მანგო (მომღერალი)
მანგო (იტალ. Mango; დ. 6 ნოემბერი, 1954 — გ. 7 დეკემბერი, 2014) — იტალიელი მომღერალი, კომპოზიტორი და მუსიკოსი. ასრულებდა პოპს, როკსა და ხალხურ მუსიკას; ცნობილი იყო თავისი ფართო ვოკალური მონაცემებით. მისი ყველაზე ცნობილი სიმღერაა „Oro“ — რომელიც შედის 1986 წელს გამოსულ ალბომში Odissea. აქვს სხვა ჰიტებიც, რომელთა შორისაა: „Lei Verrà“, „Mediterraneo"“, „Bella d'Este“, „Amore per te“, „Come Monnalisa“, „Nella Mia città“ და „La Rondine“.
მანგო | |
---|---|
მანგო 2010 წელს პადოვაში | |
ბიოგრაფია | |
აგრეთვე ცნობილი როგორც | ჯუზეპე მანგო |
დაბ. თარიღი | 6 ნოემბერი, 1954 |
დაბ. ადგილი | ლაგონეგრო, იტალია |
გარდ. თარიღი | 7 დეკემბერი, 2014 (60 წლის) |
გარდ. ადგილი | პოლიკორო, იტალია |
ჟანრ(ებ)ი | |
საქმიანობა | მომღერალი |
ინსტრუმენტ(ებ)ი | |
აქტიური | 1976-2014 |
საიტი | mango.it |
მანგო ვიკისაწყობში |
იტალიელმა მუსიკოსმა და მწერალმა მარიო ლუცატო ფეიგიზმა, მანგოს „იტალიური პოპ-მუსიკის ნამდვილი ნოვატორი“ უწოდა.[1] მანგო წერდა სიმღერებს ისეთი შემსრულებლებისთვის, როგორებიც არიან პატი პრავო, ლორედანა ბერტე, ანდრეა ბოჩელი, მიეტა. მის რეპერტუარს ასრულებენ იტალიელი და უცხოელი მუსიკოსები, მათ შორის მინა, მია მარტინი, ლეო სეიერი, ელენ სეგარა და ელეფთერია არვანიტაკი.
ბიოგრაფია
რედაქტირებასწავლა და ადრეული კარიერა
რედაქტირებამანგო დაიბადა ლაგონეგროში, პოტენზას პროვინციაში. უსმენდა სოულსა და მძიმე როკს. მისი საყვარელი მუსიკოსები იყვნენ: არეთა ფრანკლინი, ლედ ზეპელინი, პიტერ გებრიელი და სხვები. მუსიკალური კარიერა ბავშვობის ასაკიდანვე დაიწყო — რვა წლის ასაკში უკვე გამოდიოდა რამდენიმე ადგილობრივ ჯგუფში. მან სალერნოს უნივერსიტეტში სოციოლოგიის შესწავლა დაიწყო, თუმცა სწავლას თავი ანება და მუსიკალურ საქმიანობას მიჰყო ხელი.
წარმატება
რედაქტირებამანგომ წარმატება მოიპოვა ალბომით Australia 1985 წელს. იმავე წელს მანგომ სან-რემოს მუსიკალური ფესტივალზე შეასრულა ალბომ Australia-ში შესული ყველაზე წარმატებული სინგლი „Il viaggio“. 1986 წელს მან გამოუშვა ალბომი „Odissea“, რომელიც შეიცავს ისეთ წარმატებულ სიმღერებს როგორებიცაა: „Lei verrà“ და „Oro“. სხვა მისი ცნობილი ალბომი არის „Sirtaki“ (1990), სადაც შედის სიმღერები: „Nella mia città“ და „Come Monna Lisa“, ალბომის შექმნაში მონაწილეობდნენ: დრამერი მანუ კაჩე და ბასისტი პინო პალადინო.[2] ამ პერიოდში მანგომ ესპანეთში სამი ალბომი ჩაწერა: Ahora (1987), Hierro y Fuego (1988) და Sirtaki-ს ესპანური ვერსია (1991). მანგომ მონაწილეობა მიიღო 1995 წლის სანრემოს მუსიკის ფესტივალზე, სადაც მან შეასრულა სიმღერა „Dove vai“.
გარდაცვალება
რედაქტირება2014 წლის 7 დეკემბერს, კონცერტზე ყოფნის დროს, მანგომ მიიღო გულის შეტევა. იგი საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა,[3] 60 წლის ასაკში.
დისკოგრაფია
რედაქტირებასტუდიური ალბომები
რედაქტირება- La mia ragazza è un gran caldo (1976)
- Arlecchino (1979)
- È pericoloso sporgersi (1982)
- Australia (1985)
- Odissea (1986)
- Adesso (1987)
- Inseguendo l’aquila (1988)
- Sirtaki (album)|Sirtaki (1990)
- Come l'acqua (1992)
- Mango (1994)
- Credo (1997)
- Disincanto (2002)
- Ti porto in Africa (2004)
- Ti amo così (2005)
- L’albero delle fate (2007)
- La terra degli aquiloni (2011)
საკონცერტო ალბომები
რედაქტირება- Dove vai (1995)
- Gli amori son finestre (2009)
კომპილაციები
რედაქტირება- Visto così (1999)
- Tutto Mango: oro e platino (2006)
ალბომები ესპანურად
რედაქტირება- Adesso (1987)
- Hierro y Fuego (1988)
- Sirtaki (1991)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „Mango“ ვიკისაწყობში.
- ოფიციალური საიტი
- მანგოს ბიოგრაფია
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Mario Luzzatto Fegiz. Mango, la voce divenuta strumento che ha rinnovato la musica leggera it. corriere.it. ციტირების თარიღი: 20 დეკემბერი, 2014.
- ↑ Manu Katché: discography. manu-katche.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 აგვისტო 2014. ციტირების თარიღი: 19 December 2014.
- ↑ Italian Singer "Mango" Death live at concert. liveleak.com (8 დეკემბერი, 2014). ციტირების თარიღი: 14 დეკემბერი, 2014.