მარადი (ფრანგ. Maradi) — ქალაქი ნიგერის სამხრეთ ნაწილში.

ქალაქი
მარადი
ფრანგ. Maradi
ქვეყანა ნიგერის დროშა ნიგერი
რეგიონი (ნიგერი)|ნიგერის რეგიონები | რეგიონი მარადი
კოორდინატები 13°29′30″ ჩ. გ. 7°05′47″ ა. გ. / 13.49167° ჩ. გ. 7.09639° ა. გ. / 13.49167; 7.09639
მმართველი Kassoum Mamane Moctar და Mamane Oumarou
ცენტრის სიმაღლე 385
მოსახლეობა 267 249 კაცი (2012)
სასაათო სარტყელი UTC+1
მარადი — ნიგერი
მარადი

გეოგრაფია რედაქტირება

ქალაქი მდებარეობს ნიგერიის სახელმწიფო საზღვართან ახლოს, 540 კმ-ით აღმოსავლეთით ქვეყნის დედაქალაქიდან — ნიამეიდან. მარადის რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი. ფუნქციონირებს «მარადის» აეროპორტი.

ისტორია რედაქტირება

ძველად სავაჭრო ქალაქი მარადი შედიოდა ჰაუსას ქალაქ-სახელმწიფოების შემადგენლობაში. XIX საუკუნის დასაწყისში მოხვდა სოკოტოს სახელმწიფოს ისლამური ხალიფატის ხელისუფლების ქვეშ. 1899 წელს დაექვემდებარა ფრანგებს. 1807 წლიდან მარადის მართავს (1899 წლის შემდეგ — ნომინალურად) დურბავას სულთნების დინასტია (ფულბეს ხალხის წარმომადგენლები).

მოსახლეობა რედაქტირება

2012 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 267 249 ადამიანს[1]. მოსახლეობის ძირითადი ნაწილი შედგება ჰაუსას ხალხისგან; ასევე ცხოვრობენ ფულბეს, ტუარეგების, იორუბას და იგბოს ხალხის წარმომადგენლები. ქალაქი მარადი — მარადის კათოლიკური საეპისკოპოსოს ცენტრია.

ქალაქის მოსახლეობის რაოდენობის დინამიკა წლების მიხედვით:

1977 1988 2001 2012
44 458 110 005 147 038 267 249

ცნობილი მაცხოვრებლები რედაქტირება

ქალაქში დაიბადა 1996—1999 წლების ნიგერის პრეზიდენტი იბრაჰიმ ბარე მაინასარა.

დამეგობრებული ქალაქები რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Niger: Regions, Major Cities & Urban Centers — Statistics & Maps on City Population. Citypopulation.de. ციტირების თარიღი: 25 April 2014.