სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მალაქია.

მალაქია I (ერისკაცობაში აბაშიძე) — დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1519 - 1540-იან წლებში. რეზიდენცია ჰქონდა ბიჭვინთის საკათედრო საყდარში. მალაქია I იმერეთის მეფის ბაგრატ III-ის (1510-1565) პოლიტიკის მომხრე იყო დასავლეთ საქართველოს ერთ სამეფოდ გაერთიანების საკითხში. ბაგრატ III-ის ბრძანებით მან 1529 ქუთაისის საეპისკოპოსო გაყო სამად და დააარსა ხონისა და გელათის ახალი საეპისკოპოსოები, რომელთა მეთაურები ბიჭვინთის საყდარში აკურთხა. როდესაც გაგრასთან ჯიქების წინააღმდეგ ბრძოლაში ქართველები დამარცხდნენ, მალაქია I ბრძოლის ადგილას გაემგზავრა და ტყვეები ფულით დაიხსნა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ლომინაძე ბ., ქსე, ტ. 6, გვ. 384, თბ., 1983