მარგარიტა ტერეხოვა

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მარგარიტა ბორისის ასული ტერეხოვა (რუს. Маргари́та Бори́совна Те́рехова, დ. 25 აგვისტო, 1942, ტურინსკი, სვერდლოვსკის ოლქი) — საბჭოთა და რუსი მსახიობი, თეატრისა და კინოს რეჟისორი. რუსეთის ფედერაციის სახალხო არტისტი (1996), კონსტანტინე სტანისლავსკის თეატრის პრემიის ლაურეატი (1992).[1]

მარგარიტა ტერეხოვა
რუს. Маргари́та Бори́совна Те́рехова
დაბადების თარიღი 25 აგვისტო, 1942 (1942-08-25) (82 წლის)
ტურინსკი, სვერდლოვსკის ოლქი, სსრკ
ეროვნება რუსი
მოქალაქეობა დროშა: სსრკ სსრკ, დროშა: რუსეთი რუსეთი
საქმიანობა მსახიობი, რეჟისორი
აქტიური 1964-2005
ჯილდოები რსფსრ დამსახურებული არტისტი,
რუსეთის სახალხო არტისტი,
ღირსების ორდენი

მსახიობს მრავალი როლი აქვს შესრულებული. გადაღებულია ისეთ ფილმებში, როგორიცაა „მონოლოგი“ (1972), „ძაღლი თივაზე“ (1977), „დ'არტანიანი და სამი მუშკეტერი“ (1978), „ღვთისმოსავი მარტა“ (1980), „სარკე“ (1974) და სხვა.

ბიოგრაფია

რედაქტირება

იგი დაიბადა 1942 წლის 25 აგვისტოს სვერდლოვსკის რაიონის ქალაქ ტურინსკში, რეგიონალური დრამატული თეატრის მსახიობის ბორის ივანეს ძე ტერეხოვის ოჯახში. დედაც, გალინა სტანისლავის ასული ტომაშევიჩი — მსახიობი იყო.[2] მოგვიანებით ტერეხოვის ოჯახი საცხოვრებლად უზბეკეთში გადავიდა.

საშუალო სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა. ის იყო უზბეკეთის სსრ ახალგაზრდული კალათბურთის ნაკრების კაპიტანი. 1959 წლიდან სწავლობდა ტაშკენტის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე ორი წლის განმავლობაში. შემდეგ დატოვა უნივერსიტეტი და მოსკოვში გაემგზავრა, სადაც ჩაირიცხა მოსსოვეტის თეატრთან არსებულ ი. ზავადსკის სტუდიაში.[3]

1964 წელს სკოლის დამთავრების შემდეგ, იგი გახდა მოსსოვეტის თეატრის მსახიობი, რომლის სცენაზე მუშაობდა მრავალი წლის განმავლობაში, ითამაშა მრავალი საინტერესო როლი, მათ შორის კლეოპატრა სპექტაკლში „კეისარი და კლეოპატრა“, რომელიც დაფუძნებულია ჯ. ბ. შოუს პიესაზე (1964), მარი სპექტაკლში „კლოუნის თვალებით“ დაფუძნებული ჰ. ბიოლის რომანზე (1968), სონია სპექტაკლში „დანაშაული და სასჯელი“ ფ. დოსტოევსკის რომანის მიხედვით (1971), ელიზაბეტი „სამეფო ნადირობაში", დაფუძნებული ლ. ზორინის პიესაზე (1977).

1965 წელს ტერეხოვას დებიუტი შედგა კინოში — ტანიას როლით ფილმში „გამარჯობა, ეს მე ვარ!“ (რეჟ. ფრუნზე დოვლატიანი). მსახიობს პოპულარობა მოუტანა როლებმა პავლე ლიუბიმოვის ფილმ-დრამაში „ტალღებზე მორბენალი“ (ალექსანდრე გრინის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით; ფრეზი გრანტი), ანდრეი სმირნოვის „ბელორუსიის ვაგზალში“ (ნატაშა შიპილოვა), ანდრეი ტარკოვსკის „სარკეში“ (მარია და ნატალია).

მარგარიტა ტერეხოვამ განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა 1970-იანი წლების ბოლოს, კოსტიუმირებული მუსიკალური სატელევიზიო ფილმების („ძაღლი თივაზე“, „დ'არტანიანი და სამი მუშკეტერი“ და „ღვთისმოსავი მარტა“) გამოსვლის შემდეგ. „ძაღლი თივაზე“ და „ღვთისმოსავ მარტა“-ში პროფესიონალი მომღერლები ასრულებდნენ ტერეხოვას ვოკალურ პარტიებს, ხოლო ფილმში „დ'არტანიანი და სამი მუშკეტერი“ მან დამოუკიდებლად შეასრულა ვოკალური ნომერი იმ სცენაზე, სადაც მილედი ფელტონს ბუკინგემის მოკვლის პროვოცირებას უწევს. ამავდროულად, მაქსიმ დუნაევსკი, რომელმაც მთელი მუსიკა დაწერა ამ ფილმისთვის, უკმაყოფილო იყო მისი ვოკალით. მისი აზრით, „მარგარიტა ტერეხოვა… ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა მუსიკალურობის სრული ნაკლებობაა“, რის შედეგადაც მუსიკალური ნომერი მისი მონაწილეობით წარუმატებელი აღმოჩნდა.[4]

მარგარიტა ტერეხოვა მუშაობდა და მეგობრობდა იგორ ტალკოვთან. 1983 წლიდან 1987 წლამდე თამაშობდა მათ მიერ ორგანიზებულ თეატრალურ ჯგუფ „ბალაგანჩიკში“[5] [6] [7] .

2005 წელს შედგა ტერეხოვას დებიუტი, როგორც რეჟისორისა და სცენარისტის. მან გადაიღო ფილმი „თოლია“ ანტონ ჩეხოვის პიესის მიხედვით, რომელშიც თავად არკადინას როლი შეასრულა.

2012 წელს, მოსკოვის X რუსული ფილმის ფესტივალზე — „მოსკოვის პრემიერა“ — კინოცენტრში კრასნაია პრესნიაზე, გაიმართა ზეიმი მარგარიტა ტერეხოვას 70 წლის იუბილეს პატივსაცემად. კინოფესტივალის პრეზიდენტმა ალექსეი ბატალოვმა და რეჟისორის ანდრეი ტარკოვსკის დამ, მარინამ „ყველა დროის მსახიობის“ დიპლომი და საპატიო პრიზი გადასცეს კინოში შეტანილი წვლილისთვის.[8]

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

სამჯერ იყო დაქორწინებული:

  • პირველი ქორწინება (1964-1967 წწ.) — რუსეთის დამსახურებულ არტისტ ვიაჩესლავ ბუტენკოსთან.
  • მეორე ქორწინებიდან (1967-1969) ბულგარელ მსახიობ სავა ხაშიმოვთან — ქალიშვილი ანა ტერეხოვა (მსახიობი) და შვილიშვილი მიხაილ დობრინინი.
  • მესამე ქორწინებიდან (1980-1995) რეჟისორ გეორგი გავრილოვთან (1960-2020) — ვაჟი ალექსანდრე ტერეხოვი, მსახიობი, ფოტოგრაფი, მხატვარი [9] [10] (დ. 1981), [11] დაამთავრა ВГИК. ოფიციალური ვერსიით, მამა გიორგი გავრილოვია, მაგრამ პრესაში არაერთხელ დაიწერა, რომ ალექსანდრეს მამა არის ტაჯიკი ბიზნესმენი და პოლიტიკოსი საიფიდინ ტურაევი. ტერეხოვამ და ტურაევმა 1980 წელს გაიცნეს ერთმანეთი მსახიობის ვიზიტის დროს ტაჯიკეთში, ისტარავშანში. იმ დროს ტურაევი ხელმძღვანელობდა საქსოვ ქარხანას, იყო დაქორწინებული, ტერეხოვასთან ქორწინება შეუძლებელი იყო; ის თავად უარყოფს მამობას. ფილმში „თოლია“ ალექსანდრე გადაიღეს სახელით „ტურაევი“, რაც დაფიქსირებულია ტიტრებში. დაქორწინებულია მომღერალ ტატიანა ნაინიკზე; 2015 წლის 24 აგვისტოს მათ შეეძინათ ქალიშვილი ვერა ტერეხოვა, მარგარიტა ტერეხოვას შვილიშვილი.

ავადმყოფობა

რედაქტირება

2000-იანი წლების შუა პერიოდიდან მსახიობს დაეწყო ალცჰეიმერის დაავადების პროგრესირება ტერეხოვამ ბოლო საჯარო ინტერვიუ 2009 წელს მისცა დიმიტრი გორდონს და 2011 წელს გადაცემას „და ისევ გამარჯობა“. ბოლო წლებში ტერეხოვა ვეღარ მოძრაობს დამოუკიდებლად, არ დგება და ვერ ცნობს ნათესავებს, მეგობრებს, მათ შორის შვილებსა და შვილიშვილებს.[12] [13] [14] [15] [16] [17]

აღიარება და ჯილდოები

რედაქტირება
  • 1976 — რსფსრ დამსახურებული არტისტი — საბჭოთა კინემატოგრაფიის სფეროში დამსახურებისთვის [18]
  • 1991 — გრან პრი სანრემოს (იტალია) საავტორო ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალზე (ფილმი „მხოლოდ გიჟებისთვის")
  • 1992 — სკანდინავიური კინოს საერთაშორისო ფესტივალის პრიზი რუანში (საფრანგეთი) (ფილმი „მხოლოდ გიჟებისთვის")
  • 1993ბრიუგეს (ბელგია) საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი (ფილმი „მხოლოდ გიჟებისთვის")
  • 1996 — რუსეთის ფედერაციის სახალხო არტისტი — ხელოვნების სფეროში დიდი დამსახურებისთვის[19]
  • 2002სვერდლოვსკის ოლქის ტურინის რაიონის საპატიო მოქალაქე[20] [21] [22]
  • 2002 — მოსკოვის მთავრობის საპატიო სერთიფიკატი — თეატრალური ხელოვნების განვითარებაში დიდი შემოქმედებითი მიღწევებისთვის და იუბილესთან დაკავშირებით[23]
  • 2012 — რუსული კინოს მეათე მოსკოვის ფესტივალის „მოსკოვის პრემიერა" (2012) დიპლომი და საპატიო პრიზი (კინოში შეტანილი წვლილისთვის)
  • 2013 — რუსეთის ფედერაციის ღირსების ორდენი — ეროვნული კულტურისა და ხელოვნების განვითარების საქმეში დიდი დამსახურებისთვის, მრავალწლიანი ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის[24]

შემოქმედება

რედაქტირება

ფილმოგრაფია

რედაქტირება

მხატვრული

რედაქტირება
წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1965 გამარჯობა, ეს მე ვარ! Здравствуй, это я! ტანია
1967 ტალღებზე მორბენალი Бегущая по волнам ფრეზი გრანტი
1972 ჩემი ცხოვრება Моя жизнь მაშა დოლჟიკოვა
1974 სარკე Зеркало ნატალია (ალექსეის ცოლი) / მარია (ალექსეის დედა)
1975 რიკი-ტიკი-ტავი Рикки-Тикки-Тави მარგარეტ ლოუსონი
1976 დღის მატარებელი Дневной поезд ვერა კარცევა
1977 ძაღლი თივაზე Собака на сене გრაფინია დიანა
1978 დ'არტანიანი და სამი მუშკეტერი Д’Артаньян и три мушкетёра მილედი
1978 წერო Аист დორინა
1980 სანტა ესპერანსა Санта Эсперанса იზაბელა
1980 ღვთისმოსავი მარტა Благочестивая Марта დონა მარტა
2005 თოლია Чайка ირინა არკადინა

დოკუმენტური

რედაქტირება
  • Маргарита Терехова. Отцы и дети. Документальный фильм. Автор: Елена Цыганкова. Т/к «Арт-Л», 2014 г. Первый канал. 17.10.2017. 50 минут.
  • Маргарита Терехова. Одна в Зазеркалье. Документальный фильм. Автор: Наталья Передельская. ТК «Смарт-Муви», 2016 г. Первый канал. 12.08.2018. 50 минут.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Мария Воробьёва. «Маргарита Терехова. Из первых уст». — М., 2012

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Кто есть кто в России и в ближнем зарубежье: Справочник. — М., 1993. — С. 637
  2. «Никто не довёз меня до Туринска»: зачем Маргарита Терехова всю жизнь рвалась в уральский городок (2017-08-25). ციტირების თარიღი: 2022-01-06
  3. Маргаритa Тереховa. ВокругТВ. ციტირების თარიღი: 2015-03-20.
  4. Дунаевский Максим Исаакович, Фёдоров Максим, Гапоненко Виталий. (2018-10) Максим Дунаевский об ансамбле «Фестиваль», песнях для кино. ციტირების თარიღი: 2020-04-07.
  5. Биография Маргариты Тереховой. РИА Новости. ციტირების თარიღი: 2015-03-18.
  6. Памяти Игоря Талькова посвящается… Статьи. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-24. ციტირების თარიღი: 2011-06-08.
  7. Биография Игоря Талькова
  8. Больную Маргариту Терехову коллеги довели до слёз
  9. Маргарита Терехова: «Я не буду до конца своих дней актрисой»
  10. Терехов (Тураев) Александр
  11. Прекрасный сфинкс Маргарита Терехова // womenclub.ru, 26 сентября 2010
  12. Gazeta.ru, 17 декабря 2018. «Одна из поздних стадий»: сын рассказал о здоровье Тереховой
  13. Болезнь Маргариты Тереховой. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-25. ციტირების თარიღი: 2022-06-18.
  14. Абре Майя. (2017-08-24) Дочь Маргариты Тереховой: Маму лечат фильмы, где она снималась. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-01-03. ციტირების თარიღი: 2022-06-18.
  15. Маргарита Терехова: «Сын перестал разговаривать со мной». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-02-01. ციტირების თარიღი: 2022-06-18.
  16. Gazeta.ru, 6 марта 2019. Сэкономили на сиделке? Что происходит с Маргаритой Тереховой
  17. КП, 14 марта 2019. Болезнь Маргариты Тереховой: семью актрисы шантажирует сиделка
  18. Указ Президиума Верховного Совета РСФСР от 31 декабря 1976 года «О присвоении почётных званий РСФСР работникам кинематографии»
  19. Указ Президента Российской Федерации от 22 ноября 1996 года № 1481 «О награждении государственными наградами Российской Федерации»
  20. https://www.oblgazeta.ru/society/29881/ В Туринске появилась суперзвезда отечественного кино
  21. http://turinsk.midural.ru/article/show/id/90 Почетные граждане Туринска и Туринского района Свердловской области
  22. https://www.e1.ru/news/spool/news_id-475318.html «Никто не довёз меня до Туринска»: зачем Маргарита Терехова всю жизнь рвалась в уральский городок
  23. Распоряжение Правительства Москвы от 5 августа 2002 года № 1134-рп «О награждении Почётной грамотой Правительства Москвы»
  24. Указ Президента Российской Федерации от 19 января 2013 года № 33 «О награждении государственными наградами Российской Федерации»