მამხუტი (ყოფ. სარაჩლო) — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლის მხარის ბოლნისის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი.[1] მდინარე საღზაღანისწყლის (ხრამის მარჯვენა შენაკადი) ნაპირზე. ზღვის დონიდან 510 მ, ბოლნისიდან 22 კმ, შულავრიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 9 კმ.

სოფელი
მამხუტი

სოფელი მამხუტი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე ქვემო ქართლი
მუნიციპალიტეტი ბოლნისის მუნიციპალიტეტი
თემი მამხუტი
კოორდინატები 41°23′01″ ჩ. გ. 44°43′18″ ა. გ. / 41.38361° ჩ. გ. 44.72167° ა. გ. / 41.38361; 44.72167
ადრეული სახელები სარაჩლო
ცენტრის სიმაღლე 510
მოსახლეობა 2359[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა აზერბაიჯანელები 99,8 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
საფოსტო ინდექსი 1100[2]
საავტომობილო კოდი EEF და EEP и EEQ
მამხუტი — საქართველო
მამხუტი
მამხუტი — ქვემო ქართლი
მამხუტი
მამხუტი — ბოლნისის მუნიციპალიტეტი
მამხუტი

სოფლის მახლობლად ნასოფლარზე დგას VI–VIII საუკუნეების 2 დარბაზული ეკლესია. ქვედა ეკლესია ძარღვიანი ყვითელი ქვის სუფთად გათლილი დიდრონი კვადრებით არის ნაგები. შემკულია მოჩუქურთმებული სვეტისთავებით. ზედა უფრო სადაა, ორივე ეკლესიას, ისევე როგორც ბოლნისის სიონს, კარების თავზე ღია ლუნეტები აქვს გაკეთებული. მოშორებით დგას მესამე ეკლესია (X საუკუნე).

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2359 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[3] 2841 1391 1450
2014[1]   2359 1251 1108

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  2. http://ufps.org/index.php?option=com_content&task=view&id=35
  3. მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.