აგადესის რეგიონი (ფრანგ. Agadez) — რეგიონი ნიგერში. რეგიონის ფართობი შეადგენს 667 799 კმ²-ს, ეს ყველაზე დიდი რეგიონია ნიგერში. 2012 წლის აღწერის მონაცემებით რეგიონის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 487 620 ადამიანს.[1] მოსახლეობის სიმჭიდროვე — 0,73 ად./კმ². ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი აგადესი.

რეგიონი
აგადესის რეგიონი
ფრანგ. Agadez
ქვეყანა ნიგერის დროშა ნიგერი
ადმ. ცენტრი აგადესი
შიდა დაყოფა Arlit Department, Bilma Department და Tchirozérine Department
კოორდინატები 17°00′00″ ჩ. გ. 8°00′00″ ა. გ. / 17.00000° ჩ. გ. 8.00000° ა. გ. / 17.00000; 8.00000
ფართობი 667 799 კმ²
მოსახლეობა 487 620 კაცი (2012)
სიმჭიდროვე 0,73 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+1]]

გეოგრაფია რედაქტირება

აგადესის რეგიონი მდებარეობს ნიგერის ჩრდილოეთში. მისგან ჩრდილო-დასავლეთში გადის ნიგერის სახელმწიფო საზღვარი ალჟირთან, ჩრდილოეთით — ლიბიასთან, დასავლეთით — მალისთან, აღმოსავლეთით — ჩადთან. აგადესის რეგიონიდან სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს ნიგერის ტაჰუის რეგიონი, სამხრეთით — მარადის, ზინდერის და დიფის რეგიონები.

რეგიონის დიდი ნაწილი უკავია ტენერეს უდაბნოს და აირის მთებს. წვიმები საკმაოდ იშვიათობაა, მაგრამ რეგიონში არსებობს წყლების მიწისქვეშა წყაროები, როგორც წესი — აგადიმის, არლიტის, ბილმის, დირკუს, ტიმიის და სხვა ოაზისებში.

მოსახლეობა რედაქტირება

რეგიონში პირველ რიგში ცხოვრობს მომთაბარე ხალხი: ტუარეგები, ტუბუ, ფულბე. ქალაქებში და ოაზისებში ასევე ცხოვრობენ ჰაუსას, კანურის, სოგაის.

ადმინისტრაციული დაყოფა რედაქტირება

 
აგადესის რეგიონის დეპარტამენტები.

ადმინისტრაციული თვალსაზრისით რეგიონი დაყოფილია 3 დეპარტამენტად და 1 მუნიციპალიტეტად (ქალაქი აგადესი):

არლიტის დეპარტამენტი (Arlit):

  • ფართობი: 216 774 კმ²
  • მოსახლეობა: 156 024 ად. (2011 წელი)

ბილმის დეპარტამენტი (Bilma):

  • ფართობი: 286 279 კმ²
  • მოსახლეობა: 27 146 ად. (2011 წელი)

ჩიროზერინის დეპარტამენტი (Tchirozérine):

  • ფართობი: 154 746 კმ²
  • მოსახლეობა: 328 018 ად. (2011 წელი)

ეკონომიკა რედაქტირება

სამეურნეო თვალსაზრისით აგადესის რეგიონი დიდ მნიშვნელობას წარმოადგენს ნიგერის ეკონომიკისთვის, რადგან აქ მდებარეობს მსოფლიოში უდიდესი ურანის საბადო. მის ექსპორტს მოაქვს ქვეყნის მთლიანი სავალუტო შემოსავლების 20 %-ზე მეტი. ასევე მთავარი მნიშვნელობა აქვს მარილის მოპოვებას. მარილი ოაზისების გავლით ქარავნებით შემოაქვთ ნიგერის სამხრეთში მდებარე ქალაქებში, სადაც ის იცვლება ფეტვზე და სხვა კვების პროდუქტებზე. რეგიონის შიგნით სოფლის მეურნეობა სუსტადაა განვითარებული (გამონაკლისია — ოაზისები).

სქოლიო რედაქტირება

  1. Niger: Regions, Major Cities & Urban Centers — Statistics & Maps on City Population. Citypopulation.de. ციტირების თარიღი: 25 April 2014.