მარგარეტ შრამბოკი
მარგარეტ შრამბოკი | |
ავსტრიის ციფრულ და ეკონომიკურ საქმეთა მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
7 იანვარი, 2020 – 9 მაისი, 2022 | |
კანცლერი | სებასტიან კურცი ალექსანდერ შალენბერგი კარლ ნეჰამერი |
წინამორბედი | ელისაბედ უდოლფ შტრობლი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
18 დეკემბერი, 2017 – 3 ივნისი, 2019 | |
კანცლერი | სებასტიან კურცი |
წინამორბედი | იოზეფ მოზერი |
მემკვიდრე | ელისაბედ უდოლფ შტრობლი |
დაბადებული | 12 მაისი, 1970 (52 წლის) ტიროლი, ავსტრია |
მოქალაქეობა | ავსტრია |
პოლიტიკური პარტია | ავსტრიის სახალხო პარტია |
განათლება | ვენის ეკონომიკური უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | საზოგადოებრივ მეცნიერებათა დოქტორი |
ჯილდოები | წლის ტიროლელი (2017) ვენის ეკონომიკის და ბიზნესის უნივერსიტეტი — წლის ბიზნეს მენეჯერი (2017) |
მარგარეტ შრამბოკი (გერმ. Margarete Schramböck დ. 1970 წლის 12 მაისს სანტ-იოჰან-ინ -ტიროლში) — ავსტრიელი ბიზნეს მენეჯერი და პოლიტიკოსი, 2016 წლის მაისიდან 2017 წლის ოქტომბრამდე იყო A1 Telekom Austria-ს აღმასრულებელი დირექტორი. 2017 წლის დეკემბრიდან 2019 წლის ივნისამდე და 2020 წლის იანვრიდან 2022 წლის მაისამდე იკავებდა ციფრულ და ეკონომიკურ საქმეთა მინისტრის პოსტს სებასტიან კურცის პირველ და მეორე, ასევე ალექსანდრე შალენბერგის და კარლ ნეჰამერის მთავრობებში; მარგარეტ შრამბოკი ავსტრიის სახალხო პარტიის წევრია.
ადრეული წლები და განათლება
რედაქტირებამარგარეტ შრამბოკი დაიბადა 1970 წლის 12 მაისს ავსტრიის ქალაქ სანტ-იოჰან -ინ ტიროლში; 1989 წელს დაამთავრა ქალაქის გიმნაზია.
1994 წელს ვენის ეკონომიკისა და ბიზნესის უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია ალმასების საერთაშორისო ბაზრის შესახებ. შედეგად, გახდა სოციალურ და ეკონომიკურ მეცნიერებების მაგისტრის ხარისხის მფლობელი (Mag. rer. soc. oec.). 1997 წელს დაიცვა დისერტაცია ბიზნეს კონსალტინგის მომავალზე და მიიღო დოქტორის ხარისხი სოციალურ და ეკონომიკურ მეცნიერებებში (Dr. rer. soc. oec.) შემდეგ სწავლა გააგრძელა ლიონის უნივერსიტეტში, რომელიც დაამთავრა 1999 წელს ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხით. [1][2] [3]
კარიერა კერძო სექტორში
რედაქტირებამარგარეტ შრამბოკი 1995 წლიდან მუშაობდა Alcatel-ში სხვადასხვა პოზიციებზე: 1995 წლიდან 1997 წლამდე — აუდიტორად ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, 1997 წელს გადავიდა ელექტრონული ბიზნესის განყოფილებაში, სადაც დაიკავა აქტივების მენეჯმენტის ხელმძღვანელის თანამდებობა. 1999 წლიდან იყო სერვისის დირექტორი. 2000 წელს დაინიშნა NextiraOne ავსტრიის აღმასრულებელ დირექტორად; 2008 წლიდან 2011 წლამდე მართავდა კომპანიას "NextiraOne Germany". [3] [4] მას შემდეგ, რაც ხსენებული კომპანია 2014 წელს Dimension Data -მ გადაიბარა, შრამბოკი დარჩა თანამდებობაზე, როგორც Dimension Data -ს ავსტრიული განყოფილების მმართველი დირექტორი.
2016 წლის 1 მაისიდან შრამბოკი გახდა ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო პროვაიდერის A1 Telekom Austria-ის ხელმძღვანელი [3] [5] მისი თანამდებობაზე ყოფნის ვადა თავდაპირველად ხუთ წელს უნდა გაგრძელებულიყო ,[6] თუმცა 2017 წლის 17 ოქტომბერს — ავსტრიის საკანონმდებლო არჩევნებიდან სულ რაღაც ორი დღის შემდეგ, A1-მა დაადასტურა, რომ შრამბოკი თანამდებობას ტოვებდა. [7] კომპანიის მართვის პასუხისმგებლობა დროებით აიღო მარკუს გრაუსამმა,. [8]
პოლიტიკური კარიერა
რედაქტირებაშრამბოკი არ შედიოდა რომელიმე პოლიტიკური პარტიის შემადგენლობაში, მიუხედავად ამისა, იყო მაგრიოჰანა მიკლ-ლაიტნერის, სახალხო პარტიის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ახლო რწმუნებული. [9] [10] ამ უკანასკნელის გადადგომის შემდეგ შრამბოკი შეუერთდა ავსტრიის სახალხო პარტიას. შედეგად, მაშინვე გახდა მინისტრობის ახალი კანდიდატი. [11]
როდესაც 2017 წლის 18 დეკემბერს ავსტრიის ფედერალური კანცლერის თანამდებობა სებასტიან კურცმა დაიკავა, მარგარეტ შრამბოკი დაამტკიცეს მეცნიერების, კვლევებისა და ეკონომიკის ახალ მინისტრად; 2018 წლის 8 იანვარს სამინისტრო გარდაიქმნა ციფრულ და ეკონომიკურ საკითხთა სამინისტროდ. [12] იმავე დღეს შრამბოკმა გამოაცხადა, რომ შეუერთდებოდა ტიროლის პარტიის პრეზიდიუმს. [10] [13]
შრამბოკი ასევე EPP-ის ევროპის საქმეთა მინისტრების შეხვედრის თავმჯდომარეა. (ამ შეხვედრაზე იკრიბებიან მემარჯვენე ცენტრისტული EPP მინისტრები ევროკავშირის საბჭოს სხდომის წინ.) [14]
პირადი ცხოვრება
რედაქტირებაშრამბოკი ცხოვრობს Sankt Andrä-Wördern- ში, ქალაქ ვენასთან ახლოს, ქვემო ავსტრიაში . [15]
ჯილდოები
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Dr. Margarete Schramböck − Parliament homepage (გერმ.)
- Dr.in Margarete Schramböck, MBA − Schramböck CV on Meine Abgeordneten (გერმ.)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Austrian Library Network catalog entry on The International Diamond Market, Schramböck's master's thesis. ციტირების თარიღი: May 9, 2018.
- ↑ Austrian Library Network's catalog entry on Management Consulting : Zukunftsperspektiven der Unternehmensberatung, Schramböck's Dissertation. ციტირების თარიღი: May 9, 2018.
- ↑ 3.0 3.1 3.2 Dr.in Margarete Schramböck, MBA. ციტირების თარიღი: May 9, 2018.
- ↑ Dr. Margarete Schramböck: Generaldirektorin NextiraOne Austria. ციტირების თარიღი: May 10, 2018.
- ↑ Margarete Schramböck wird neue A1-Chefin. ციტირების თარიღი: August 14, 2017.
- ↑ Neue TA-Chefin Schramböck: "Bin nicht gleich wieder weg". ციტირების თარიღი: August 14, 2017.
- ↑ Mexikaner setzen Abgang von A1-Chefin durch. ციტირების თარიღი: May 9, 2018.
- ↑ A1-Chefin Margarete Schramböck verlässt die Telekom Austria. ციტირების თარიღი: May 10, 2018.
- ↑ Türkis-Blau: Das sind die neuen Minister (December 16, 2017). ციტირების თარიღი: May 10, 2018.
- ↑ 10.0 10.1 Schramböck als Ministerin angelobt (December 18, 2017). ციტირების თარიღი: May 9, 2018.
- ↑ Ministerinnen mittlerweile ÖVP-Mitglieder (March 29, 2018). ციტირების თარიღი: May 9, 2018.
- ↑ 16-köpfiges ÖVP-FPÖ-Team vereidigt (December 16, 2017). ციტირების თარიღი: May 9, 2018.
- ↑ Acht Minister erneut angelobt (January 8, 2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 29, 2019. ციტირების თარიღი: May 9, 2018.
- ↑ Council of the EU and Ministerial meetings European People’s Party (EPP).
- ↑ NÖN-Interview: Schramböck: "Müssen bei Vorschriften ausmisten" (February 27, 2018). ციტირების თარიღი: May 9, 2018.
- ↑ Video: Schramböck und Moretti sind die Tiroler des Jahres (September 14, 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 25, 2018. ციტირების თარიღი: May 15, 2018.
- ↑ WU Managerin des Jahres 2017. დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 18, 2017. ციტირების თარიღი: September 18, 2017.