მალაკალი
მალაკალი (ინგლ. Malakal, არაბ. ملكال) — ქალაქი სამხრეთ სუდანში. ზემო ნილოსის შტატის დედაქალაქი.
ქალაქი | |
---|---|
მალაკალი ინგლ. Malakal არაბ. ملكال | |
ქვეყანა | სამხრეთი სუდანი |
შტატი | ზემო ნილოსი |
კოორდინატები | 09°32′00″ ჩ. გ. 31°39′00″ ა. გ. / 9.53333° ჩ. გ. 31.65000° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 385 მ |
მოსახლეობა | 139 434 კაცი (2010) |
სასაათო სარტყელი | UTC+3 |
ქალაქის მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენენ დინკას, ნუერისა და შილპუკის ხალხი.
ისტორია
რედაქტირება1970 წლის აგვისტოში ქალაქის შემოგარენში ჩამოვარდა მეტეორიტი-ჰონდრიტი წონით 2000 გრამი, რომელმაც სახელად მიიღო Malakal[1].
2006 წლის ნოემბრის ბოლოს ქალაქში მოხდა შეჯახება სუდანის შეიარაღებულ ძალებსა და სუდანის განთავისუფლების სახალხო არმიას შორის, რომლის შედეგადაც დაახლოებით 150 ადამიანი დაიღუპა და კიდევ რამდენიმე ასეული დაიჭრა. ეს ინციდენტი გახდა ყველაზე სერიოზული კონფლიქტი ჩრდილოეთისა და სამხრეთის წარმომადგენლებს შორის 2005 წლის ნაივაშის შეთანხმების დადების მომენტიდან, რომელიც ეხება სუდანის მეორე სამოქალაქო ომის დამთავრებას[2][3].
2011 წლის თებერვლის დასაწყისში, სამხრეთ სუდანის დამოუკიდებლობის რეფერენდუმის შედეგების გამოცხადებიდან რამდენიმე დღით ადრე, ქალაქში მოხდა შეჯახებები სუდანის ფედერალური არმიის ჯარისკაცებს შორის, რის შედეგადაც დაიღუპა რამდენიმე სამხედრო, ასევე დაიჭრა მშვიდობიანი მოსახლეობა[4]. 5 თებერვალს გამოცხადდა, რომ, დაზუსტებული მონაცემებით, ურთიერთსროლის დროს დაიღუპა არანაკლებ 20 ადამიანი, ბავშვების ჩათვლით. თვითონ კონფლიქტი მოხდა არმიის ქვედანაყოფების სამხრეთულად და ჩრდილოეთურად გაყოფის ნიადაგზე სამხრეთ სუდანის რეფერენდუმის გამო, რადგანაც მალაკალიში დისლოცირებული სუდანის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში მსახურობდა ბევრი სამხრეთ რეგიონებში მცხოვრები, რომლებიც ადრე ჯარში მიღებული იყვნენ სახალხო რაზმებიდან და ატარებდნენ საბრძოლო ოპერაციებს ჩრდილოელთა მხარეს სამოქალაქო ომის დროს, და მათმა ნაწილმა უარი თქვა გადასულიყვნენ სუდანის ჩრდილოეთ ვილაეთებში. დაპირისპირების დროს სროლა მიმდინარეობდა ნაღმმტყორცნებიდან და მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებიდან. დევნილების საქმეების გაეროს უმაღლესი კომისარის სამმართველოს ჰუმანიტარული მისიის წარმომადგენლის ცნობით, ამ ინციდენტის შედეგად, სუდანელ ჯარისკაცებთან ერთად, დაიღუპა ორი ბავშვი და სატვირთო ავტომობილის მძღოლი[5]. 6 თებერვლის ინფორმაციით ამ კონფლიქტში გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა 30 ადამიანამდე[6].
ფიზიკურ-გეოგრაფიული დახასიათება
რედაქტირებაქალაქი მდებარეობს მდინარე თეთრი ნილოსის ნაპირზე, მის მდინარე სობატთან შეერთების ადგილიდან ჩრდილოეთით.
კლიმატი
რედაქტირებამალაკალიში კლიმატი — სუბეკვატორულია, ტიპური სავანებისათვის, მკაფიოდ გამოხატული ნოტიო და მშრალი სეზონებით. წელიწადში ნალექები მოდის 785 მმ. ქალაქში წლის საშუალო ტემპერატურა შეადგენს 26,5 გრადუსს. ნოტიო სეზონი დგება მაისში და გრძელდება ოქტომბრამდე.
მოსახლეობა
რედაქტირებაქალაქის მოსახლეობის უმრავლესობა დინკას, ნუერის და შილუკის ხალხის წარმომადგენელია, რომელთა შორის ზოგჯერ ხდება შეტაკებები ეთნიკურ და სოციალ-ეკონომიკურ ნიადაგზე[7].
2010 წლის შეფასებით ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 139 434 ადამიანს[8].
მოსახლეობის რაოდენობის დინამიკა
რედაქტირებაწელი | მოსახლეობა |
---|---|
1973 (აღწერა) | 34 894 |
1983 (აღწერა) | 33 738 |
1993 (აღწერა) | 72 000 |
2010 (შეფასება) | 139 434 |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- მალაკალი, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე
- Location of Malkal At Google Maps
- Malakal Vocational Training Centre დაარქივებული 2006-07-14 საიტზე Wayback Machine. .
- The Gateway to the Shilluk People of Malakal დაარქივებული 2022-04-12 საიტზე Wayback Machine. .
სქოლიო
რედაქტირება- ↑ A. S. Dawoud. ; J. R. Vail.Malakal Meteorite, Sudan. nature.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-14. ციტირების თარიღი: 2011-2-6.
- ↑ Opheera McDoom.. Hundreds killed in south Sudan clashes. «Reuters». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-14. ციტირების თარიღი: 2011-2-6.
- ↑ UN puts death toll from south Sudan clashes at 150. sudantribune.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-14. ციტირების თარიღი: 2011-2-6.
- ↑ სუდანში სამხრეთელი ჯარისკაცები დაუპირისპირდნენ ჩრდილოელ ჯარისკაცებს. «ბი-ბი-სი». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-09. ციტირების თარიღი: 2011-2-6.
- ↑ Двадцать человек погибли в Судане во время перестрелки военных. «რია-ნოვოსტი» («როიტერზე» დაყრდნობით). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-09. ციტირების თარიღი: 2011-2-6.
- ↑ 30 soldiers die in north Sudan army fighting. «Associated Press». ციტირების თარიღი: 2011-2-6.
- ↑ Tribal fighting in Sudan’s Malakal may escalate. sudantribune.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-14. ციტირების თარიღი: 2011-2-6.
- ↑ Sudan: Die wichtigsten Orte mit Statistiken zu ihrer Bevölkerung. bevoelkerungsstatistik.de. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-14. ციტირების თარიღი: 2011-2-6.