ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ვერა ამბაკოს ასული შუბლაძე (დ. 8 მარტი, 1917, სოფ. გეზათი, ახლანდ. აბაშის მუნიციპალიტეტი — გ. 29 ივლისი, 1957, თბილისი) — ქართველი პოეტი ქალი, XX საუკუნის პირველი ნახევრის ლირიკული პოეზიის წარმომადგენელი

ბიოგრაფია

რედაქტირება

მეგობრობდა გალაკტიონთან და ოლღა ოკუჯავასთან, გოგლა ლეონიძესთან, ირაკლი აბაშიძესთან (რომელმაც მიუძღვნა ლექსი „დავკოცნე შენი ნაფეხურები“), გიორგი ნატროშვილთან, მირანდა გამსახურდიასთან, კონსტანტინე გამსახურდიასთან და ქეთევან ირემაძესთან. მის ლექსებზე კომპოზიტორებმა ლილი იაშვილმა და ნუგზარ ედილაშვილმა არაერთი სიმღერა დაწერეს. სიცოცხლეში გამოიცა ვერა შუბლაძის 10 კრებული. გარდაცვალების შემდეგ გიორგი (გოგლა) ლეონიძის თაოსნობით გამოიცა კრებული „რჩეული“, რომელშიც უკვე გამოქვეყნებულ ლექსებთან ერთად გამოუქვეყნებელი ლექსებიც შევიდა. წინასიტყვაობაც გოგლა ლეონიძემ დაწერა. მისი ლექსები რუსულად თარგმნა რუსმა პოეტმა ქალმა რიმა კაზაკოვამ და 1965 წელს გამოიცა მოსკოვში გამომცემლობა „Советский писатель“-ის მიერ სათაურით „Мгновение разлуки“.

იყო პოეტ კალისტრატე (კალე) ბობოხიძის მეუღლე. შვილები: მანანა ბობოხიძე — საქართველოს დამსახურებული მხატვარი; ომარ ბობოხიძე — მელომანი, ჯაზის მოყვარული და ფირფიტების კოლექციონერი.

1957 წელს დაკრძალული იყო მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ვაკის პანთეონში, 1981 წელს გადმოასვენეს მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ვერა_შუბლაძე“-დან