მარგარიტა გოგოლაშვილი
მარგარიტა (მარგო) კონსტანტინეს ასული გოგოლაშვილი (დ. 30 მაისი, 1911, თბილისი — გ. 28 ოქტომბერი, 2002, იქვე) — ქართველი თეატრმცოდნე, მთარგმნელი; საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1976).
მარგო გოგოლაშვილი | |
---|---|
დაბადების სახელი | მარგარიტა გოგოლაშვილი |
დაბადების თარიღი |
30 მაისი, 1911 თბილისი |
გარდაცვალების თარიღი |
28 ოქტომბერი, 2002 თბილისი |
ეროვნება | ქართველი |
საქმიანობა | თეატრმცოდნე |
ბიოგრაფია
რედაქტირება1931 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი, 1937 წელს კი — სასცენო ხელოვნების უმაღლესი კურსები აკაკი ფაღავას ხელმძღვანელობით. ველისციხის სახელმწიფო თეატრში დადგა ალექსანდრე ოსტროვსკის „უდანაშაულო დამნაშავენი“ და ნ. სტეპანოვის „პატრიოტები“. 1952–1953 წლებში იყო თბილისის თოჯინების სახელმწიფო ქართული თეატრის დირექტორი. 1950-იანი წლებიდან ქართულ და რუსულ პრესაში აქვეყნებდა წერილებსა და რეცენზიებს. თანამშრომლობდა ქართული და რუსული ენციკლოპედიების რედაქციებთან. თარგმნა პიესები: ა. ოსტროვსკის „ლამაზი მამაკაცი“ (მ. გიჟიმყრელთან ერთად), მაქსიმ გორკის „მოხუცი“, „ბარბაროსები“; მორის მეტერლინკის „მონა ვანა“ და სხვ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ცუცქირიძე შ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 67-68.