კალისტრატე ბობოხიძე

ქართველი პოეტი
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბობოხიძე.

კალისტრატე (კალე) ფირანის ძე ბობოხიძე (დ. 16 აგვისტო, 1904, მათხოჯი, ახლანდელი ხონის მუნიციპალიტეტი — გ. 26 აპრილი, 1982, თბილისი) — ქართველი პოეტი.

კალისტრატე ბობოხიძე
დაბადების თარიღი 16 აგვისტო, 1904(1904-08-16)
დაბადების ადგილი მათხოჯი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 26 აპრილი, 1982(1982-04-26) (77 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
საქმიანობა პოეტი
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
მეუღლე ვერა შუბლაძე
შვილ(ებ)ი მანანა, ომარი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1929 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. შემდეგ მუშაობდა ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად სხვადასხვა საგანმანათლებლო სასწავლებელში. სამწერლობო ასპარეზზე გამოვიდა 20-იან წლებში და იქიდან მოყოლებული იყო პროლეტარულ მეცნიერთა ასოციაციის ერთ-ერთი აქტიური წევრი. პოეტის ლექსები ხშირად ქვეყნდებოდა ქართულ პერიოდიკაში. მისი მრავალი ნაწარმოები თარგმინილია სსრკ ხალხთა მრავალ ენებზე, ბევრი თარგმანი დაიბეჭდა უცხოეთშიც. იგი ორმოცზე მეტი პოეტური კრებულის ავტორია, ამავე დროს ნაყოფიერად მუშაობდა მხატვრული თარგმანის დარგშიც. მან მშობლიურ ენაზე აამეტყველა ალექსანდრე პუშკინის, მიხეილ ლერმონტოვის, ტარას შევჩენკოს, ავეტიქ ისააკიანის, ვლადიმერ მაიაკოვსკის, ტიხონოვის, იან კუპალას, ბაჟანის შემოქმედების ნიმუშები, დიდი ღვაწლი დასდო რესპუბლიკაში საგამომცემლო საქმის განვითარებას.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 87, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება