კლავიშებიანი საკრავი
კლავიშებიანი საკრავი — მუსიკალური საკრავი, რომელიც იყენებს კლავიშებს და ბერკეტების სისტემას. ყველაზე ხშირად მუსიკალური ნაწარმოების შესრულებისას გამოიყენება პიანინო, როიალი და ორგანი, ხოლო თანამედროვე მუსიკაში – სინთეზატორები და ციფრული პიანინოები. აგრეთვე ცნობილია სხვა კლავიშებიანი საკრავები, მაგალითად მელოტრონი და ჩელესტა.
ტერმინი „კლავიშებიანი საკრავი“ ხშირად აღნიშნავს სინთეზატორებს. შემსრულებელს შეუძლია ჟღერადობის დინამიკის და სხვა ელემენტების მართვა, გამომდინარე საკრავის შესაძლებლობებიდან[1].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „კლავიშებიანი საკრავი“ ვიკისაწყობში.
- ძირითადი კლავიშებიანი საკრავი MIDI-ს ეპოქაში
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Kelzenberg, David. What are Historical Keyboard Instruments?. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-12. ციტირების თარიღი: 2012-10-25.