მამედ ალექპერლი
მამედ ქაზიმ ალექპერ ოღლუ ალექპერლი[1] (აზერ. Məmməd Kazım Ələkbərli; 1905 წ. 24 იანვარი, დერბენტი— 1938 წ. 12 ან 13 ოქტომბერი, ბაქო) — საბჭოთა აზერბაიჯანელი ლიტერატურათმცოდნე, ფილოსოფოსი, საზოგადო მოღვაწე.[2]
მამედ ალექპერლი | |
---|---|
აზერ. Məmmədkazım Ələkbərli | |
დაბ. თარიღი | 24 იანვარი, 1905 |
დაბ. ადგილი | დერბენტი ან დაღესტანი |
გარდ. თარიღი | 12 ოქტომბერი, 1938 (33 წლის) ან 13 ოქტომბერი, 1938 (33 წლის) |
გარდ. ადგილი | ბაქო |
მოქალაქეობა | სსრკ |
საქმიანობა | ფილოსოფოსი |
მუშაობის ადგილი | აზერბაიჯანის მწერალთა კავშირი |
ალმა-მატერი | აზერბაიჯანის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი |
ბიოგრაფია
რედაქტირებამამედ ქაზიმ ალექპერლი 1905 წლის 24 იანვარს დერბენტში დაიბადა. 1926 წლიდან იყო კომუნისტური პარტიის წევრი. 1927 წელს დაამთავრა ვ. ი. ლენინის სახელობის აზერბაიჯანის პედაგოგიური ინსტიტუტი. იყო სახალხო განათლების განჯის განყოფილების დირექტორი, ჟურნალ „კრასნაია განჯას“ (წითელი განჯა) (1927), გაზეთ „დაღეტასანსაკია ფუგარას“ (მაჰაჩყალა) და ჟურნალ „მაარიფ იოლუს“ („განმანათლებლობის გზა“) რედაქტორი (1928 – 1930).
1934 წელს მოსკოვში დაამთავრა წითელი პროფესურის ინსტიტუტი. იყო აზერბაიჯანის მწერალთა კავშირის თავმჯდომარე, აზერბაიჯანის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი (1935 წლამდე), გაზეთების - „კომუნისტი“, „ლიტერატურული გაზეთი“, „კოშკი“, ჟურნალების - „რევოლუცია და კულტურა“, „ლიტერატურული აზერბაიჯანი“ - რედაქტორი.[3]
ალექპერლი ერთ-ერთი რედაქტორი იყო, რომელმაც ლენინის თხზულებები აზერბაიჯანულ ენაზე გამოსაცემად მოამზადა. მამედ ქაზიმ ალექპერლი ავტორია აზერბაიჯანში ფილოსოფიის პირველი სახელმძღანელოსი, ასევე აზერბაიჯანის საბჭოთა ლიტერატურის აქტუალური პრობლემებისადმი მიძღვნილი სტატიებისა („ოქტომბრის რევოლუცია და აზერბაიჯანული ლიტერატურა“, „საბჭოთა ლიტერატურა განვითარების გზაზე“, „სააპრილო ლიტერატურა“, „სოციალისტური რეალიზმისათვის“, „აიდინიდან იაშარამდე“, „მოსახვევი“ და სხვ.). 1934 წელს საბჭოთა მწერალთა პირველ ყრილობაზე წაიკითხა მოხსენება აზერბაიჯანული ლიტერატურის შესახებ. გახდა სტალინური რეპრესიების მსხვერპლი. 1938 წელს დახვრიტეს.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Гасанли Дж. Хрущевская «оттепель» и национальный вопрос в Азербайджане: 1954-1959. — М.: Флинта, 2009. — С. 642. — 661 с. — ISBN 978-5-9765-0792-0.
- ↑ Ələkbərli Мәммәдказым Әләкбәр оғлу (азерб.) // Азербайджанская советская энциклопедия. — 1980. — C. 4. — S. 162—163.
- ↑ Ректоры БГУ. Официальный сайт Бакинского государственного университета.