, 2014-08-23, archived from the original on 2016-04-22, The National Museum of Education in Korce is commemorating the 82-nd anniversary of the death of Marigo Posiso, the girl that sew the independence flag. She was one of the first students of the first Albanian school. Marigo Posio is a figure that has many merits in the history of Albania, of Korce and in the consolidation of the Albanian woman.
  7. Shkolla 9-vjeçare «Marigo Posio» (Vlorë). ციტირების თარიღი: 11 აპრილი 2016. დაარქივებულია 19 აპრილი 2016.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მარიგო_პოსიო“-დან