მანანა ბობოხიძე (დ. 22 ნოემბერი, 1938 — გ. 10 დეკემბერი, 2011) — ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი, მხატვარი-მონუმენტალისტი.

დაიბადა ქალაქ თბილისში, ცნობილი ქართველი პოეტების კალე ბობოხიძისა და ვერა შუბლაძის ოჯახში. დაამთავრა თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა ინსტიტუტი, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მონუმენტური ფერწერის ფაკულტეტი 1971 წელს. მისი პირველი პერსონალური გამოფენა თბილისში, საქართველოს ხელოვანთა სახლში 1973 წელს გაიმართა. 1970-80-იან წლებში მისი გამოფენები იმართებოდა საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ქალაქებში. მანანა ბობოხიძის ნამუშევრები მოხვედრილია საფრანგეთის, რუსეთის, გერმანიის, ესპანეთის, აშშ-ის, შვედეთის, რუმინეთის, უნგრეთის, ბულგარეთის, პოლონეთის, კორეის კერძო კოლექციებში, ასევე დაცულია სხვადასხვა მუზეუმში. 2014 წელს გამოიცა მანანა ბობოხიძის შემოქმედებისადმი მიძღვნილი ალბომი.[1]

არის საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1987), მიღებული აქვს გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია (2010).

დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება