მარადის რეგიონი (ფრანგ. Maradi) — ნიგერის რეგიონი, რომლის ფართობია 41 796 კმ², ხოლო 2012 წლის აღწერის თანახმად მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 3 402 094 ადამიანს.[1] მოსახლეობის სიმჭიდროვე — 81,40 ად./კმ². ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი მარადი.

რეგიონი
მარადის რეგიონი
ფრანგ. Maradi
ქვეყანა ნიგერის დროშა ნიგერი
ადმ. ცენტრი მარადი
შიდა დაყოფა Aguié Department, Dakoro Department, Guidan Roumdji Department, Madarounfa Department, Mayahi Department და Tessaoua Department
კოორდინატები 13°30′00″ ჩ. გ. 7°06′00″ ა. გ. / 13.50000° ჩ. გ. 7.10000° ა. გ. / 13.50000; 7.10000
ფართობი 41 796 კმ²
მოსახლეობა 3 402 094 კაცი (2012)
სიმჭიდროვე 60,21 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+1]]

გეოგრაფია

რედაქტირება

მარადის რეგიონი მდებარეობს ნიგერის სამხრეთ ნაწილში. მისგან ჩრდილოეთში მდებარეობს აგადესის რეგიონი, დასავლეთში — ტაჰუის რეგიონი, აღმოსავლეთში — ზინდერის რეგიონი. მარადის რეგიონის სამხრეთში გადის ნიგერის სახელმწიფო საზღვარი ნიგერიასთან.

მარადის რეგიონის ტერიტორია ბუნებრივი პირობების მიხედვით მიეკუთვნება საჰელის ზონას.

მოსახლეობა

რედაქტირება

რეგიონის მოსახლეობის ყველაზე უფრო დიდი ნაწილია — ჰაუსას ხალხი.

ადმინისტრაციული დაყოფა

რედაქტირება
 
მარადის რეგიონის დეპარტამენტები.

ადმინისტრაციული თვალსაზრისით რეგიონი დაყოფილია 6 დეპარტამენტად და 1 მუნიციპალიტეტად (ქალაქი მარადი)[2].

აგის დეპარტამენტი (Aguié):

  • ფართობი: 3001 კმ²
  • მოსახლეობა: 386 197 ად. (2011 წელი)

დაკოროს დეპარტამენტი (Dakoro):

  • ფართობი: 17 670 კმ²
  • მოსახლეობა: 606 862 ად. (2011 წელი)

გიდან-რუმჯის დეპარტამენტი (Guidan-Roumdji):

  • ფართობი: 4929 კმ²
  • მოსახლეობა: 485 743 ად. (2011 წელი)

მადარუნფის დეპარტამენტი (Madarounfa):

  • ფართობი: 3773 კმ²
  • მოსახლეობა: 612 798 ად. (2011 წელი)

მაიაჰის დეპარტამენტი (Mayahi):

  • ფართობი: 6952 კმ²
  • მოსახლეობა: 546 826 ად. (2011 წელი)

ტესაუას დეპარტამენტი (Tessaoua):

  • ფართობი: 5471 კმ²
  • მოსახლეობა: 479 384 ად. (2011 წელი)

ეკონომიკა

რედაქტირება

მარადის რეგიონი ნიგერის ბეღელს წარმოადგენს. აქ მოჰყავთ თამბაქო, სოია, ხორბალი, არაქისი, ბამბა; მაგრამ პირველ რიგში — ქვეყნის მთავარი საკვები კულტურა: ფეტვი.

  1. Niger: Regions, Major Cities & Urban Centers — Statistics & Maps on City Population. Citypopulation.de. ციტირების თარიღი: 25 April 2014.
  2. Institut National de la Statistique du Niger: Annuaire statistique des cinquante ans d’indépendance du Niger, p.49